Sunday, April 18, 2010

ვულკანი, ჩემი ნოსტალგია @ norteri.com

წესით ახლა კიევის აეროპორტში უნდა ვიჯდე და ბერლინის თვითმფრინავს ველოდებოდე, მაგრამ, "წესით" არაფერი ხდება ამ სამყაროში, როგორც ვხედავ. ისლანდიაში ამოფრქვეულმა ვულკანმა ევროპის საჰაერო ზონა დააზიანა და მთელი აეროპორტები დაკეტილია. ფრენა არც თბილისიდან კიევის მიმართულებით ხორციელდება.

ჩემოდანი ჩალაგებული მაქვს, ვცდილობ, არ ვინერვიულო და ადამიანებს არ დავენახო. რადგან ჩემი ეს მოგზაურობაც სპონტანური იყო, ბევრისთვის არ მითქვამს და ამიტომ, ჩემი მეგობრების წყენა გამოიწვია. მიკვირს, აქამდე რომ ვერ მიეჩვივნენ ჩემს "არაპროგნოზირებადობას" და ცოტა ვბრაზობ კიდეც. დეკემბერში როცა ჩამოვედი აღფრთოვანებული, დიდად არავინ დაინტერესებულა, რას ვაკეთებდი, რას ვსწავლობდი, როგორ ვცხოვრობდი, რა მიხაროდა, რა - მწყინდა. (ბუნებრივია, ეს ჩემი ბლოგის მკითხველებს არ ეხებათ, რომლებმაც ყველაფერი კარგად იციან) მილან კუნდერას აქვს ერთერთ წიგნში ამაზე საუბარი, როცა საფრანგეთში გადახვეწილი ემიგრანტი ჩეხეთში ბრუნდება, უნდა თავის მეგობრებს მოუყვეს თავის განცდებზე, ცხოვრებაზე, ისინი კიდევ რესტორანში გააქანებენ და არც უსმენენ. ალბათ, ყველა ადამიანის სენია, რომ სხვებს არ უსმინოს. ამ დროს, უცხოეთში როცა ხარ წასული, სევდაც და მგრძნობელობაც ასჯერ გაქვს მომატებული, რომ დაბრუნდე სამშობლოში და შენს მეგობრებს გაუზიარო ყველაფერი. ბრუნდები და ყველაფერი სხვანაირად გხვდება :|
ახლა უკვე მეცოდინება, როგორ უნდა დავბრუნდე - არავითარი მოლოდინი და ნოსტალგია.

სამაგიეროდ, დღეს ჩემი ბლოგი norteri.com-ზე გადავიდა დავიდ ბირმანის დამსახურებით. სამწუხაროდ, კომენტარები არ გადმოვიდა და იმედია, დავაბრუნებ... ბლოგროლიც აღარ ჩანს და ჩავამატებ ყველას. ვინც ვერ იპოვით თქვენს ლინკებს, მაშინვე მომწერეთ.

День все равно удался, слава Б-гу! :)

15 comments:

vasasi said...

სამწუხაროა, მაგრამ ხშირად ეგრე ხდება ხოლმე..

ვისგანაც არ მოელოდები, სწორედ იმისგან.
ამიტომ არ ვარ ძალიან ახლო მეგობრობის მომხრე..



გილოცავ ახალ დომენს.. :*

kikito said...

momilocnia aqac norteri.com-i, me ise mixaroda ro gadavedi axal domenze, vpikrob yvelas mase uxaria es ambavi da mesmis rogori siamovnebis grdnoba gigitinebs exla gulshi :)
mec dzalian bevrjer damwyvetia magaze guli, roca erti suli gaqvs chamoxvide moyve da aravin arafers gekitxeba amm , sashineli shegrdznebaa :)
da kidev imas davakvirdi rom zogjer ucxo adamianebs ufro ainteresebt sad xar da rogor xar vidre titkos da shentvis axloblebs :)

Unknown said...

გილოცავ ახალ მისამართს... :*

ნამდვილად არ ვყოფილვარ ჯერ მასეთ სიტუაციაში, მაგრამ შევეცდები სხვების მიმართ არასდროს ვიყო გულცივი ამ მხრივ. (ვაკვირდები და ვხვდები, შენგან ძალიან ბევრს ვსწავლობ...)

gabo said...

წარმატებებს გისურვებ სოფ . ასე ხდება ხოლმე რატომღაც მაგრამ რას ვიზავთ ადამიანური ბუნებაა ასეთი . გილოცავ ახალ დომენს. ბლოგროლზე პოსტები მოდის ყოველ შემთხვევაში ამ პოსტზე ბლოგროლლიდან გადმოვედი.

Anonymous said...

დასანანია, ვულკანმა გეგმები რომ აგირია! მე დიდი ხნით არსად წავსულვარ, უკან დაბრუნების შემდეგ მსგავსი რამ რომ გამომეცადა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საწყენია, ან კაკ მინიმუმ არასასიამოვნო. ახალ მისამართს გილოცავ! :)

Maka Asatiani said...

გადმოვიდა უკვეეე! :) ესეც ასე კომენტარები მწყობრშია :)

Nanako Ust said...

გილოცავ ახალ მისამართს! :*

David said...

ბლოგროლ.ჯი და სხვა საიტები, სათაც ლინკი იდო, ხედავენ ძველ მისამართს (რომელიც არ უქმდება). ამიტომ, პოსტებიც წამოვა და მკითხველიც შემოვა ბუქმარქებით. ეს ბლოგსპოტზე ძალიან კარგადაა გაკეთებული. აი კომენტარებს რატომღაც დააგვიანდა. იმედია მალე გამოჩნდება. წარმატებები ახალ დომენზე :)

Keti said...

სოფი, ისევ იგივე სასწავლო პროგრამით ბრუნდები? ნებისმიერ შემთხვევაში – რა კარგია...
ჩემთვისაც მოულოდნელი იყო – ვულკანის ამბები ჩემს ნაცნობსაც შეეხო :)
მართლა რა ძნელია, მაგრამ მეორეს მხრივ ბუნებამ დაგვანახა, რომ მის წინაშე უძლურები ვართ.

ნორტერი.კომ–ს გილოცავ :)
კომენტარები ჩემთან ჩანს – ალბათ გაასწორე უკვე...

Toma said...

gilocav noteris :)
sfrenebi gaixsnba male :)
ramdoenime kompaniam tvitmfrinavebic ki "amoscades" da ar moqmedebs ferflio :d

rac ar unda ikos vigacam magrad izarala da dedamiwaze "moseirne" transportma piriqit dzaalian magari fuli gaaketa :D

clown said...

რა მაგარია ახალი დომენი ^^ გილოცავ ^^

ხოდა გერმანია ჩემი ტკივილია :შ dabei ich liebe Deutschland <3

DreaMar said...

ისევ მიემგზავრები სოფი? რა კარგია, წარმატებებს გისურვებ :)
გილოცავ ახალ მისამართს :)

Zurriuss said...

ყველა გეკითხება, რა მიზეზით მიემგზავრებიო. შენი ამბავი რომ ვიცი, რომ გდომოდა, აუცილებლად იტყოდი...
ასე რომ, შენი ნებაა ;))

norteri.com–საც გილოცავ და ბედნიერად გეცხოვროთ ერთად :))

babisa said...

ui, ra cudia , rom gadaido da ra akrgia , rom midixar da rom notreli.com gaxdi..

araprognozirebadpoba ki mgoni , rom ar aris eg.. araprognozirebadi da spontanuri gamgzavreba sxvanairia .. ubralod ar giyvars winaswar l;aparaki da amas unda sheechvion mgoni. mec ar miyvars xolme ragaceebis winaswar tqma, sanam ar gamova, amis gamo aravin miwyreba :)

Sophie שרה Golden said...

მადლობა ყველას!!!

@ კიკიტო, ზუსტად ის დაწერე, რასაც ვგულისხმობდი და გამიხარდა.

@ კანარიო, მიხარია, თუ ჩემგან კარგ რაღაცებს სწავლობ :)

@ ქეთი, ნამდვილად. ამიტომ ბუნებაზე გაბრაზება არ შეიძლება :)

@ ტომუშკა, მეც ვიფიქრე მაგაზე... როგორც მოსალოდნელია, "ჭკვიანები" ბუნებრივ მოვლენებსაც საკუთარი ჯიბის გასასქელებლად იყენებენ.

@ კლოუნ, შენც წახვალ, როცა გაიზრდები :)

@ ზურიუს, აი, როგორც იქნა, გამიცანი :P

@ ბაბისა, ხო, ისე სპონტანურობა არ არის ეს, მართალი ხარ. არ მიყვარს წინასწარ ლაპარაკი და გარჩევა, გამოვა - გამოვა, თუ არა - ყველას მშვიდად ეძინება ;)