კონფერენცია ინტერნეტ-ტელევიზიას ეხებოდა, საუბარი იყო ვიდეობლოგინგის განვითარებაზე.
ჯერ ერთი, რომ ძალიან კარგად იყო შეხვედრა ორგანიზებული, ყოჩაღ სვითის, რომელმაც, მართლაც რომ, sweet-ად გვიმასპინძლა.
ასევე ძალიან საინტერესო იყო ჯილიან ტენის პრეზენტაციები "ონლაინ ტელევიზიასა და მის სოციალურ ეფექტებსა" და "პოპულარული ონლაინ ვიდეოcontent-ების" შესახებ. როგორც მივხვდი (რთული არ იყო), ცნობილი სიაშუეს (Xiaxue) პროდიუსერი ის არის და მის პოპულარულ ვიდეოებსაც ჯილიანი ქმნის.
რაც შეეხება სიაშუეს, რომელიც ერთი ციცქნა აზიური გარეგნობის გოგოა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აქამდე ნანახი არ მქონდა მისი ვიდეოპოსტები და მივხვდი, რატომაც გახდა ასეთი ცნობილი - ძალიან უბრალო, თბილი და მომღიმარია.
არანაკლებ საინტერესო იყო კოლეგა ბლოგერებსა და ჟურნალისტებთან შეხვედრა, რომელთა ნახვაც სტუმრებს შორის შეგიძლიათ. კარგად ვისაუბრეთ lunch break-ზე, ვიცინეთ და რაც მთავარია, ბევრი საინტერესო რაღაც გავიგეთ.
გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მოვკიდო ვლოგინგს ხელი და იქნებ, ინგლისურად გავაკეთო კიდეც რაღაც Video პოსტები, ჩემი ბლოგი დავხვეწო და მიუხედავად ყველაფრისა, SUNNY-დ დავრჩე, რომელსაც იცნობთ და გიყვართ, მჯერა.
თუ რამე ვისწავლე, ნელ-ნელა ბლოგს ალბათ დაეტყობა და თქვენ განსჯით :)
ყველაზე მნიშვნელოვანი : ყველაფერს ორგანიზება, მოტივაცია და სურვილი უნდა, შენი აუდიტორიის წინაშე რომ გულწრფელი იყო.
მიხარია, რომ ასეთი საინტერესო დღე მქონდა. ახლა კიდევ უფრო ხალისიანი შაბათი მელის წინ.
ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!



11 comments:
ახალი სანიიი !!! აბა რეები ისწავლე ნეტა!
ძალიან გამიხარდება შენი წარმატებები! :)
აღარ მახსოვს, რომელ ბლოგზე, მაგრამ აშკარად ვნახე Xiaxue–ს ქორწილის ფოტოები :)
ვააა საინტერესოა მართლაც, რაც შეეხება აზიური წარმომავლობის გოგონას შესანიშნავიღიმილი აქვს და რაღაცნაირი გულწრფელი, რაც ჩემზე უდიდეს გავლენას ახდენს!
შენი ფოტოები მომეწონა კიდევ ძალიან, და წინა პოსტიც ოღონდ აქ მომინდა დაკომენტარება (ნეტავ სიზარმაცის ბრალია?!) იმის დაკომენტარება, რომ აზრის ”მოდურობა” არის სირცხვილი, აი ასე!
და კიდევ ისა, ნეტავ მაშინ გამეჩერებინე, რუსთაველზე და მეთქვა როგორ მზესავით იღიმი, აი გადამდებად რა :))
mec giyurebdiT pirdapir chartvashi da shenc daginaxe shesvenebis dros :)
ჩემი სანი.. :* როგორ ლაკონურად და გემრიელად მოყევი ყველაფერი :*
მაგარია ^^
Good luck! მთავარია, ის ნიშა არ დაკარგო, რომელიც ამჟამდ გიჭირავს ქართველს ბლოგებს შორის და რომელიც ჩევან ასე გვიყვარს! :)
martla dzaan magari iko
kmakopili var :)
vocnebob rodis chavcer pirvel video blogposts
ძალიან კარგი დღე იყო ნამდვილად ბევრი საინტერესო დეტალი გავიგე ვიდეო ბლოგინგზე ამ კონფერენციიდან. სიაშუე ძალიან უშუალო და საყვარელი გოგოა შემდეგ ფოტოსესია მოვაწყვეთ :)
გაიხარე სოფ და უფრო გამიხარდება, თუკი სიაშუე საქართველოს ან ამ შეხვედრას მაინც ახსენებს თავის ბლოგზე :))
Post a Comment