Friday, April 30, 2010

ყველაფერზე - Sunny in Berlin

გასული კვირის პოსტებს გადავხედე და მივხვდი, როგორი აკლიმატიზაცია მქონია, ამას ვულკანის ამოფრქვევა, PMS და ჩემი ფრენის დაგვიანებაც დაემატა, ამიტომ არ მიკვირს, საშინელ რაღაცებს რომ ვხატავდი და ჩემს ძველ ფეხსაცმელებს ვუღებდი სურათებს :)))

უკვე 1 კვირა და ერთი დღეა, რაც ბერლინში ვარ; თავ-ფეხიანად გადაშვებული გაკვეთილებში, პლუს კვირაში რამდენიმე საათს ვმუშაობ კიდეც, რაც ჩემს საბანკო ანგარიშს ახარებს.

მათთვის, ვინც არ იცის, რას და სად ვსწავლობ:

ლაუდერის (ცნობილი ესტე ლოდერის/ლაუდერის შვილის დაარსებულია) ფონდის ინსტიტუტში, ებრაულ ფილოსოფიას, ისტორიას, თორის კანონებს და ივრითს. ლექციები იწყება დილით 09:30-ზე და შუადღისას 12:30-ზე მთავრდება, შემდეგ ვსადილობთ და 5 საათამდე ვისვენებთ. საღამოს ლექციები 5-დან 20:30-მდე გრძელდება, თუმცა შუალედში დიდი შესვენება გვაქვს ვახშმისთვის. ვისაც ზუსტად უნდა წარმოდგენა, აგიხსნით, რომ ესაა რელიგიური ინსტიტუტი ახალგაზრდა ქალებისთვის (ღმერთო, ახალგაზრდა ქალი გამოვდივარ! :D ).

"ახალგაზრდა ქალის ავტოფოტო"

ერთმა გოგომ მთხოვა, საჭმელზეც "დაბლოგე" ხოლმეო :D ამერიკელია ეს გოგო; ჩვენი მზარეული კიდევ - რუსი, რომელიც ყოველდღე კარტოფილიან, კომბოსტოიან, ხორციან ღვეზელებს გვიცხობს და ყველა აღფრთოვანებულია, რადგან გოგოების უმეტესობა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ვართ. მხოლოდ რამდენიმე ამერიკელი და გერმანელი გვყავს, რომლებიც გამომიტყდნენ, რომ ასეთი საჭმელები დიდად არ მოსწონთ.
მაინც ყველაფერი გემრიელია, თან სადილის/ვახშმის ნორმა იმდენაც დიდია, რომ ამ მხრივ ნამდვილად სახლში ვგრძნობ თავს და დიდი მადლობელი ვარ ჩვენი სპონსორების, ვინც ამდენ რამეს უფასოდ გვიკეთებს [ერთი ისაა, რომ ჯერჯერობით ესტე ლაუდერის კოსმეტიკა არ უჩუქებიათ ;) მგონი, ი-მეილის მიწერა მომიწევს ჩვენი ბოსისთვის. ვისაც გახსოვთ, ამ მიდრაშაშიც მჭევრმეტყველური ი-მეილის წყალობით მოვხვდი, რომელიც აქაურობის უფროსს მივწერე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ღმერთმა მომცა წერის ნიჭი და მერე კიდევ - ნაომიმ იმ ადამიანის e-მისამართი].

შემოდგომისგან განსხვავებით, სასწაულად კარგი ამინდებია, 23-25 გრადუსი სითბოა, ხალხი უკვე ნახევრადშიშველი დადის.
ახლა შაბათისთვის უნდა მოვემზადო და მოვიფიქრო, რა ჩავიცვა... ვინც არ მიცნობს, შეიძლება ეგონოს, რომ სულ ჩაცმაზე ვფიქრობ, სინამდვილეში პირიქით. როცა ლამაზად ჩაცმა აუცილებელია, საგონებელში ვვარდები და დიდი დრო მჭირდება ასარჩევად.

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ და ასეთი საweekendო, ცხოვრებისეული რჩევა ჩემგან: როცა მიზანს დაისახავთ, აუცილებლად მიჰყევით ბოლომდე, თუნდაც იმედი იწურებოდეს. რამდენჯერმე გადაამოწმეთ თქვენი გეგმა, იბრძოლეთ და როცა უკვე მიხვდებით, რომ რაც შეგეძლოთ, გააკეთეთ - 100%-ით იყავით დარწმუნებული,ზუსტ შედეგს მიიღებთ ღმერთის დახმარებით.

10 comments:

clown said...

მადლობ სოფი, შენც ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებ ^_^


კარგი პოსტი იყო ^_^ <3

Anonymous said...

ახალგაზრდა ქალი ხარ აბა ვინ ხარ:DD ალბათ, ძალიან საინტერესო სასწავლია ეგ ყველაფერი.
უი ბიჭები არ გყათ ხო? მარა რათ გინდათ :DD
გრეათ ვიქენდ!!

vasasi said...

სოფ, რომ ვკითხულობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, გეგონება შენთან ერთად ვარ და ბერლინის მზიან ქუჩებსდი დავსეირნობ..


თბილა შენს ბლოგზე..

:*

Anonymous said...

მომენატრა სწავლა! :) ჩაცმას რაც შეეხება, მე კიდევ ულამაზესი კაბა მაქვს და არ ვიცი სად ჩავიცვა! :) ერთი ღონისძიებისთვის ვიყიდე, რომელიც არ შედგა და კიდია ახლა ასე ობლად ჩემს კარადაში!

Zurriuss said...

კარქი გოგო ხარ შენ :***
სუფთა სისხლის ქართველებისთვის ისიც უნდა გერჩია,რომ მიზნის მისაღწევად სიზარმაცე უნდა გამორიცხო :))
კი ვიცით, მაგრამ შეხსენება წამალიაო:))))

gabo said...

ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებ

Keti said...

პოზიტიური იყო ძალიან, გაღიმებული დავრჩი...

მეც ბედნიერ დღეებს გისურვებ, სოფი! :)

ნან said...

რა კაია რო თბილა, მე მგონია, რომ მაქ სულ უნდა ციოდეს და ადრე ღამდებოდეს :)

CinnamonGirl said...

იცი...
შევეცდები :)
გუშინდელთან შედარებით მგონი ყკეთესად გამომივა :)))

მიზნის დასახვას და 100% ვგულისხმობ, ცხადია ;)

Lalena said...

შემოდგომისგან განსხვავებით, სასწაულად კარგი ამინდებია, 23-25 გრადუსი სითბოა, ხალხი უკვე ნახევრადშიშველი დადის.


აბა ჩვენთან რა დაემართა მზეს? :( ააა ალბათ გამოგყვა ბერლინში :)))))