ბერლინში ვარ. გახსოვთ, შარშან რომ წავედი პირველად, როგორ განვიცდიდი და რა რთულად შევეჩვიე? ახლა ყველაფერი, შედარებით, სხვაგვარადაა.
კვირა დილას უნდა წავსულიყავი, მაგრამ ისლანდიურმა ვულკანმა შემიშალა ხელი, ფრენაც ხუთშაბათ დილამდე გადაიდო. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებით ვიფრინე. საშინელი ეკიპაჟი ჰყავთ. გაღიმება არ იციან, ინგლისური საშინლად იციან და რუსულადაც აღარ აცხადებენ, ამიტომ უკრაინულს ვუსმენდი ყურდაცქვეტილი, რომ გამეგო, რას ამბობდა მთავარი სტიუარდესა. "უკრაინული ინგლისური" არ მესმის, სამწუხაროდ ;) ერთადერთი ნათელი წერტილი ის იყო, რომ მწვანე ვაშლები დაგვირიგეს. So symbolic.
თვითმფრინავში ჩემს უკან, ორი ღიპიანი ძია იჯდა, რომლებიც მთელი ფრენის განმავლობაში არჩევდნენ, როგორი "დამრტყმელი" ბიჭები იყვნენ, სტიუარდესა როგორ ეპრანჭებოდათ; მერე არაყი შეუკვეთეს და სადღეგრძელოებსაც მოყვნენ. რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან ერთად, სხვებსაც აგინებდნენ. კიევში რომ ჩავედით და პასპორტები შეგვიმოწმეს, ერთერთმა დაინახა ჩემი ქართული პასპორტი და მეორეს გადაუჩურჩულა, ბიჭო, ქართველი ყოფილა, როგორ "ტეხავსო". ალბათ, ის გაუტყდა, რომ მესმოდა მათი საუბარი და კამათი, ვინ უფრო მალე "დაკერავდა" უკრაინელ სტიუარდესას.
კიევის აეროპორტში დილის 5 საათზე ჩავედი და ჩემი რეისი ბერლინამდე, 2 საათზე იყო. წარმოიდგინეთ, როგორ დავიღალე. ხან ვკითხულობდი, ხან ვწერდი, მერე მეძინა კიდეც, უცნაურ პოზაში, ჩემს ჩანთასთან ჩახუტებულს, duty free მაღაზიები და ადამიანები შევისწავლე. ინტერნეტიც ფასიანი აღმოჩნდა. ბოლოს უკვე გულისრევის შეგრძნება მქონდა, იმდენი ადამიანი აირია. "Everything is illuminated" ნანახი გაქვთ? რეპერი სერიოგა მაინც გეცოდინებათ; ზუსტად ისეთები არიან უკრაინელთა უმეტესობა, "ადიდასის" სპორტულებში, უცნაურად შეჭრილი თმებში და ყველა შარმ ელ შეიხისკენ მიმავალი :) კიდევ ის იყო სასაცილო, რომ დაგვიანებულებს ხომ აცხადებენ, გამოცხადდით სარეგისტრაციოდ და რამე, თითქმის ყველა ჩასხდომის შორის ქართული გვარები იყო. ლამის მეც ვიფიქრე, ცოტა დამეგვიანებინა :D
ბერლინის დროით 4 საათზე ტეგელის აეროპორტში ვიყავი, სადაც ელიშევა დამხვდა, ჩვენი მიდრაშას ერთერთი ზედამხედველი, თუ შეიძლება ასე ითქვას. საღამოს 7-ზე რომ დავწექი, დილას 11-მდე მეძინა. ახლა გავედი სასეირნოდ, kosher ჩიპსები ვიყიდე მონატრებულმა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, უცებ მივხვდი, რომ მიყვარს ეს ბებერი, საძაგელი და ყველაზე ბევრგრაფიტიანი ბერლინი, იმდენად მშვიდი, გრილი და უსაფრთხოა. ალბათ მზეც უწყობს ხელს, შემოდგომაზე როცა ვიყავი, საშინელი ამინდები იყო. ვგრძნობ, ახლა უფრო მომეწონება აქაურობა და სწავლაც საინტერესო იქნება. მაგრამ ჩემი სახლი მაინც სულ სხვაა, თბილისიც სულ სხვაა და ის თბილი ხალხიც, რომელიც მანდ ცხოვრობს.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



23 comments:
ისე მიყვარს შენი პოსტების კითხვა..სულ მგონია რომ შენთან ერთად მეც მოვგზაურობ :)
აქ ისეთი ცუდი ამინდებია.. წახვედი და მზე წაიღე :) როგორც მოსალოდნელი იყო :)
haha kievis bichebi ra kargad agwere, ai zustaaad :D:D
როგორ მიყვარს ასეთი სამგზავრო, ჩემოდანზე დაწერილი პოსტები.
ესე იგი დაიწყო ბერლინური პოსტების ახალი სერია :)
უცებ ის პოსტი დამახსენდა, ბერლინში რომ დაიკარგე და სახლში მისულს ვიღაცის გამოგზავნილი შოკოლადი რომ დახვდა. ველოდები ახალ პოსტებს, სულმოუთქმელად :)
ბარლინული პოსტები დაიწყო რა მაგარია თან მეც ისე მინდა მაგ ქალაქში მოხვედრა ... წარმატებები სოფ .
რა მაგარია ბერლინი :შ
რა კარგია, სოფი :*
ისევ 3 თვით?
აუ რა კარგია, მაგარია ბპოსტები ბერლინიდან. სოფ თუ საიდუმლო არაა, რა კურს გადიხარ?:)
@ ქეთი, 3 თვით, კი.
@ როდრიგო, ებრაული რელიგია და ფილოსოფია.
მადლობა ყველას!!!
ვაა რა საინტერესოაა!;) warmatebebi!
კიდევ რამდენ ხანს უნდა გელოდოს თბილი და მზიანი ხალხი? :)
კარგია... წარმატებები! :)
საყვარელოო "დიქტატოროოო", მიხარია, რომ კარგად ხარ, მისიაც არ დაგავიწყდეს და იცოდე, რომ მიყვარხარ ძალიან ძალიან :* თი
ბერლინი იქეთ იყოს და დაკერეს უკრაინელი სტიაურდესა?
ხომ იცი, მე სტიაურდესების დიდი გულშემატკივარი ვარ.
ნაგვის ყუთებზეც გრაფიტია - მომეწონა :))))
წარამტებას გისრვებ, სოფ, და მალე ჩამოდი.. :)
არ თქვა ახლა რომ უნივერსიტეტის ებრაისტიკაზე სწავლობ :)
me miyvars grafitebi da tbilisshi ro cotaa grafitiani kedlebi, sul mandauri bahnhofebi maxsendeba da guli mcydeba xolme...
მაგარია... მეც მომინდა მოგზაურობა <3
Herzlich Willkommen zurück.
ამჯერად დიდი ხნით?
დამეხმიანე :D
lg
Lisa
lisa.bullerby@gmail.com
აი ხლ გვიგე რომ თურმე ისევ წასულხარ...
რაღაც მომენტში შემშურდა - მეც მომინდა...
ვიცი, რომ შენ განსაკუთრებით ნაყოფიერად გამოიყენებ ამ დროს!
წარმატებები
The sixty day сomplimеntary trіаl provide is a wonderful ѕеlection, in
the сase οf the flex ωaistband.
Feel freе to surf to my ωeb blog - http://www.segelpedia.net
This protocol by specification is ten,400 baud. A very good scanner
not only retrieves issues codes, but identifies
pending types much too.
Also visit my web page :: obd ii software
Post a Comment