Monday, April 12, 2010

Viva la paz?

Viva la paz.

Viva la gente

que no hace llorar.

Viva el amor.

Viva el querer.

Viva la gente

que te hace crecer.

Viva la paz.

Viva la paz.

Viva la gente

que no hace enfadar.

Tamara Heredia


მშვიდობაზეა ეს ლექსი, ადამიანობაზე და როგორც ყველა (ნორმალური) სამხრეთამერიკელი ადამიანი დაწერდა, სიცოცხლეზე... დანარჩენი უკვე ყველამ თვითონ უნდა წარმოიდგინოს.

გახსოვთ, ადრე ვწერდი, პაციფისტი არ ვარ-მეთქი? არც ახლა მგონია, რომ ვარ, მაგრამ დრო რომ გადის და ვიზრდები, ვხვდები, რა უაზრობაა ომი. ბუნებრივია, იმათთვის არა, ვინც ამის შედეგად მილიონობით გრანტს მიიღებს, ან მათთვის, ვინც ომში იარაღების გაყიდვით ჯიბეს გაისქელებს, სამყაროს კიდევ "შეამსუბუქებს". ჩვენთვის არის უაზრობა, იმ ადამიანებისთვის, ვინც, უბრალოდ, დამხმარე პერსონალი ვართ "დიადი" იდეებისა და თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ, მაინც დინებას მივყვებით, ამ დროს გვგონია, ეს დინება სულ სხვა ზღვაში ჩადის, მაგრამ საბოლოოდ, ზღვა მხოლოდ ერთია.

ასეთ ამინდსა და აგრესიული ინდიფერენტულობის (?) პერიოდებში, მინდება აღარასოდეს დაველაპარაკო ადამიანებს, თვალები დავხუჭო და მხოლოდ წიგნები წავიკითხო. მერე წიგნების კითხვისასაც ისეთ ტენდენციებს ვაწყდები, ჩემი ნება რომ იყოს, მსოფლიო ბიბლიოთეკებს გადავწვავდი. ზუსტად ამ წამს ვხვდები, რომ არ არსებობს ლიბერალიზმი, არ არსებობს სხვების, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, გაგება, იმდენად დარწმუნებულები ვართ საკუთარ შეხედულებებში და გვინდა, სხვებიც ჩვენ მოგვყვებოდნენ კუდში.

10 comments:

clown said...

"იმდენად დარწმუნებულები ვართ საკუთარ შეხედულებებში და გვინდა, სხვებიც ჩვენ მოგვყვებოდნენ კუდში."

+1

:S

Maka Asatiani said...

ბათუ ქუთელიას რომ უსმინო ომი აუცილებელიც არის. ია პროტივ!

გაბო said...

ომი ერთადერთ შემთხვევაშია გამართლებული თუ შენს სამშობლოს იცავ . მე სხვა ომების არ მწამს. და ვღიზიანდები როდესაც ქართველი მეომრები ერაყში და ავღანეთში მიყავთ საომრად . დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ რომ დაგვჭირდეს თითს არავინ გაანძრევს შეშფოთდებიან ან უკეთეს შემთხვევაში აღშფოთდებიან . ნუ როგორც 2008 ში იყო ისევე.

Lord Vader said...

თომას მალთუსი ამბობდა - ომი რომ არა კაცობრიობა ისე გამრავლდებოდა რომ მშიერ-მწყურვალი ამოწყდებოდაო.

Keti said...

თუ თავს გესხმიან, ხელიც უნდა გაანძრიო, სხვა შემთხვევაში მე წინააღმდეგი ვარ.

წიგნების გადაწვაზე – უცებ გული მომეწურა! :) პირიქით, წიგნები მშვენივრად ასახავს იმას, როგორები ვართ და იმასაც გვაჩვენებს, როგორები არ უნდა ვიყოთ.

და მაინც, მაგას არაფერი უშველის, ადამიანი ყოველთვის სამყაროს ცენტრად წარმოიდგენს თავს. სამსახურში ყოველდღე ვკითხულობ ჩვენს წინაპრებზე და ვხვდები ხოლმე, რომ არაფერი იცვლება კალენდრის გარდა. იგივე ცოდვებს ჩავდივართ.

Zurriuss said...

ურთიერთობებში წავიკითხე, რომ ”ომი დიპლომატიის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა საშუალებებით”.
მთელი 1000 წლის განმავლობაში ევროპის სახელმწიფოები ერთმანეთში თავდაუზოგავად ომობდნენ. მეტიც, კაიფობდნენ ამ ომებით!
პირველ რიგში ეგეთი უაზრო ომები მეზარება.. მერე ჩვენი სამოქალაქო ომი მეზიზღება ჭირის დღესავით და მერე - ყველა დანარჩენი...

Sophie שרה Golden said...

@ ქეთი, მეც რომ გადავიკითხე პოსტი, გული მომეკუმშა წიგნებზე, მაგრამ გუშინ გაბრაზებული ვიყავი.

Anonymous said...

რასაკვირველია, ომი უაზრო ბოროტებაა, მაგრამ არა მაშინ, როცა თავს გესხმიან!

Anonymous said...

ფილმებში (ან წიგნებში) ომი მიმზიდველია, იმიტომ, რომ იქ გმირობები ლამაზადაა წამოწეული. ვინც ომში ნამყოფია სხვანაირად ფიქრობს. ტალახი, შიმშილი სიცივე და სიკვდილი ძალიან ახლოს. ეს არის ომი. ადამიანები კვდებიან შენს ირგვლივ. ბუნდოვანი მომავალი და სევდა რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე გაგყვება. ამ სევდას ერთი მელოდია გამოსახავს ზუსტად, მე ასე ვფიქრობ,
ესაა: ენნიო მარიკონეს: ”LA STORIA DI UN SOLDATO”
Blue grass and cotton
Burnt and forgotten
All hope seems gone
So soldier march on to die.
There in the distance
A flag I can see,
Scorched and in ribbons
But whose can it be;
How ends the story,
Whose is the glory,
Ask if we dare
Our comrades out there who sleep.

Anonymous said...

ერაყს და ავღანეთს რაც შეეხება, იმაზეც იფიქრე გაბო, რომეს პირველ რიგში პოლიტიკაა და კარგად გვიბრუნდება უკან, და ყველაზე მთავარია რომ გაწვრთნილი და კბილებამდე შეიარაღებული გამოცდილი ჯარი გვიბრუნდება უკან. არც ისე მარტივად ცუდადაა ყველაფერი დღეს ჩვენს ქვეყანაში.