ჩემი პირმშო ბლოგის მთავარი დანიშნულება - სისადავე და რაც შეიძლება ნაკლებადგადატვირთულობაა. აქ უფრო მეტად პოსტის შინაარსზეა აქცენტი გაკეთებული, თუმცა თითქმის ყველა პოსტს სურათებს ვურთავ ხოლმე. მოკლედ, ეს ბლოგი ისევ ჩვეულებრივ მწვანე ვაშლად დარჩება, მაინც ყველა, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, მწვანე ვაშლთან აიგივებს.
დღეს ორშაბათია, ახალი სამუშაო კვირა დაიწყო, მე ისევ სურდო მაქვს ბერლინური ამინდის გამო. ისევ აგრილდა (თუ აცივდა), ორი მაისური და "დრიუს turquoise stockings" მაცვია :D უცნაურია, რომ ადამიანი ყოველთვის ამინდზე წუწუნებს: მზეა და ცხელა, წვიმს და ცივაო. მე მაინც სიგრილე მირჩევნია, მაშინ სეირნობაც სასიამოვნოა, ცხელ ჩაისაც დალევ და ოთახში შეყუჟული სიამოვნებით დაასრულებ დაწყებულ წიგნს.
Mann. ფეხბურთი რომ არ ვახსენო, არ შეიძლება, ისეთი ამბებია აქ. ყველა მანქანას გერმანიის დროშა უკეთია, ყველა კაფესა თუ ბარში უზარმაზარი ეკრანები დაამონტაჟეს და ისეთი ველური ყიჟინა ისმის ყოველ საღამოს, ლამის დარვინისტი გავხდე; პლუს, ყოველ ნაბიჯზე დამსხვრეული ბოთლები ყრია და საღამოობით ქუჩაზე ფრთხილად გადავდივარ, რადგან ამ ბოლო დღეებში მძღოლები ისე დადიან, ფეხით მოსიარულეებისთვის გზის დათმობა ავიწყდებათ.
კიდევ ერთხელ: I officially hate FOOTBALL!




17 comments:
შენი ბლოგი სხვანაირად არც წარმომიდგენია :შ
აქ ისე ცხელა ჩაის დალევაზე ზედმეტია ლაპარაკი :|
უი, ეგეთი ფერის ზედა ვიყიდე გუშინ! :) გაიტანეთ, ფეხბურთი!
fუტბოლი კი არა სოკერიო ერთმა ამერიკელმა შემისწორა :)))
სოფი, მაგ ფოტოზე რა ხდება? :)
მე ისე მცხელა, ვერ ვმუშაობ. უმოქმედო გავხდი. ახლა მხოლოდ ბლოგებით ვგრილდები – ყურადღება გადამაქვს სასიამოვნოზე :)
ჰო, მწვანე ვაშლი :)
მე მომწონს ფეხბურთი და მსოფლიო ჩემპიონატი.. აქტიურად არ ვუყურებ, მხოლოდ გარკვეულ თამაშებს, მაგრამ მაინც, მიყვარს რომ ხალხი აღტაცებულია ამ პერიოდში :)) მაგრამ ჩემი ჩოგბურთი ყველაფერს მირჩევნია, ბევრად უფრო აზარტული საყურებელია, ვიდრე იგივე ფეხბურთი. მაგრამ რა იციან ეს ფეხბურთის გულშემატკივრებმა :D
შენს დიზაინს ისე შევეჩვიე, თუმცა რომც შეცვალო, ისიც მომეწონება. ინგლისურ ბლოგში კი მართლა ძალიან გემრიელი ფერებია :))
vuertdebi pexburtis mozuleta klubs. samsaxurßi magis gamo wewva mak.
Miyvars mwvane vaßli <3
13th
I hate too.
drium shengan gadaigo etyoba :D
რა ცისფერიაა ;))
მე გერმანიას ვგულშემატკივრობ ;)
ეს დიზაინიც კაია, მაგრამ ალბათ სიახლე შენს ბლოგსაც ჭირდება. რამე ახალი დააყენე, ისიც სადა და ლამაზ ფერებში. მთავარი კი მაინც ისაა მის შიგნით რა იქნება :)
@ Sweet, ამერიკელები ნამდვილ ფეხბურთს სოკერს ეძახიან და თავიანთ ამერიკულ "სიგიჟეს" ფეხბურთს :ლოლ:
@ ქეთი, ყოველ კვირა დღეს აღმოსავლეთ ბერლინში, კედლის ერთერთ ნაწილში ბაზრობაა (flee market) ხოლმე, იქვე დიდი სტადიონია და სხვადასხვა კონცერტები ეწყობა. ეს ფოტოც ერთერთი ასეთი საკვირაო ბაზრობისას გადავიღე. დავწერ ერთხელ ამ ბაზრობაზე აუცილებლად, ისეთი საკაიფო ძველი, სოციალისტური გერმანიისდროინდელი ნივთები იყიდება.
@ ნათი_კუდა, absolutely :D
@ mysummeroflov3, შენი ბლოგი ისე მომეწონა, ვეღარ ვწყდები... ჰოდა, ვნახოთ, შეიძლება შევცვალო კიდეც ჩემი დიზაინი, მაგრამ ჯერ რაღაც არ მინდა.
მე როგორც ცვლილებების მოყვარულ ადამიანი გირჩევ შეცვალო თემა თან ისეთი ლამაზი დიზაინები აქვს ახალი და შენს გემოზე აკეთებ ყველაფერს. ლამის ბლოგერს დავუბრუნდე ამის ხათრით. ხო აი ინგლისურ ბლოგს დატყობია უკვე ეხლა ვნახე. უბრალოდ ეს ბლოგი სხვა ფერი ვერ წარმომიდგენია მწვანე უნდა იყოს. სხვა თემა მოსულა.
ფეხბურთი ეგ რა სპორტია??? :დ
I officially LOVE Football...
<3
განა ჯინაზე გეუბნები, ისე ვამბობ...
რაც ჩემპიონატი დაიწყო, მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო საყურებელი სპორტია.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჰოლანდია გავა ფინალისკენ და ჩემი ამსტერდამში სტუმრობის დროს დაემთხვევა რომელიმე მათი თამაში... ვიცი, რომ წარუშლელი იქნება...
:)
საინტერესოა, მოგვიყევი :)
სოფიი, შენს ემოციებზე მეტი დაწერე რა :) მაინტერესებს როგორი განცდებით ხარ
ფეხბურთისგან მეც როგორ შორს ვარ :))
ბედნიერ!... ზიხარ და წიგნს კითხულობ:((
ჰოდა იმას გეუბნებოდი, რომ აიტანე ფეხბურთი ახლა. ყველანი რაღაცას ვთმობთ ამ ქვეყანაზე. თუ მაინც არა და ჩამოდი ისევ აქ, დაგხვდებით, კაის გაჭმევთ, კაის გასმევთ და ა.შ. :))
@ ქეთევან, მეტი ემოცია? I'll think about it ;)
@ ზურიუს, shut up :P
Post a Comment