
ერთ საათში ყველაზე ცნობილი ქართველი ბლოგერები ეკონომიკის მინისტრს შეხვდებიან.
მშვენიერი ჰედლაინი გამოვიდოდა გაზეთისთვის, პრაქტიკოსი ჟურნალისტი რომ ვიყო, ან ბლოგინგს ისე ვუყურებდე, როგორც სხვები.
პირველად როცა მითხრეს ამ შეხვედრის შესახებ, ძალიან მესიამოვნა. ოღონდ მიწვევაზე მეტად ის, რომ მინისტრის სახელი და გვარიც არ ვიცოდი. 90-იანებში გაზრდილი ადამიანისთვის კიდევ, რომელმაც შევარდნაძის მთელი მთავრობის და პარლამენტის წევრების გვარები ზეპირად იცის, მართლა სასიამოვნო იყო, რომ მინისტრის ვინაობა არ ვიცოდი. ფეისბუქზე, პირად საუბრებში, საინტერესო დისკუსია გაიმართა, რა უნდა მინისტრს ჩვენგან, ან ჩვენ რა გვინდა მისგან... ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ბლოგინგს სერიოზული თვალით შეხედა და იმ ბლოგერების ძალისხმევა, სოციალური მედიის განვითარებაზე რომ ოცნებობდნენ, ახდა.
Have fun, you guys!
Updated: ლოლ
შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო ;)



10 comments:
ლინკი არ მუშაობს და ისე დადე თუ შეიძლება :)))
@sunwaited, მადლობა, რომ მითხარი. ჩავასწორე ლინკი.
:)))) აუ სოოფ, მართალი ხარ, ბავშვი იბადება თუ არა პირველს პრეზიდენტის სახელს ამბობს უკვე. მე ამას წინათ ვერ ვთქვი იუსტიციის მინისტრი ვინ იყო და უფრო ის ვერ მივხვდი შემრცხვა თუ არა, მგონი არა :)))
კარგია საქართველოში თუ განვითარდება სოციალური მედია ^_^
ho, gamixarda, rom seriozuli tvalit shexeda vinmem blogings.. magram aqac qartuli fenomenia- "qartveli blogerebis" saxelit mainc mcire jgufi sargeblobs.. me ar maqvs piradi interesi, blogs gartobis garda sxvanairad ar shevxedav da ar vuyureb, just es "qartuli" ragaceebi didad ar momwons xolme.. that's it :))) nothing personal :)
შენ წარმოიდგინე, მეც არ მახსოვდა ვინ იყო ეკონომიკის მინისტრი. ისე სწრაფად იცვლებიან დამახსოვრებას ვერ ვასწრებ! რაც შეეხება დაინტერესებას, თუ აქედან კარგი საქმე გამოვა, მაგას რა ჯობია! წარმატებები, მეგობრებო!
ყველაფერი კაი, მარა "ყველაზე ცნობილი" ვისთვის? :)
მინისტრისთვის თუ მისი უფროსისთვის, ვინც დაავალა - შეხვდიო? :)
ეგ მინისტრი თავადაა ბლოგერი სხვათა შორის. შევარდნაძისდროინდელი მინისტრებისგან განსხვავდება ჰასაკითაც და მენტალიტეტითაც.
მთავარია "სამთავრობო" ბლოგერები არ გახდნენ :) ბლოგერს თავისუფლება უხდება
კარგია რომ ბლოგერები და ზოგადად ბლოგები პოპულარული ხდება საქართველოში.
ბაბისას ვეთანხმები და კიდევ ქეთის :)
პ.ს ეკონომიკის მინისტრი ვინ არის, არ ვიცი. მეც გამიკვირდა ეს რომ გავიაზრე :)
tyuilad ar winaswarmetyvelebda bevri rom bloging didi momavali aqvs ;)
Post a Comment