
რაც ბერლინში დათბა, გარეთ გასვლას არაფერი ჯობია, განსაკუთრებით ჩემს ქუჩაზე, სადაც სულ ფერად ტანსაცმელში ჩაცმული (ზოგიც გახდილი) ხალხი დადის.
დღეს გამახსენდა, რომ დიდი ხანია "მსუბუქი" პოსტი აღარ დამიწერია, თან ეს ფოტო ვიპოვე და მომინდა ტანსაცმელზე, ფერებზე, სტილზე დამეწერა. მიუხედავად ყველაფრისა, ძვირფასი და ლამაზი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ძალიან მიზიდავს და მაღაზიების თვალიერებაც მიყვარს. მადლობა ღმერთს, ბერლინში ამის დეფიციტი არ არის, უამრავზე უამრავი ორიგინალური მაღაზიაა, სადაც ისეთი რაღაცები იყიდება, რაც ყველას არ აცვია და ცნობილ, მაგრამ შედარებით იაფი ბრენდების მაღაზიებში (მაგალითად: H&M, Zara, Mango) ვერ ნახავ.

ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი ჟურნალი "ბურდა", დეიდაჩემი იმის მიხედვით თარგებს ჭრიდა და ბევრ ტანსაცმელს მიკერავდა. ამიტომ დღეში რამდენჯერმე ვიცვლიდი და ძალიან მიხაროდა. ახლა იმდენი ტანსაცმელი აღარ მაქვს და ჩემს თავს ვასწავლი, უსარგებლო ძონძები არ ვიყიდო, რაც უნდა გაიაფებები იყოს და მეგონოს, "ნაპოვნია-მეთქი".
იმ დღეს ჩემი საყვარელი რებეცინ რობერგი ამბობდა, მართალია ტანსაცმელი ყველაფერი არ არის, მაგრამ ზუსტად ამით გამოხატება ადამიანის შინაგანი სამყაროო. ამის მერე ჩემს არეულ გარდერობს გადავხედე და მივხვდი, რომ მართლა ასეა. საბოლოოდ, გარდერობი დავალაგე და გადავწყვიტე, ისეთი ტანსაცმელი, როგორიცაა მწვანე პერანგი (იგივე "საროჩკა") და გახუნებული ყავისფერი სვიტერი მოსაშორებელია, რადგან მათი ჩაცმისას ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვდგები. ამასთან ერთად ისიც აღმოვაჩინე, რომ გარკვეული სტილი არ მაქვს, ხან კლასიკური შავი ტანსაცმელი მაცვია, ხანაც - ფერადი და city hip.





12 comments:
სხვა თუ არაფერი, ლამაზი და კომფორტული ტანსაცმელი, ის რაც მოგწონს, განწყობას გიმაღლებს ადამიანს :) თბილისიც გაფერადდა ცოტა, ზამთართან შედარებით :))
ტანსაცმელი მნიშვნელოვანია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უცნობ ადამინს პირველად მაგით ხედავ ;)
მეც ყველა სტილს ვირგებ ;) ვაგროვებ მაიკების კოლექციას ფერების მიხედვით:D
ვა ვერ წარმომიდგენიხარ რატომღაც მაგ ქუსლებზე :) ან უქუსლოდ რას გიცნობ, ან ქუსლით, მაგრამ მაინც :)))
სტილზე აბა მე რა მეთქმის. 4 წელი "ტუფლის" საყიდლად მივდიოდი და სულ კეტებს ვყიდულობდი. რა თანამდებობა არ გამომიცვლია მაგრამ ჯინსს ვერაფერი ვანაცვალე.
სოოფ, ეგეთი ფეხსაცმელი მინდაა! :D :D :D
"ბურდა" მეც მახსოვს :)) დეიდაჩემს ჰქონდა გამოწერილი ის და მოდის სხვა ჟურნალები და ისე მიყვარდა თვალიერება.
ganwyobas micvlis xolme da mikvirs mere
lamazi samosi silamazes ufro gamokvetavs da aurasac amsubuqebs ^_^
mec erti konretuli stili ar maqvs, znelic iqneba ragac charchoebshi chajdoma albat
დიდად ჩამოყალიბებული სტილი მეც არ მაქვს, მაგრამ ძალიან მიყვარს მხიარული, ნათელი ფერები. ვერ წარმოიდგენ, ჩემთვის რა ტანჯვაა ყოველ დილით თეთრი პერანგის და მუქი შარვლის/ქვედაბოლოს ჩაცმა (ზოგჯერ პიჯაკისაც), სამსახურში არსებული იდიოტური დრეს-კოდის გამო! :(
fexsacmeli momecona dzalian:)
chemtvis tansacmels didi mnishvneloba aqvs, umtavresi ara, magram diidi :P adamians rom shexvedav, tansacmlis mixedvit shemidzlia vsiaubro mis pirovnebaze.
chacmis garkveul stils rac sheexeba, ar var moxmre ragac charchoebshi mokcevis. ra gancyobazec xar da sadac midixar imis mixedvit unda shearchio tanisamosi.
ჩემი celebrity Soul-sister ვინაა ნეტავ?
ტანსაცმელი ჩემი სუსტი წერტილია... დღეებს ვითვლი უკვე, სანამ გავემგზავრებვი იქ, სადაც მივდივარ - ვიცი, რომ ბევრს "ვიშოპინგებ" ფასდაკლებებზე...
განსაკუთრებული ერთი სტილი ალბათ არც მე მაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ სამსახურში ძირითადად საოფისე ტანსაცმლით ვარ შეზღუდული, უიქენდებზე კლუბებში სიარულისას კი - ქალური და მაღალქუსლიანი კომბინაციებით. სხვა დანარჩენ დროს კი ყოველთვის დაბალძირიანი, ორიგინალური მაგრამ არაჭრელი ტანსაცმელი მირჩევნია. შავი დიდად არ მიყვარს :)
მომენატრა მაღაზიობანა <3
გამოდის ჩემი სამყარო ძალიან არეულია :|
Post a Comment