Wednesday, June 16, 2010

მე-5 საფეხური: შიში


დილას ძალიან საინტერესო ლექცია გვქონდა. დაწვრილებით დაწერა არ გამომივა, მაგრამ ვეცდები რამდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბო და ჩემი ემოციებიც არ დავივიწყო, როგორც ჩემმა საყვარელმა ქეთევანმა მთხოვა.

ლექციის სახელწოდებაა "სიბრძნის 48 საფეხური" (ჯერჯერობით მეხუთე საფეხურზე ვარ და ღმერთმა იცის, 48-ეს როდის მივაღწევ). დღევანდელი ლექცია ეხებოდა შიშს, ერთერთ უძლიერეს მოტივატორს ცხოვრებაში (ანუ არც ისე ცუდი გამოდის), რომლის "დახმარებითაც" განვაგრძობთ მიზნების დასახვას, მუშაობას და ასე შემდეგ. ადრე ვთქვი, ქართულ ლიტერატურას მაგონებს ბევრი ჩემი ლექცია-მეთქი, დღესაც რუსთაველთან გამიჩნდა ასოციაცია და მივხვდი, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, შიში შეიქმს სიყვარულსაო.

ადამიანების უმეტესობას ეშინია, რომ
  • რაღაცას (დროს, ფულს, შანსს) დაკარგავს
  • მიზანს ვერ მიაღწევს
  • დროზე ადრე მოკვდება

[შეიძლება ბევრად უფრო ლამაზად შეიძლებოდა ამ "სამი შიშის" ჩამოყალიბება, მაგრამ დღეს სხვანაირად ვერ ვახერხებ]

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ლექციებში ისაა, რომ არასოდეს ვსჯით სხვების საქციელს. ვწერთ ჩვენი საკუთარი გამოცდილების შესახებ და შეკითხვებზე საკუთარ პასუხებს ვცემთ. თითოეული ადამიანი იმდენად განსხვავებულია, რომ რთულია განსაზღვრული სტანდარტი დაუსახო.

უნდა ვაღიარო, რომ მე დროის დაკარგვის მეშინია. შესაბამისად მთელი ცხოვრება ვკარგავ :| იყო დრო, ძალიან მეშინოდა, რომ დასახულ მიზანს ვერ მივაღწევდი, მერე აღმოვაჩინე - ის მიზანი სულ არ იყო "ჩემი" მიზანი და როგორც კი შევცვალე, შიშიც მაშინვე გაქრა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ შეიცვალა ჩემი მიზანი, ამის შემჩნევა ძალიან ადვილია, თუ ჩემს 2008 წლის პოსტებს დღევანდელს შეადარებთ.
დროის და შანსის/შესაძლებლობის დაკარგვის კი დღემდე მეშინია და ამაზე დიდი მუშაობა მიწევს. დროის განაწილება კარგად გამომდის, მაგრამ უცნაური ღელვა მეწყება, როცა რაღაც ზუსტად ისე არ მიდის, როგორც "უნდა" ყოფილიყო და ვუბრუნდები ისევ იმ პრობლემას, რომ გეგმა B-ს მიღება მიჭირს, არადა გეგმა A ყოველთვის არ მუშაობს.

სხვათა შორის, დღეს მომიწია მსგავსი პრობლემის გადაწყვეტა და საკმაოდ კარგად გამომივიდა, thank G-d. ამან იმედი მომცა, რომ არსებული შიშის გადალახვაც შესაძლებელია, თუ საკუთარ თავზე იმუშავებ (რაღაც ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჭეშმარიტებაა) და რაც მთავარია, თუ მართლა გექნება სურვილი, რომ შენში და შენს გარეთ ის შეცვალო, რაც არ მოგწონს და ძალიან გაწუხებს.

20 comments:

babisa said...

ერტადერთი რისიც უდნა გეშინოდეს, შიშია-ო
არ მიყვარს ეს გრძნობა, არადა ხშირად მიწევს შეჯახება და სულ ვცდილობ გავაქარწყლო და არა დავთრგუნო. დათრგუნვით არაფერი იცვლება და სადღაც მაინც იმალება ფსიქიკაში
მთავარია, რომ გადალახვადი და დაძლევადია :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

au sul ragac axlo warsulshi mivxvdi rom araferi araa iseti reisic girs rom geshinodes, sikvdilic ki
da miuxedavad imisa rom maqvs xolme momentebi rodesac vitrgunebi da es shishis magvari ragac tavs maxsenebs mainc maleve mivlis!!
zalian magaria shishis dazleva da gadabijeba

Sophie שרה Golden said...

@ ბაბისა, ძალიან კარგი ნათქვამია. შიშის თუ გეშინია, მაშინ იმასაც ვერ მიხვდები, ზუსტად რა გაშინებს და შესაბამისად, შებრძოლება ძნელდება.

@ ჩორვენ, ნამდვილად. ადამიანს არაფერი იმაზე საშიში არ ხვდება ცხოვრებაში, რისი გადალახვაც არ შეუძლია.

bluekittie said...

მომავლის შიში არ მიყვარს ყველაზე მეტად, რაც რეალურად ხშირად მაწუხებს. სიკვდილის ადრე მეშინოდა ძალიან, მერე შევეჩვიე გარდაუვალობას და ვცდილობ, არ მომავლის შიშმა შემაწუხოს :) ხან გამომდის, ხან არა

ჯუნა said...

მეც ყველაზე მეტად დროს დაკარგვის მეშინია.... ანუ მეშინია არ დადგეს ოდესმე წუთი, როცა განვლილ ცხოვრებას გადავხედავ და მივხვდები რომ ფუჭად მიცხოვრია

gijmaj said...

საინტერესოა. შიშის შესახებ გახსოვს დათა თუთაშხიასა და ნანო თავყელიშვილის დიალოგი?

unaamarga said...

მე ყველაზე მეტად ახლობელი ადამიანების დაკარგვის მეშინია! "დაკარგვაში" მაინცდამაინც გარდაცვალებას არ ვგულისხმობ!

clown said...

მიზნის მიღწევაზე და ზოგადად მომავალზე მაქვს საშინელი შიშები :შ

Keti said...

აი, ბაბისას დაუწერია, რაც მინდოდა – შიშის შიშია დასაძლევი. თუმცა გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ, შიში მოტივატორია წინსვლისთვის, გადარჩენის ძიებისთვის. შიშის დროს მაშინვე ერთვება გადარჩენის ინსტინქტი, მაგრამ გზები შეიძლება იყოს მისაღები ან მიუღებელი, წარმატებული ან პირიქით..
კარგი პოსტი იყო, სოფი. გაცილებით ბევრ საფიქრს აჩენს, ვიდრე კომენტარის ველს შეუძლია დაიტიოს..
რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი შიშები დ ვცდილობ მათ გადალახვას :)

CinnamonGirl said...

ყველას რაღაცის გვეშინია და ვისაც არ ეშინია, ის, როგორც წესი, არაადეკვატურია, რბილად რომ ვთქვათ ;)

მთავარია, როგორც შენ უკვე ეს თქვი, სოფი, შიში უარყოფით ფაქტორად არ აღვიქვათ ყოველთვის...

ისევე, როგორც ტკივილი :)

Sophie שרה Golden said...

@ გიჟმაჟ, მახსოვს, ჩემი ერთერთი საყვარელი ადგილია წიგნში. საერთოდაც, დათა თუთაშხია, მგონი, ჩემი ცხოვრების გმირია.

@ უნაამარგა, მეც მეშინია ადამიანების დაკარგვის. ზოგჯერ ფიზიკურად დაკარგვაზე ძნელი სულიერად დაკარგვაა :(

bluekittie said...

დაკარგვის შიში მე უფრო მეტად იმ მხრივ მაქვს, რომ მეშინია, ვიღაცას იმაზე ნაკლებად ვადარდებ, ვიდრე მე მადარდებს და ერთხელაც მოვბეზრდები და გაიხურავსთქო კარს :|

Anonymous said...

მეც ყველაზე მეტად დროის დაკარგვის და მომავლის შიში მაქვს, მაგრამ ამაზე ყურადღებას აღარ ვამახვილებ.
ისე ყველაზე მეტად ობობის მეშინია.

Qilipa said...

ყველაზე ნაკლებად დროზე ადრე სიკვდილის მეშინია... მარა დროის დაკრგვას მართლა განვიცდი ხოლმე :შ

Anonymous said...

სოფი, რა საინტერესო ლექციები გქონია :)
მეც მაქვს დროის დაკარგვის ფობია :))) და ამიტომაც ისე ვცხოვრობ, თითქოს სულ რაღაცის მოსწრებაზე ვარ და ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მართლა ბევრ რამეს ვასწრებ :)
ბოლო დროს გამიჩნდა სიბერის შიში, ეს ალბათ შენს მესამე კატეგორიის შიშთან კლასიფიცირდება, არ ვიცი :)

ket_eva_n said...

სოფი, მცირე შოკი მაქვს გეფიცები.. ვკითხულობდი და ვხვდებოდი,რომ ჩემს ყველაზე მწვავე კითხვებს უპასუხე.. აქამდე ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა ამ ბოლო დროს:) არადა, ახლა მივხვდი,რომ ზუსტად–მეშინია რომ მიზანს ვერ მივაღწევ..და საერთოდ სიახლეების მეშინია..

Sophie שרה Golden said...

@ overjazzed, კი, ძალიან საინტერესო ლექციები გვაქვს. სიბერის შიში - ძალიან სწორად შენიშნე, ბოლო პუნქტში შედის ნამდვილად.

@ ქეთევან, ვგრძნობდი, რომ ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან გაწუხებდა. მგონია, რომ მზად ხარ ცვლილებებისთვის და ნუ შეგეშინდება, ადამიანს შეუძლია ყველაფერს გაუმკლავდეს.

Mai said...

მეც მინდა ამ ლექციაზე! =) ძალიან საინტერესო პოსტია.
ჩემი აზრით, ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისათვის, რომ მისი თუნდაც მცირე ნაწილი შიშში გაატარო.

lile-o said...

pirvelad shemogecherit. jer mxolod tvali gadavavle. zalian momevona. ar vici risi meshinia axla, tumca ratomgac saziebelshi es styva gamoviyene. mainteresebs tkveni azri da amitomac gagiziarebt: adamianis danaxvac ki cudad mxdis, xmis gagoneba da saertod misi arseboba. mgonia, davavaddi. ra unda vkna? ikneb ak vipovo gamosavali. "gacla sjobs", magram amis aranaori sashualeba ar arsebobs,jer,yovel shemtxvevashi

Sophie שרה Golden said...

ლილე–ო, ზოგჯერ გაცლა მართლაც ჯობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ჯობია შიში დაძლიო. ძნელია ძალიან, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
ადამიანები კი, ხანდახან, ისეთები არიან, მეც აღარ შემიძლია ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მიყვარან.
მიხარია, რომ იპოვე ეს ბლოგი და შენი შიში/შეგრძნებები გაგვიზიარე ყველას.