Tuesday, June 29, 2010

თითქმის 30 ივნისი

თითქმის 30 ივნისია.
ყოველი თვის ბოლოს გაოცებული ვარ, რომ კიდევ ერთი თვე დამთავრდა.

ბერლინში ძალიან ცხელა და ამ სიტყვებს რომ ვწერდი, უცებ კადრებმა ჩამიარა თვალწინ "ამელიდან" :) ამიტომ ეს პოსტიც "ამელის" მოტივზე იკითხება :) ერთი ულამაზესი კაფეა ჩემს სახლთან, სულ გატენილია და მიკვირს, ასე ცარიელს როგორ გადავუღე.


ამ ბოლო დროს ფანჯარასთან ვდგამ laptop-ს და ისე ვწერ, თან ხალხს ვათვალიერებ. ისე ლამაზად აცვიათ ჩემს ქუჩაზე: ფერადი და ფარფარა კაბები, თეთრი პერანგები, საღამოობით მამებს ბავშვები მოჰყავთ ხოლმე ბაღიდან, ველოსიპედზე "ურიკა" აქვთ მიბმული და იმაში უსხედან...

ფეისბუქზე მხოლოდ გრინის, ქეთ_ევა_ნის და აგრაფინა ვულფის სტატუსებს ვკითხულობ. მერე მთელი დღე ბედნიერი მაქვს და შემიძლია უსასრულოდ ვიცინო, იმიტომ, რომ ვიცი ეს ადამიანებიც ბევრს იცინიან და ცხოვრებას ისე უყურებენ, როგორც მე. I'm in love with you, people.

დღეს 17 თამუზის მარხვა იყო. ებრაულ ტრადიციაში სულ რამდენიმე მარხვა არსებობს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება (მაგალითად, დილის 3 საათიდან საღამოს 11-ის ნახევრამდე, როგორც დღეს იყო) და აკრძალულია, როგორც ჭამა, ისე წყლის დალევა. ზაფხულში განსაკუთრებით დამქანცველია ეს მარხვა და დღეს ყველანი მოჩვენებებივით დავლასლასებდით მიდრაშაში. მერე რებეცინ რობერგი მოვიდა და ისეთი ენერგიული იყო, ყველას შეგვრცხვა ჩვენი სისუსტის.

11-ის ნახევარზე საზამთროს დაჭრას რომ შევუდექით, ყველამ ერთხმად ვაღიარეთ, რა ბედნიერებაა ჭამა და რა აუცილებელია მსგავსი მარხვა რამდენიმე თვეში ერთხელ, რომ დავაფასოთ, რაც გვაქვს და გვახსოვდეს ის, რაც ერთ დროს არ გვქონდა.

18 comments:

green said...

დავაფასოთ, რაც გვაქვს და გვახსოვდეს ის, რაც ერთ დროს არ გვქონდა...rogori mnishvnelovania martla es ori rame :) rogor momcons eset saertod detalebs rom vpoulob xolme shentan :*

ket_eva_n said...

მე ძალიან შეყვარებული ვარ სოოფი შენზე :*
მეც ყოველთვის ვივსები შენი ენერგიით და შენ თუ მოგწონს ხოლმე ჩემი რამე..ვიბადრები დებილივით ;))

gabo said...

რამდენიმე დღეა შენს ბლოგზე აღარ შემომისეირნია და ეხლა მივხვდი როგორ მაკლდა შენი მზიანი და იმედიანი პოსტები აი ისე დადებითად დამმუხტე ეხლა შენ ამ პატარა ჩანახატით...

unaamarga said...

ისე გაიარა ამ თვემ, საერთოდ ვერ ვიგრძენი! აგრაფინა ვულფის სტატუსები მეც კარგ ხასიათზე მაყენებს ხოლმე ყოველთვის! :)

Unknown said...

მომნატრებია შენი პოსტები... რატომ არ შემოვდიოდი აქამდე, მიკვირს... :? აჰ, გამოცდები მქონდა, ჰო... :)

Anonymous said...

ივნისი დამთავრდა და ჩემი თვეც იწყება ;)
სააზამთრო რა კეთილი ხილია ;)

vasasi said...

რომ ვკითხულობ შენს პოსტებს, სულ დადებითი ენერგიით ვივსები, ისევე, როგორც ნატალიას პოსტებსი კითხვისას.. :)

babisa said...

uf rakargad chamovjdebodi axla mag kafeshi
da carrie bradshaw gamaxsenda fanjarasa da laptopze
da mamebi velikebze bavshvebit rakargi sanaxapba iqneba :)

remonti2013.ge said...

მზეო, ჩაგეხუტე :)

კოპალა said...

minda mag kafeshi vijde da yavas vsavmde, shenc fanjarashic xom gamaxedeb? :))))))

Sophie שרה Golden said...

@ გრინ, ქეთევან, you are my loves, loves :)

@ ლაშა გაბუნია, :))

@ გაბო, ყოველთვის ღიაა ჩემი ბლოგის კარი შენთვის, you know.

@ უნაამარგა, ხო, ზოგჯერ ძალიან სწრაფად იცის დრომ გარბენა. აგრაფინა ხომ rocks and rolls.

@ კანარიო, მეც მომენატრა შენი შემოსვლა ჩემთან :) იმედია, კარგად ჩააბარე გამოცდები.

@ როდრიგო, ივლისია შენი თვე? საზამთროც კეთილია და ნესვიც :)

@ ვასასი, მადლობა. ნატალია ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია.

@ ბაბისა, ისეთი კაფეა, მართლა საშენო - you can be [sweetly] sad on your own :)

@ 13th cinnamon, მეც ჩაგეხუტე, love.

@ კოპალა, სიამოვნებით გაგახედებ ჩემი ფანჯრიდან, dear.

Unknown said...

აჰა, შვიდივე! :) მიკვირს, ხანდახან ისეთი გაძლება მაქვს! :))

Anonymous said...

აჰაა, ჩემია, სხვებისაცაა კიდევა, მარა ერთი ციფრი ჩემიცაა, მაგრამ არ მიყვარს აღნიჩვნა და ვსეირნობ მაგ დღეს ძირითადად. ყოველი დღე ერთნაირად მიყვარს.

Anonymous said...

საზამთროოოო

Zurriuss said...

როგორც იქნა, მიდრაშაშიც შემოვიხედე :))

Zurriuss said...

უფრო სწორედ, მიდრაშასთანაც შემოვიხედე :))

Anonymous said...

რა მსუბუქი ხარ :) მესიამოვნა შენი ნაწერის გადაკითხვა

შურ

Taa said...

movskupdebodi mag kafeshi tetr txel sarafanshi , shentan da ramdenime sxva blogertan ertad da vichukchukebdit da vicinebdit bevrs :)