გიგრძვნიათ ისეთი სულიერი სიმშვიდე, როცა არ გჭირდება ადამიანების შეძახილი, არც ქება, არც საყვედური, არც ღიმილი, არც წარბის შეკვრა - იმდენად მშვიდად და ჰარმონიულად ხარ საკუთარ სულთან. როცა იცი, მოცემული გაქვს შესაძლებლობები, გზები და შენ, უბრალოდ, უნდა აირჩიო; მოიქცე ისე, როგორც საჭიროდ მიგაჩნია და არ ფიქრობ იმაზე, რას იტყვის სამყაროს 90%. სხვა ადამიანებიც მხოლოდ იმის მიხედვით გიყვარდება, როგორ ექცევიან თავიანთ სულს და რა მუსიკას უსმენენ :)
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



5 comments:
არ მიგრძვნია
მართლა
ახლა არ მახსენდება, ყოველ შემთხვევაში
მგონი ეს ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული
კი მიგრძვნია სოფ და მართლაც ძალზედ პოზიტიური გრძნობაა
გრძნობ საკუთარ ძალას "მთების გადადგმაც" ძალგიძს და ყვლაფერი შენს ხელთაა ;)
გისურვებ სულიერი სიმშვიდის ხანგრძლივობას;)
არაა :) ასეთ სულიერ სიმშვიდეს ფასი მაშინ აქვს, როცა ძალიან იშვიათად გეწვევა, ისიც ცოტა ხნით
და მერე რომ გენატრება ეს შეგრძნება :) მაგარია :)
სულს რომ ეფერება, ისეთი პოსტია.
გვიგრძვნია...
განგვიცდია...
გაგვივლია... :*
დავფიქრდი და არ გამახსენდა ეგეთი გრძნობა! :(
Post a Comment