Monday, April 26, 2010

შიზოფრენიული კვირა ჩაცმაზე


კვირაობით, დილით გვაქვს ხოლმე ორი გაკვეთილი და მერე მთელი დღე თავისუფალი ვარ. გუშინ ვისეირნე, ვჭამე, რამდენიც შემეძლო :D გოგოების უმეტესობას ეძინა ან წასული იყო, ამიტომ ისე მოვიწყინე, რომ დღიურის წერა და პირველკლასელური თუ ემო-ური რაღაცების ხატვა დავიწყე. მერე ჩემს თავსვე დავუდგინე, რომ შიზოფრენიისკენ მაქვს მიდრეკილება და ყველაზე მეტად, თვითონ ეს სიტყვა მომწონს, რადგან ლენინთან ასოცირდება და ეს დიდი წითელი ბელადი კიდევ ძალიან მიყვარს.


დილის ლექციები უკვე დამიმთავრდა, 5 საათამდე შესვენება მაქვს და მერე 9-მდე ისევ სწავლა. ნაყინზე ჯერ ვერ მოვახერხე გასვლა.

ეს ჩემი ძველი, არა-Gucci-ს ფეხსაცმელებია

უკვე მეორე ქორწილს დავესწრები გერმანიაში, მიხარია. რამდენადაც ხალხმრავლობა არ მიყვარს, იმდენად ვგიჟდები ორთოდოქსულ ქორწილებზე, განსაკუთრებით მეგობრების.
ჩემს მეგობარ ნაომის აქვს მომავალ კვირას ქორწილი და ბუნებრივია, პირველი კითხვა, რაც წამომეჭრა, იყო: "რა ჩავიცვა?" :| არაფერი მაქვს ადამიანური, გარდა ყვითელი ფეხსაცმლის, ჭრელი ბოლოკაბების, ფერადი მაისურებისა, საშინლად მესაჭიროება GUCCI-ს კაბა და ფეხსაცმელები!!!

To be continued...

12 comments:

Anonymous said...

ნაყინი აღარ მიხსენოთ! გუშინ ვჭამე და ყელი მტკივა და საცოდავად ვხავივარ მთელი დღეა! :) არადა, მიყვარს!

clown said...

2 დღეა მეც კატასტროფულად ვჭამ :შ

Natalia said...

აი, მე კაბა და ფეხსაცმელებიც მაქვს და არ ვიცი სად ჩავიცვა.. ჩემი ჯგუფელი გათხოვდა და ქორწილის გადახდა არაფრისდიდებით არ უნდა :D :lol:

სოფი, გაიარე მაღაზიებში, იქნება ფასდაკლებები და მგონია რომ მოძებნი შენს მოსაწონ რამეს. ეგ საქართველოშია პრობლემა, თორემ მანდ არა მგონია გაგიჭირდეს :)

Lalena said...

რა ჩავიცვა?

ამაზე მარადიული კითხვა მე მგონი არ არსებობს, ყოველ დილით მტანჯავს ეს კითხვა და გარდერობის წინ ყოვლადდაღონებული სახით დგომა :)))

მე მაგალითად უუნამარგას განსხვავებით ნაყინის მირთმევამდე ჩმახჩა ხმა, ამასაც ხომ მოხერხება უნდა? :))

ისე კაბას მეც დიდი სიამოვნებით ვიყიდდი :)

Anonymous said...

რა გუჩი, დაგავიწყდა, რომ ქალი "ზარა" ხარ? :))))) კაია კაი ქორწილი, მაგრამ ნუ ახლა, ისეთ ქორწილს რა ვუთხარი, მარშუტკა და კაკ მინიმუმ, კალბასი რომ არ იქება :)))) გკოცნი&მიყვარხააარ... თი

Sophie שרה Golden said...

@ უნაამარგა, დღეს აქ თავსხმა წვიმა წამოვიდა და ჩემი ნაყინი კიდევ გადაიდო ალბათ, გაციების თავი და დრო არ მაქვს ახლა.

@ კლოუნ, აააა, მეც, ვერ ვჩერდები!

@ ნატალია, უკვე ვიშოვე ;) ხვალ დავწერ ალბათ უკვე ;)

@ თი, ჩემო პატარა თახვუნია-ფისკო, აქაური "ზარა" არ მევასება, გოგო :D გუჩი მინდა გუჩი! მარშუტკა... სულ "პროწივზე" უნდა ვიარო, ხო იცი შენ =))

Zurriuss said...

"სოფიო გოლდენი მოდაზე ალაპარაკდა!" – სკანდალური სათაური :))
რად გინდა ლენინი, მე შემიყვარე. ნაკლები ტირანი ვარ თუ? :))

მენაკი said...

”ყვითელი ფეხსაცმლის, ჭრელი ბოლოკაბები,ფერადი მაისურები...” მზისფერი ფეხსაცმელები, ცისარტელასავით ბოლოკაბები და მაისურები :) მაინც საშინლად გესაჭიროება GUCCI-ს კაბა და ფეხსაცმელები???

Anonymous said...

კობოკრულებს და ჭრელაჭრულებს რა სჯობს! თან გერმანიაში ხარ! ;))

DreaMar said...

მასგავსი ჩანახატების გაკეთება მეც დავიწყე ლექციებზე უინტერესობისგან :|ქორწილის ფოტოებს ველოდები :)

CinnamonGirl said...

შენ აღარ ხარ თბილისში???
თუ მე ვერ გავიგე რაღაც სწორად?

Sophie שרה Golden said...

@ Cinnamon girl, ყველაფერი სწორად გაიგე.