Monday, June 28, 2010

ჭინჭრის ზღაპარი ჩემს თავში


როცა რაღაც მაწუხებს, ყოველთვის "ვბრუნდები" ჩემს ბავშვობაში და ვცდილობ გავიხსენო, რა მოხდა ისეთი, რომ ახლა ამოტივტივდა სულ სხვა "განზომილებაში".

წუხელ უცებ გამახსენდა, რომ პატარაობაში, განსაკუთრებით როცა ავად ვიყავი, სასწაული ზღაპრების წიგნები მოჰქონდათ ჩემთვის. ერთი ასეთი ზღაპარი იყო, რომლის ვერც სახელწოდებას ვიხსენებ, ვერც ავტორს (ძალიან, ძალიან გამახარებთ, თუ თქვენ გახსოვთ, რა ზღაპარია, ან ვინ დაწერა). სავარაუდოდ სკანდინავიური უნდა იყოს. შინაარსი ასეთია: 6 ძმას და 1 დას დედა მოუკვდება და მათი მამა (მეფეა, თუ არ ვცდები) ბოროტ ჯადოქარს მოიყვანს ცოლად, რომელიც ქმარსაც აჯადოებს და თავის გერ პრინცებს გედებად აქცევს, პრინცესას კი - ციხეში გამოკეტავს. ერთადერთი გამოსავალი, რომ გედები ისევ ძმებად აქციოს, დამ ჭინჭრისგან უნდა მოუქსოვოს პერანგები. ძმა-გედებს ჭინჭარი მოაქვთ, პრინცესა - ზის და პერანგებს უქსოვს, მთელი ხელები დასუსხული აქვს, მაგრამ მაინც აგრძელებს ქსოვას... ზუსტად აღარ მახსოვს სიუჟეტი, მგონი მერე პრინცი გამოჩნდება და პრინცესას გაათავისუფლებს, გედები ბრუნდებიან და ეს გოგო ასაკის მიხედვით აცმევს ჭინჭრის პერანგებს. უმცროს ძმაზე მიდგება ჯერი და აღმოჩნდება, რომ ცალი სახელოსთვის აღარ ეყო ჭინჭარი; პატარა ბიჭს ხელის მაგივრად ფრთა რჩება მხარზე. ამ დროს ჯადოს ვადაც იწურება და უკვე შეუძლებელია, პრინცესამ სახელო მიაქსოვოს...

ისეთი ემოციური ზღაპარია, ახლაც კი მგონია, რომ მე თვითონ მესუსხება ხელები ჭინჭრის პერანგების ქსოვისგან და რომ წარმოვიდგენ - პატარა, გულნატკენ ცალფრთიან ბიჭუნას, გულიც ხელებს მიჰყვება.

მერე დიდხანს ვფიქრობდი, რატომ აკითხებენ ბავშვებს ასეთ ზღაპრებს, რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ამახსოვრდებათ. მიუხედავად იმისა, რომ, ალბათ, ბოლოს 10 წლის წინ გამახსენდა ეს ზღაპარი, ქვეცნობიერში (ან იქნებ, ზეცნობიერშიც) ყოველთვის ტივტივებდა.
საბოლოოდ დავასკვენი, რომ არც ისე ცუდია ბავშვობაში წაკითხული ზღაპრების ან იმ ადამიანების გახსენება, ვინც შეგვხვედრია ბაღში, სკოლაში თუ უბრალოდ, ეზოში. როგორც ამბობენ, არცერთი ადამიანი/წიგნი/მუსიკა/ფილმი, რომელიც შენს ცხოვრებაში შემოდის, შემთხვევითი არაა და ყველაფრისგან სწავლა შეიძლება. არ ვიცი, მე რა ვისწავლე ამ ზღაპრიდან, ფაქტია, რომ ის რაც მაწუხებდა, ნაკლებად მაწუხებს.

23 comments:

remonti2013.ge said...

ვაიმე, ვაიმე მეც მახსოვს ჭინჭრის ზღაპარი! ეს რა შარში ჩამაგდე! ახლა მეც მომინდება მაგის დასასრული გავიხსენო :)

ნან said...

ფანტასტიური ზღაპარია, ანდრესენის "გარეული გედები" თუ არ ვცდები.
ერთ ძმას ხო ფრთა რჩება, რაც მე მაგაზე მინერვიულია, ეხლაც ვნერვიულობ მგონი :)

Qilipa said...

ვააა რა მაგარი ზღაპარია :) მომინდა ზღაპრების წიგნის აღება და მათზე გადახედვა რაც აღარ მახსოვს, ალბათ ახლა უფრო საინტერესო იქნება ვიდრე ბავშვობაში იყო :)

Sophie שרה Golden said...

@ 13th Cinnamon, ხო, წარმოიდგინე რა დღეში ვარ. წუხელ ნორმალურად ვერ დავიძინე, სულ ეს ზღაპარი მედგა თვალწინ.

@ ნან, ანდერსენისაა თუ გრიმების? ხო ფრთა რჩება, დავწერე ეგეც პოსტში :/

@ Qilipa, ვიღაცამ მითხრა ადრე, თურმე ზღაპრები თავიდან დიდებისთვის დაწერეს და მერე გახდა ბავშვების საკითხავი. ზოგი ზღაპარი ისეთია, მარტო დიდი თუ ჩაწვდება, მაგრამ როგორც ჩანს ჩემს თავშიც კარგად ჩალექილა ;)

remonti2013.ge said...

say u love me :D http://mirrebenka.org.ua/shest-lebedeyi.html

remonti2013.ge said...

ჰმმმ http://andersen.com.ua/ru_dikie_lebedi.html ნან მართალი ყოფილა.

ნან said...

გრიმების არის? დაიცა დავძებნო და შემოვალ ლინკით :D

ნან said...

ჰო, ელიზა ერქვა გოგოს :|

სასწრაფოდ უნდა მოვძებნო ეგ წიგნი. მადლობა სოფი, კარგი რამ გამახსენე.

ესეც მულტფილმი http://www.youtube.com/watch?v=XRrUEx0sFSs
საბჭოთა მულტიპლიკაცია არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და მენატრება იმ ეპოქიდან.

Sophie שרה Golden said...

@13th Cinnamon, I do I do I do LOVE YOU!!! ანდერსენის ყოფილა.

@ ნან, მაგარი ხარ, რომ გაიხსენე.

remonti2013.ge said...

ისე რა არის, რა წესია, დაუტოვეს ბავშვს ფრთა. რაღაც ვითომ კარგად სრულდება და უცებ ეს ფრთაა გამოჩხერილი უშნოდ.

"I do I do I do LOVE YOU!!!" რავარი მორიდებული ვარ მეც :D

Sophie שרה Golden said...

@ 13th Cinnamon, ანდერსენმა ხო ეგრე იცის, ან ვინმე უნდა მოკლას, ან ფრთა დაუტოვოს და ბავშვობიდან ზრდასრულობამდე მოგწამლოს :( :)

Anonymous said...

მახსოვს ეს ზღაპარი, მაგრამ დიდად არასოდეს მყვარებია! ფრთის გამოც არა, ჯუსტ არ მიყვარდა.

Unknown said...

ui, rogor ar maxsovs, eg cigni yvelaze mnishvnelovani cigni iyo chems bavshvobashi, zghapari andersenisaa da 7 gedi an 7 dzma tu raghac egetu qvia..

miyvars chemi bavshvoba

Anonymous said...

ოო რა დისკუსია გამართულა.
მე მახსოვს ბატებზე ოღონდ მოთხრობაა, და ამ ბატების უფროს "აკაკნებეკაიზე" ჰქვია და ძალიან ბრძენია. სათაურში ჟღერს "...გარეული ბატების მოგზაურობა"
ეხლა ბატებზე რაც კირამე მაქვს წაკითხული ამომიტივტივდა:D

Keti said...

სოფი, როგორ მიყვარდა ეს ზღაპარი! მე კიდევ ვიცი, რომ ძმები გრიმების ზღაპარია :)

Keti said...

http://en.wikipedia.org/wiki/The_Six_Swans

სხვა წყაროებიც ბევრია

Anonymous said...

დიდი გამოცდილება ილექება ბავშვობაში მოსმენილი და გააზრებული ზღაპრებიდან სხვათა შორის. შეიძლება ზუსტი შინაარსი ვერ გაიხსენო, მაგრამ ემოციის დონეზე სადღაც რჩება.

Sophie שרה Golden said...

@ უნაამარგა, ყველას ჩვენი ჩონჩხები გვაქვს კარადაში, როგორც ჩვენი მეგობარი ამერიკელები იტყვიან, ხო იცი :)

@ ანუშკა, კი, ანდერსენისაა ეს ვარიანტი, რომელიც მე მახსოვდა და "გარეული გედები" ჰქვია.

@ როდრიგო, როგორ მესმის შენი.

@ ქეთი, კი, კი. ძმებ გრიმებსაც აქვთ მსგავსი ზღაპარი, ოღონდ მე რომელიც მახსოვდა, ეს ანდერსენისაა. მადლობა ლინკისთვის.

@ overjazzed, ნამდვილად. ჩემი პოსტიც ზუსტად ამაზეა. მიხარია, რომ სწორად შენიშნე.

კატა said...

გამახსენდა ეს ზღაპარაი მეც <3 ძველ წიგნების კარადაში მთელი ჩემი ბავშვობის ზღაპრები ვიპოვნე ცოტა ხნის წინ და ვკითხულობ.რამდენ უცნაურ გრძნობას და მოგონებას აცოცხლებენ <3

Zurriuss said...

ახლაც მახსოვს მაგ ზღაპრის დასაწყისი და დედაჩემის ხმა: "ისმის ლაღი მუსიკი ჰანგები..."
აღარ გავაგრძელებ, რა :)

Anonymous said...

vqsov : ) exlac vqsov ... da mjera : ) ...

Sophie שרה Golden said...

@ კატა, მართლა ბევრ მოგონებას იტევს ეს ზღაპარი.

@ ზურიუს, აღარ გააგრძელო :P

@ Anonymous, მართლა, კიდევ ქსოვ? მიყვარს ასეთი ადამიანები. მადლობა კომენტარისთვის.

mzushiko said...

ელიზა რომ ქსოვდა მეც მესუსხებოდა ხელები...თან ტიროდა ხო? დილამდე უნდა მოესწრო... :)