Monday, April 19, 2010

Oooh little china girl... I mean media girl

რაღაცნაირად ჩემს თავს მაგონებს ეს ფოტო

აშკარად, ღმერთს ისე უნდა წასვლამდე "კვირის პალიტრის" დაბადების დღეზე წავიდე, რომ ისლანდიური ვულკანი აამოქმედა :)
დილას მივიღე მოსაწვევი ამ გაზეთის იუბილეზე დასასწრებად, რომელიც ხვალ გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდურ მედიას არ ვეცნობი, მგონი, "კვირის პალიტრა" ერთადერთია, რომელსაც გადავხედავ ხოლმე. დედაჩემის და დეიდაჩემების საყვარელი გაზეთია უკვე 15 წლის მანძილზე. ბავშვობაში, სადღაც 8-10 წლის წინ, ძალიან მინდოდა ამ გაზეთში მუშაობა და ჟურნალისტიკაზე ჩაბარებაც, რაღაც მომენტში, მისი დამსახურებაა. შარშან კიდევ, მედიამენეჯმენტში, ამ ჰოლდინგზე დავწერე რეფერატი. როგორც ჩანს, დამიფასდა :)

"კვირის პალიტრა" ყოველთვის ინტერაქტიული გამოცემა იყო, სიმართლე რომ ვთქვათ და არც გამკვირვებია, როცა იუბილეზე ტრადიციულ მედიაჟურნალისტებთან ერთად, ბლოგერებიც დაგვპატიჟეს. ჯერ ზუსტად არ ვიცი, კიდევ რომელი ბლოგერები იქნებიან. შეხვედრებში ყველაზე მეტად ადამიანების გაცნობა მახარებს. რაც მეტ ადამიანთან ურთიერთობ, მით უკეთ ეცნობი საკუთარ თავს და სურვილიც გიჩნდება, უკეთესი გახდე და საქმეც კარგად შეასრულო. 23 აპრილს 2 წელი გახდება, რაც ჩემი ბლოგი არსებობს და მიხარია, რომ დადებით შედეგებს ვხედავ.

კულინარიული გადახვევა: კარტოფილი შევწვი და სურნელოვანი ტყემალიც მაქვს სახლში. ბედნიერი ვარ, მგონი :D

13 comments:

Anonymous said...

იყო დრო ”კვირის პალიტრის” არც ერთ ნომერს არ ვტოვებდი, თუმცა მერე ერთფეროვანი გახდა, აღარ წერდნენ იმ თემებზე და ისე, მე რომ მომწონდა და თავი დავანებე. წინასწარ გილოცავ იუბილეს! როგორც არაერთხელ მითქვამს, უფრო სწორად დამიწერია, ძალიან მიყვარს შენი ბლოგი! :)

Sophie שרה Golden said...

@ unaamarga, დიდი მადლობა, შენი კომენტარი ყოველთვის მახარებს. ვიცი, რომ სულ მკითხულობ და იმას წერ, რასაც მართლა ფიქრობ.

Anonymous said...

გილოცავ სოოფ ! შენი აურა და წარმატების სურვილები სხვა ადამიანებზეც გადმოდის და სწორედ შენი დამსახურებაა კარგად რომ დავწერე კოლოქვიუმი. ასე რომ ხალხო, თუკი გსურთ იყოთ ბედნიერები და წარმატებულები დაუმეგობრდით სოფის!!

"კვირის პალიტრა" ჩემი აზროთ ცოტა ტენდენციური გახდა, თუმცა ჩვენთან ყველაფერი ტენდენციურია:D არ მიყვარს ვიღაცის მხარეს რომ დგანან ჟურნალ-გაზეთები. :)

Natalia said...

იყო დრო როცა კვირის პალიტრას ყოველ კვირას ვკითხულობდი, ბავშვობაში, და მიყვარდა კიდეც. ბოლო წლებია საერთოდ აღარ წამიკითხავს.

როგორი სიმბოლურია, 23 აპრილს წიგნის დღეა და შენ ბლოგერობა დაგიწყია :)

Sophie שרה Golden said...

@ როდრიგო, ხო, ასეა, დღეს ყველა და ყველაფერი ტენდენციურია.

@ ნატალია, ja, ზუსტად ამ დღეს და პირველი პოსტიც წიგნების ფესტივალზე დავწერე :)

DreaMar said...

wow shen blogsac aprilshi aqvs dabadebis dge, mari akhsiashvilis blogsac aprilshi hqonda da chems blogsac. aprilshi dabadebuli blogebi :)
gilocav cinascar :*
kartofils rac sheexeba: dzalian miyvars da axlac siamovnebit shevchamdi :)

vasasi said...

მეც მიხარია შენ რომ გიხარია..

და საერთოდ, ბლოგერების წარმატებას რომ ვუყურებ, იმედი მეძლევა.. :)

clown said...

SUNNY SUNNY SUNNY <3

Lord Vader said...

მე მარტო ფლეიბოის ვკითხულობდი ხოლმე და ისიც დამიხურეს მტარვალებმა... :(

ket_eva_n said...

ისე მომინდა მანდ ვყოფილიყავი და ერთად გვეჭამა შენი კულინარიული შედევრი..

Zurriuss said...

გილოცავ, ყველაფერს ერთად გილოცავ!
ისე, დროა, დიზაინის შეცვლაზეც გეფიქრა ;)

2kija said...

ტყემალიიიიიიიიიიი

Sophie שרה Golden said...

@ ket_eva_n, შედევრი ბრჭყალებში =))

@ ზურიუს, დიზაინის შეცვლა არ მინდა.