არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, როცა ვენეციაზე ვნახე ფილმი და იმის შემდეგ დავიწყე ოცნება. ოცნებები კიდევ, როგორც წესი, ისეთი მიუწვდომელი ჩანს ხოლმე, რომ მათ ახდენაზე იშვიათად ვფიქრობთ. ბავშვობაში ასეთი ოცნება ჰოლივუდის მსახიობობა მქონდა :D ეს უფრო შტერული ოცნებაა, მაგრამ ვენეციაში წასვლის შემდეგ, უკვე აღარაფერი გამაკვირვებს. არ ვიცი, ვენეცია რატომ იყო ასეთი აუხდენელი ოცნება; ალბათ იმიტომ, რომ მინდოდა მქონოდა “საკუთარი” ადგილი, სადაც სიზმრებში წავიდოდი და დავიკარგებოდი. ვენეცია კი – ზუსტად ის ადგილია, სადაც რეალობაშიც ყველას გაგიხარდებოდათ დაკარგვა, trust me.
ბერლინი – ბერგამო
რაიანეარი – ერთერთი ყველაზე იაფი ავიაკომპანიაა, რომლითაც უმეტესად სტუდენტები და როკ მომღერლები დაფრინავენ (სასწაულსვირინგიანი ტიპები ისხდნენ ჩემს გვერდით, თან ყველა სავარაუდო ადგილი გახვრეტილი ჰქონდათ). ბერლინიდან ბერგამოს აეროპორტში ჩავფრინდი, იქიდან ავტობუსით წავედი მილანში. შესაბამისად ჩემი პირველი დიალოგი იტალიელ მძღოლთან შედგა: ულვაშიანი და გულიანად მომღიმარი კაცი იყო, რომელმაც მგზავრებს გულახდილად გვითხრა, ჯერ ტუალეტში წავალ და ბილეთებს მერე მოგყიდითო. ასეც მოიქცა და მერე მთელი გზა მობილურზე ლაპარაკობდა. გასაგებია, საქართველოს მოქალაქისთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ ბერლინის წესრიგს რომ ვარ მიჩვეული, გული მისკდებოდა, რამეს არ დაჯახებოდა. მერე პატარა მანქანა გადაუდგა წინ და ჩვენი ულვაშა მძღოლი მაშინვე გადაუხტა და ლამაზი იტალიურით გამოლანძღა.
ერთ საათში მილანში ვიყავით.
Mama mia! არ ვიცი, ამ ქალაქში ხალხი როგორ სუნთქავს: მეტროშიც კი ხალხს ისეთი სუნამოები ასხია და ისეთი ფეხსაცმელები აცვია, გავოცდი. ჩემი საზოგადოებრივი ტრანსპორტისადმი გრძნობები კი იცით, ამიტომაც მეტროთი გადავწყვიტე ქალაქის ცენტრში წასვლა, სადაც მსოფლიოს მოდა “დადის”. მინდა გითხრათ, რომ თვითონ მეტრო და ვაგონები თბილისისას ვერ ჯობია, აქაც ბევრი ხალხი დადის და ერთმანეთთან “ჩახუტება” ჩვენზე არანაკლებ უყვართ.
რა დავწერო მილანის ამ რაიონზე, არც ვიცი. უბრალოდ, მიდიხარ, ადამიანებს უყურებ და რასაც ხედავ, მხოლოდ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, სუნამოები და სალონიდან ახალგამოსული, ორთქლადენილი თმებია. ყველაზე მოხუცსაც კი “პრადას” ჩანთა უჭირავს და მის ძაღლს “ლუი ვიტონის” საყელური უკეთია. იმდენად გულისამრევი იყო ჩემნაირი სოციალისტისთვის იქ გავლა, ერთი სული მქონდა, მატარებელში როდის ჩავჯდებოდი და ვენეციაში წავიდოდი.
ვისაც მოდის აკვანი პარიზი ან ნიუ იორკი ჰგონია – ძალიან მაგრად ცდება. მილანი – ეს არის მსოფლიოს ყველაზე მატერიალისტი და ბრენდ-ფრიკების შესაფერისი ადგილი, სადაც მაკდონალდსსაც კი ოქროსფერი fancy ლოგო აქვს.
და კიდევ ერთი "მნიშვნელოვანი" რაღაც: მე მეგონა, იტალიელი მამაკაცების “ვნებიანობა” გადაჭარბებული და პრანჭია ქალების მოგონილი იყო. არაფერიც: აბსოლუტურად ყველა straight (ამით ვარჩევდი) კაცი, ქალთან ერთადაც რომ მიდიოდეს, აუცილებლად შეავლებს თვალს სხვა ქალს. არ ვიცი, იტალიელი ქალები როგორ იტანენ ასეთ კაცებს.
მილანიდან ნელი მატარებლით წავედი ვენეციაში. ძალიან საინტერესო მგზავრობა იყო და რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს, შესაძლებლობა მქონდა ბევრ ადამიანს დავკვირვებოდი: სერბ ფეხბურთელ ბიჭებს, რომლებიც ამერიკელ სტუდენტს არწმუნებდნენ, ამერიკა ყველაზე კარგი ქვეყანაა ამქვეყნადო; ესპანელ წყვილს, რომლებიც მთელი გზა ერთმანეთის კალთაში ისხდნენ; უსიმპათიურეს კათოლიკე მღვდელს, რომელიც, ჩემსავით, სულ მგზავრებს ათვალიერებდა... =))
ვენეცია.
რა წარმოგიდგებათ თვალწინ ამ სიტყვის გაგონებისას?
ზუსტად.
ვენეცია არის ოცნება.
ვენეცია არის ის ადგილი, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს. როგორც კი ფეხი დავდგი, პირველი, რაც გავიფიქრე, იყო: “ნეტა, ღმერთი რას ფიქრობდა, ვენეციას როცა ქმნიდა-მეთქი?..”
ძალიან ცოტა სურათი გადავიღე. ჩემი აზრით, იქ სურათები მხოლოდ პროფესიონალებმა უნდა გადაიღონ, მე კიდევ – უბრალოდ დავდიოდი და ვტკბებოდი, განვიცდიდი ვენეციას თავისი “წყლიანი ქუჩებით”, სევდიანთვალებიანი გონდოლიერებით, ბრჭყვიალა ნიღბების მაღაზიებით და თავი გასულ საუკუნეში წარმომედგინა.
მე და ჩემი მეგობრები პირველად გეტოში წავედით იმ რაბინის სანახავად, რომელმაც მოაწყო ჩვენი ეს მოგზაურობა.
გეტო ადრე იყო, ბუნებრივია, ახლა ერთი ძველი და ისტორიული ადგილია ებრაული რესტორნით, მაღაზიებით, კაფეებით, იეშივით, სინაგოგებით და უამრავზე უამრავი ტურისტით. როცა დადიხარ, ვიწრო შუკებში შეხვალ და გზა გეკარგება, ყველაფერი ძალიან საინტერესოდ გეჩვენება, მაგრამ როცა წარმოიდგენ, იყო დრო, ხალხი გეტოში ცხოვრობდა და იქიდან გასვლის უფლებაც არ ჰქონდა, რომანტიკაც იკარგება და სურათი ძალიან ბნელდება...
შაბათის ვახშამი რესტორან “Gam Gam”-ში გვქონდა, მდინარის ნაპირზე. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, დიდხანს ვერ ვხვდებოდი, მესიზმრებოდა თუ მართლა ვენეციაში ვიყავი და ასე, უბრალოდ, ღვინოს ვსვამდით.
ჯერ ისევ ემოციებით ვარ სავსე და ბოლომდე ვერ ვიგონებ იმ ყველაფერს, რისი დაწერაც მინდოდა. გამახსენდება ნელ-ნელა ადამიანები, ადგილები, სხვადასხვა ამბები იტალიაზე და აუცილებლად დავწერ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მოგზაურობამ დამანახა, რომ ადამიანი არასოდეს უნდა იყო დამოკიდებული სხვებზე. ბოლომდე მინდობა მხოლოდ ღმერთსა და საკუთარ თავზე შეიძლება. შენით უნდა გაიკვლიო გზა და გონიერებასთან ერთად, აუცილებლად მოხერხებულიც იყო.
იტალიამ საქართველო გამახსენა რატომღაც: ხალხი აქაც ძალიან კეთილგანწყობილია უცხოელი ტურისტების მიმართ, ცხარე საჭმელები უყვართ, ქუჩაში გიჟებივით მოძრაობენ, მძღოლები იგინებიან და მობილურზე ლაპარაკობენ, გოგოებს დილიდანვე მაკიაჟი "უკეთიათ" და ნაგვის ყუთებზეც დიდად არ ფეთდებიან. ამიტომ მჯერა, რომ იბერია გაბრწყინდება :) ბოლოს და ბოლოს, ჩვენი პრეზიდენტი ბერლუსკონის ბევრად ჯობია.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



25 comments:
:ჟრუანტელი:
ძალიან მაგარია და ლამაზი და კარგი პოსტი! :*
ახლა უფრო ვრცლად ვერაფერს ჩაგეკითხები... ისე მომწონს!
მინდა ვენეციაში დაკარგვა! :)
მეც დავიკარგებოდი ვენეციაში...
მაგრამ "მასზე" არასდროს მიოცნებია :შ
კარგი პოსტია ^_^
<3
dzalian mixaria Sophie rom aixdine sheni ocneba da sheni istoriit da suratebit cota xnit mec viyavi chems sayvarel qalaqshi :)...didi madloba...ise imedia rom mec odesme avixden chems ocnebasac :)
როგორი ზუსტად გადმოცემული ემოციები იყო, სოფი! და პლიუს ფოტოები, დამეხმარა რომ კარგად შემეგრძნო შენი განწყობა <3
მიუხედავად იმისა, რომ ვენეცია არასდროს ყოფილა ჩემი [თუნდაც ერთ-ერთი] საოცნებო ქალაქი, მაინც სასიამოვნო განწყობა დამეუფლა და სურვილი გამიჩნდა, მენახა ეს ქალაქი :)
რა კარგია...... ვენეცია ჩემი ოცნებაა. ბედნიერი ადამიანი ხარ შენ :)
ვაი ეს რა იყო ;)):****
პატარა შიში მაქვს, რომ ძალიან დავიბნევი პირველად უცხოეთში რომ ჩავალ, ჯერ არსად ვყოფილვარ. თან მარტო რომ ვიქნები და არც ჩემი მოხერხებულობის მჯერა :( თუმცა დიდი სურვილი მაქვს...
ნუ მსოფლიოს ყველა ქვეყნის ნახვა მინდა ;)
რაღაც ვაჟასეული კოსმოპოლიტური გრძნობა დამრჩა;)
არა აღარ მეშინია, რაც იქნება იქნება და როგორც იქნება...
@ ქეთი, მიხარია :)
@ ნათია, აუცილებლად აიხდენ, მერწმუნე.
@ ჯუნა, ვარ, მადლობა ღმერთს.
@ როდრიგო, უი, ბოდიში, თუ შეგაშინე, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, როგორ მოიქცე მოგზაურობისას და ყოველთვის ფრთხილი + მოხერხებული იყო. დარწმუნებული ვარ, მშვენივრად მოახერხებ უცხოეთში ყველაფრის გარკვევას, მთავარია მოინდომო.
რა ბედნიერებაა როცა ოცნებას იხდენ :) კიდევ ბევრ ასეთ ბედნიერებას გისურვებ :)
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მოგზაურობამ დამანახა, რომ ადამიანი არასოდეს უნდა იყო დამოკიდებული სხვებზე." ეს რატომ? რამე მოხდა?
სოფი, გონდოლაზე არაფერი გითქვმს, ისეირნე? :)
ოოო, სული ამიწანწალდაააა. ჩემი ზურგჩანთა მომენატრა და ყველაფერი რაც მოგზაურობას უკავშირდება :)
კარგი იყო. ეს ერთი და სხვა მრავალი
;))
წელს კაბადოკიაში ვგეგმავ 10 დღიან ტურს, ოღონდ არ ვიცი ჯერ :D
თვალს ყველა მამაკაცი აყოლებს.
ცოლ-ქმარი ზღვაზე არიან. ქმარი აქეთ-იქეთ აცეცებს თვალებს და ქალებს აფასებს.
ცოლი ბრაზობს:
- ნუ გავიწყდება, საყვარელო, რომ დაქორწინებული ხარ!
- მერე და რა? შენ რომ დიეტაზე ხა, განა მე გიკრძალავ მენიუში ჩახედვას?
@ DreaMar, ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალო დაკვირვების შედეგად მივხვდი :)
@ ქეთი, გონდოლაზე არც მიფიქრია: 1) ისეთი ნაღვლიანი თვალები ჰქონდათ გონდოლიერებს, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩაჯდე და მათ ნიჩბები ასმევინო.
2) იმდენად რომანტიკული და ინტიმურია გონდოლა, რომ მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ერთად თუ გავისეირნებდი :)
@ როდრიგო, წარმატებები!
@ ლორდ ვადერ, let me believe, რომ ყველა მამაკაცი არ აყოლებს ;))
ორი შოტლანდიელი ჩავიდა პარიზში და ქუჩაში მისეირნებენ კილტში. გოგო გაივლის ვიწრო ჯინსებში და ერთი თვალს გააყოლებს, მეორე საყვედურობს:
- რამდენჯერ უნდა გითხრა, ყველა შარვალს თვალს ნუ აყოლებ ხოლმე!
ან კიდევ:
ინგლისელიც და ფრანგიც ქალს გზას უთმობენ.
ინგლისელი იმიტომ,რომ ჯენტლმენია.
ფრანგი იმიტომ, რომ უკნიდანაც შეაფასოს.
ისე ჩავერთე კითხვაი, მეც ვიმოგზაურე შენი პოსტის კითხვის პარალელურად :)
არ მქონია ვენეციაში მოგზაურობის დიდი სურვილი ამ პოსტის წაკითხვამდე. ეხლა მომინდა. მომწონს წინასწარ რომ მიყვებიან რაღაც ადგილზე, მერე ჩადიხარ და მონათხრობის შთაბეჭდილებებს შენსას ამატებ. კარგი იყო, აი შენ რომ ვენეციაში გინდოდა, ისე მინდა მე ლისაბონში. იმედია ვენეციაშიც მოვხვდები და ლისაბონშიც :))
miyvars sheni naambobis cakitxva :)
bednierebaa mogzauroba, mit umetes veneciashi :)
@ ლორდ ვადორ, ამიტომაც მიყვარს ინგლისელები ;)
@ მაკა, მიხარია :*
@ ნან, აუ წუხელ ვფიქრობდი ზუსტად პორტუგალიაზე, რა უცნაურია :)
@ overjazzed, დიდი მადლობა, you made my day. ნამდვილად ბედნიერებაა.
არ ვიცოდი ბერლინში თუ ცხოვრობდი, მიყვარს ეგ ქალაქი :))
ვენეცია ჩემი ოცნებაცაა, თუმცა რაც პირველი ოცნება – პარიზი, პარ(ტნიორ)ის გარეშე ავისრულე, გადავწყვიტე რომ მეორედ ამ შეცდომას აღარ დავუშვებდი და მსოფლიოს ულამაზეს ადგილებში მარტო აღარ წავიდოდი :D
მიყვარს იტალია უფრო სწორად რომი, იმიტომ რომ მეტი არსად ვყოფილვარ.
სიცხო რომ არა, სიამოვნებითაც ვიცხორებდი.
რაც შეეხება ტანსაცმელს აზრზე არ ვარ როგორ ეცვათ რომში, იმიტომ რომ საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება, უამრავი რამ იყო რაც უფრო მნიშვნელოვნად ჩავთვალე იმ მომენტისათვის :)
პ.ს. სხვისი იმედი დიდი ხანია არ მქონია, ადრეულ ასაკში მივხვდი რომ საკუთარი თავის გარდა არავის იმედზე უნდა იყო. ჯერ ჯერობით მხოლოდ ვიგებ!
LV omg
ოდესმე აუცილებლად მექნება Louis Vuitton-ის ჩანთა და Christian Louboutin-ს ფეხსაცმელები და Hermes-ის პლაში...
იმედია მთლად 60ის არ ვიქნები იმ დროისათვის...
ვიცი, რომ ბრენდის მსხვერპლი ვარ, მაგრამ I can't help myself, მიყვარს luxury...
@ ტომა, მე ადამიანები მაინტერესებს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყო და ალბათ ჩაცმულობასაც ამიტომ ვამჩნევ. მუზეუმები და გადაღეჭილი "ღირსშესანიშნაობები" საშინლად მძულს.
@ CinnamonGirl, გექნება, გექნება და იმედია, მეც მექნება. 60 წლისასაც არაუშავს, მილანში 100 წლის ბებიებიც კი ბრენდებში ჩაფლულები დადიოდნენ ;)
Post a Comment