
ამ ბოლო დროს ძილის გრაფიკი საერთოდ ამერია, შუადღისას დავიწყებ თუ არა წიგნის კითხვას, მაშინვე თვალები მეხუჭება და მერე ღამით ვეღარ ვიძინებ. დღესაც ზუსტად ასე დამეძინა 5-დან 8 საათამდე და მერე სარკეში რომ ჩავიხედე და ლოყები გაწითლებული მქონდა, ცუდ ხასიათზე დავდექი. Hackescher markt-სკენ გადავწყვიტე გასეირნება. დიდი ფართობის და საყვარელსათვალიანი გამყიდველებით "სავსე" Haagen dazs-ია და სევდას ნაყინის მეტი რა გამიქარვებდა. მერე გარეთ ჩამოვჯექი და ერთ ძალიან ლამაზ მეძავს ვუყურებდი, რომელიც გადასასვლელთან იდგა და ბოლთას სცემდა. მართლა ისე სცემდა ბოლთას, შემეცოდა და გული ამიჩუყდა.

მერე ნელ-ნელა სახლისკენ წავედი და გზაში ადამიანებს ვათვალიერებდი - უმეტესობა ტურისტები იყვნენ, რომლებსაც ხვალ სამსახურში არ ეჩქარებათ და ბარებიც ცარიელი იყო, ტრადიციული Saturday nights შემდეგ, ისე ცარიელად მომეჩვენა ბერლინი, მეგონა მარტო ვიყავი ქალაქში. თან სანამ ჩემს ქუჩაზე მივალ, ერთი ჩუმი და ფოთლოვანი ხეების ქვეშ მიწევს გავლა და ამიტომ მეგონა ალბათ ასე.
მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ არის, რა თქმა უნდა. ამ მისვლა-მოსვლასა და რამდენიმე კილომეტრში, რაც მე გავიარე სახლიდან Hackescher markt-მდე, ვფიქრობდი, ვინ ვარ, სად ვარ და როგორი ჭკვიანია სულხან-საბა ორბელიანი-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, ამ ბოლო დროს, რაც იუდაიზმის სიღრმეებს ვსწავლობ, ბევრი საერთო მხვდება ქართულ ლიტერატურასთან და განსაკუთრებით "სიბრძნე სიცრუისასთან". უკვე მიდრაშას მივუახლოვდი, როცა გონება გამინათდა და სევდამაც გადამიარა: ჩემი პრობლემა ის არის, რომ მინდა სულ კარგ ხასიათზე ვიყო, ყველაფერი სწრაფად მოხდეს, როგორც მე მინდა და ადამიანებიც ისეთები იყვნენ, როგორებიც მინდა. ჩემი თავიც ისეთი მინდა იყოს, როგორიც "მე", ხვდებით? ზოგჯერ ძალიან ვაწვალებ საკუთარ თავს და ბევრ ულტიმატუმს ვუყენებ. ჰოდა, ამ საღამოს, უკვე 11 რომ სრულდებოდა, გონებამ მითხრა: relax, Sophie and just be cool with yourself.
BE COOL!



10 comments:
რა გემრიელად გამოიყურება შენი ნაყინი ^_^
მეც მინდა ნომარმალური ადამიანები :შ ან უბრალოდ კარგები :შ
ჰმ, მეც მაქვს იმის პრობლემა, რომ მინდა ყველაფერი ისე და იმ ტეპმპში ხდებოდეს, როგორც მე მინდა, ადამიანებიც ისეთები იყვნენ, როგორც მე მინდა და თვითონაც როგორიც მინდა, ისეთი ვიყო. ნელ-ნელ ვსწავლობ ამ ყველაფრის გა-თეიქ-ით-იზი-ებას, როგორც ჩემი თანამშრომელი იტყოდა! :)
ემი პრობლემა ის არის, რომ მინდა სულ კარგ ხასიათზე ვიყო, ყველაფერი სწრაფად მოხდეს, როგორც მე მინდა და ადამიანებიც ისეთები იყვნენ, როგორებიც მინდა. ჩემი თავიც ისეთი მინდა იყოს, როგორიც "მე"
კი, სოფ... ვერ გიბედავდი მაგის თქმას :p
რა სიამოვნებით ვისეირნებდი ბერლინის ქუჩებში :)
კარგი რჩევა მოუცია გონებას :)))
პ.ს. ლამაზი მეძავი - ისე გყავს აღწერილი, რომ მისი მეძავეობა სულ დამავიწყდა :)
ჩემი პრობლემა ის არის, რომ მინდა სულ კარგ ხასიათზე ვიყო, ყველაფერი სწრაფად მოხდეს, როგორც მე მინდა და ადამიანებიც ისეთები იყვნენ, როგორებიც მინდა. ჩემი თავიც ისეთი მინდა იყოს, როგორიც "მე" - მგონი ეს ყველას პრობლემაა.... ძალიან მომეწონა შენი პოსტი
ვაჰ მესიამოვნა სოფი.. და ფინალი უფრო მეტად:) ჩემი პრობლემაც ეგაა და ხან ვხვდები, ხან _ მავიწყდება:)) :*
Bw Cool Golden! Be Cool! ;))
ვაიმე, მინდაა! :შ
ise mominda axla eg nayini :)
da 2 dgis win mec quchashi seirnobisas vfiqrobdi mezavebis nagvlianobaze (tan markesis "nagvliani mezavebis gaxsenebas" vkitxulob da albat amitomac),mxiaruli mezavi ishviatatqo da albat gulis sigrmeshi zalian sevdianebi ariantqo ..
Post a Comment