Sunday, April 25, 2010

გულაჩუყებული პოსტი

გულაჩუყებული ვარ. საერთოდ, იშვიათად მიჩუყდება გული და უმეტეს შემთხვევაში, ყველაფერს იუმორით და ღიმილით ვხვდები, მაგრამ კლიმატის, საცხოვრებლის, გარემოს შეცვლა ძალიან მოქმედებს ჩემზე. მაგალითად, ჩიტი შემოფრინდა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, მაშინვე მიწყლიანდება თვალები და წარმოვიდგენ, რომ ესეც ისეთივე ჩიტია, როგორებიც საქართველოში არიან :'\

ზუსტად ასეთი გულისაჩუყების დღე მქონდა შაბათსაც. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარზე მეძინა, ან ვჭამდი. საღამოს რებეცინ რობერგი გვესტუმრა და ისეთი საინტერესო რაღაცები გვიამბო, გულიც ამიჩუყდა და თან კარგ ხასიათზე დავდექი.

ხანდახან არის ხოლმე სიტუაციები, როცა არ იცი, როგორ მოიქცე, ან როგორი ადამიანი იყო. ყოველდღე იმდენი წინააღმდეგობა გვხვდება ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, თქვენც, ღამით რომ დაწვებით და გასულ დღეზე დაფიქრდებით, რაღაცაზე უკმაყოფილების გრძნობა გექნებათ, ან ვიღაც გაწყენინებდათ და ისე ვერ უპასუხებდით, როგორც საჭიროდ მიგაჩნდათ და მხოლოდ ახლა გახსენდებათ შესაფერისი სიტყვები. რებეცინ რობერგმა ზუსტად ეს გვითხრა, რომ უკეთესიც არის, თუ რაღაცას "საკადრისად" არ ვუპასუხებთ, რადგან ემოციები რომ გაივლის, მერე მივხვდებით, რომ კარგი იყო დათმობაო. სასწაული ადამიანია, ადრეც ხომ ვწერდი მასზე, მახსოვს, ნატალიაზე მოახდინა დიდი გავლენა იმ პოსტმა. კიდევ კარგი, არსებობენ მსგავსი ადამიანები, რომლებიც შთამაგონებენ და ძალას მაძლევენ, რომ ისეთი ვიყო, როგორიც ვარ და თავი ცუდად არ ვიგრძნო, როცა სიტუაციაში "თეთრ ყვავად" აღმოვჩნდები და საკუთარი თავის აღარ მესმის.

მადლობა ყველას, ვინც მწერთ და კითხულობთ ჩემს ბლოგს!

ბედნიერი კვირა და კვირადღე გვქონდეს ყველას!

14 comments:

გაბო said...

ამ ბოლო დროს მეც ასე ვარ რატომღაც ძილის წინ ბევრს ვფოქრობ,ვფიქრობ აბსოლიტურად ყველაფერზე ადამიანებზე მომავალზე ხანდახან წარსულზეც. იმდენად ბევრს რომ დილით გაღვიძება მავიწყდება და ლექციებზე ვერ მივდივარ .:)

Agasfer said...

ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ ძალიან ძალიან დიდი ხანია რაც წარსულზე არ მიფიქრია. შორეულ წარსულზე არ მაქვს ლაპარაკი, თუნდაც გასულ დღეზე ან გუშინდელზე. იმიტომაა ვერასდროს ვერაფერს რომ ვიხსენებ, ალბათ :))
მგონი ნამეტანი მომდის, დროა თავს მივხედო :D
არადა წინ ამდენი რამაა, რა დროს წარსულია :შ

Sweet said...

ძილის წინ იმდენს ვფიქრობ, ხანდახან მგონია რომ მარტო ძილის წინ ვფიქრობ :|

Keti said...

არასოდეს შეუშინდე "თეთრ ყვავობას". ბედნიერი კვირა, სოფი :*

clown said...

ვაიმე მეც მინდა ასეთი გულისაჩუყება :D

ხოდა მეც სასტიკად ვფიქრობ რაღაცეებზე და ბოლომდე ვერ გადამიწყვეტია...
დავბოდიალებ და ბოლომდე ვერც მივდივარ :|

Zurriuss said...

ვფიქრობდი მთელ 3 წელს. მერე მივხვდი, რომ ფიქრს ცოტა საქმეც უნდა წააშველო.
აქ გავხდი ბლოგერი :))
სკაჟუ პო სეკრეტუ (თუმცა რაღა სეკრეტუ), მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებში ვერ ვთანხმდებით, შენი ბლოგი იმ უმცირესობაშია, რომლის პოსტების უმრავლესობა მომწონს თავისი განუმეორებელი ლაკონიურობით :*

ნინო said...

``უკეთესიც არის, თუ რაღაცას "საკადრისად" არ ვუპასუხებთ, რადგან ემოციები რომ გაივლის, მერე მივხვდებით, რომ კარგი იყო დათმობაო`` - ასე როცა არ მოვქცეულვარ, ყოველთვის მინანია.....

სოფი, გადამდები სიმშვიდე გაქვს))

Natalia said...

სოფი, მე კი ბედნიერ დღეებს გისურვებ გერმანიაში და საკუთარი თავის შეცნობას :)

რა კარგია რომ არსებობს ბლოგი, სადაც შენ, შთაგონებული დაწერ და მერე ჩვენც გადმოგვდებ ხოლმე..

Qilipa said...

ვააა რა მაგარი კაცი ყოფილა რებეცინი, მეც მინდა 1 ეგეთი ადამიანი სადმე ახლოში... :)

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, ნატალია, ყველა-ვ, მადლობა და კარგია ზოგჯერ გულისაჩუყებაც. საკუთარ ფიქრებს და მიზნებს კი ვიპოვით, ადრე თუ გვიან :SUNNY:

@ Qilipa, რებეცინი ქალია და არა კაცი ;)

Qilipa said...

ვაიმე ჩემი სიკვდილიიიიიი :))) რატომღაც ვერ ვიცნობ ხოლმე სქესს უცხოური სახელებისას, პირველად რო გავიგებ :S 16 წლის მანძილზე აგატა კრისტიც კაცი მეგონა :))) მეპატიეთ ჩემი სისულელე :)))

თუ ქალია მითუმეტეს უფრო მინდა გვერდში :D

Anonymous said...

ჰაჰა, ეს ის საკიტხია, რაზეც მევს ვფიქრობდი ამ დღეებში - რომ რაღაცეებზე არ უნდა გავჩუმებულიყავი და ხმა ამომეღო, როცა ამის შესაძლებლობა მქონდა! საბოლოოდ კი მივხვდი, ჯობდა, თავი რომ შევიკავე! არაფერი წამიგია!

Anonymous said...

ვიღაც გაწყენინებდათ და ისე ვერ უპასუხებდით, როგორც საჭიროდ მიგაჩნდათ


dzalian bevrjer mqonia aseti momentebi :D

CinnamonGirl said...

მსგავს რაღაცას ეუბნება ჯო ფოქსი ქეთლინ ქელის ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმში "თქვენთან ფოსტაა"...

ხანდახნ ჯობია ვერც შეეპასუხო...

ნამდვილად...