დრიუ და სტივენ სპილბერგი ცნობილი "E.T."–ის გადაღებებზე 'You know, it's all just humor. Don't take life so seriously. Don't take fashion too seriously. Don't take the movie industry too seriously. Don't take love and your relationship so goddamned heavy all the time. Laugh, laugh, laugh. Life is high school and it's small and everybody talks about everybody, so just laugh your ass off
Drew Barrymore
დრიუ ბერიმორი ის ქალია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ჩვენებურად რომ ვთქვათ. ჰოლივუდში დაიბადა, გაიზარდა და ფილმების კეთების მეტი არაფერი იცის. ან რაში სჭირდება, იცოდეს, როცა 11 თვიდან დაიწყო კარიერა ეკრანზე. მისი წინაპრები თეატრის ცნობილი მსახიობები იყვნენ, ნათლია სტივენ სპილბერგი ჰყავს (ვერასოდეს მივხვდები, როგორ მონათლა სპილბერგმა დრიუ და რა რელიგიაში არიან საერთოდ? =)) ), თვითონ კურტ კობეინის და კორტნი ლავის ბავშვის ნათლიაა, ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიურ და ჭკვიან კაცებს ხვდებოდა, 10 წლიდან სვამდა, ეწეოდა, 14 წლისამ რეაბილიტაცია გაიარა და 25 წლამდე საკმაოდ არასერიოზულ, თუმცა ზოგჯერ საკულტო ფილმებში იღებდნენ. 25–დან კი – დრიუ ისე შეიცვალა, სპილბერგიც ვეღარ ცნობდა. საკუთარი საპროდიუსერო სტუდია დააარსა და საკმაოდ ძლიერი ფილმები გამოუშვა: "Donnie Darko", "Charlie's Angels", "Duplex" & etc. 28 წლიდან მისი სახელობის ვარსკვლავი გახსნეს. დღეს უკვე 35 წლის ვარცხნილობაცვალებადი დრიუ ბერიმორი ერთერთ გავლენიან რეჟისორ, პროდიუსერ და მსახიობად ითვლება ჰოლივუდში.
როგორ შემიძლია არ მიყვარდეს ასეთი ადამიანი, რომელმაც ყველანაირი სიძნელე გადალახა ცხოვრებაში, გაიარა გიჟური და ავადმყოფური ეპოქა, მაინც შეძლო ფეხზე დადგომა და იმ სასწაული ღიმილის შენარჩუნება, რაც სხვა ჰოლივუდელებისგან განასხვავებს. თვალებით ღიმილი :)
გუშინ რაღაც ფოტოებს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე, რომ დრიუს ფილმებში ყველგან არის სცენა, სადაც გოგოები სავარძლებზე სხედან და საუბრობენ. თანაც ყველა ეს ფილმი დრიუს პროდიუსერობითაა გამოსული. Ain't it cool?
"He's just not that into you" with Scarlett Johansson
The 'Whip It' castეს დრიუს სადებიუტო (როგორც რეჟისორის) ფილმის მსახიობები არიან, იმდენად კარგი აურის ფოტოა, არ შემიძლია, არ განახოთ :) სხვათა შორის, ყვითელკაბიანი ქერა ქალი ზოი ბელია – ტარანტინოს საყვარელი კასკადიორი, რომელიც "Kill Bill"–ში უმა თურმანის დუბლიორია. "გაბარჯღნული" კაცი – ენდრიუ უილსონი, ცნობილი ლუკ და ოუენის უფროსი ძმა, რომელსაც დრიუ ბერიმორის, თითქმის, ყველა ფილმში აქვს როლი :)) ძველი "ახლობლობის" გამო, ალბათ. თუ ჯერ არ გინახავთ ეს ფილმი, აუცილებლად ნახეთ, განსაკუთრებით გოგოებმა.
Oh.
And HAVE A GREAT WEEK END!!!
Oh.
And HAVE A GREAT WEEK END!!!




10 comments:
მე სულ მაინტერესებს, იქნებ არსებობს რაღაც შინაგანი, უხილავი კავშირები, რომელსაც ვგრძნობთ ვინმე ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენგან შორს არის. აი მაგალითად, შენ და დრიუ. მე თუ მყავს ვინმე ასეთი, ახლა ვერ ვიხსენებ.
ჰოდა, იმიტომ რომ დრიუზე ხშირად წერ, თუ მართლა ასეა, გავხართ ერთმანეთს [ამ შემთხვევაში გარეგნობას არ ვგულისხმობ, თუმცა გარეგნობითაც გავხართ, მგონი :)]
ნატალია, ნამდვილად არსებობს უხილავი კავშირები, რომლის ახსნაც არ შემიძლია. არ ვიცი, რამდენად ვგავარ, მაგრამ აშკარად ბევრი გვაქვს საერთო.
ეს გოგო ბოლო ერთი წელია გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე 10 წლის წინ :)
მეც მყავს ერთი ასეთი, უხილავი კავშირები რომ მაქვს, თუმცა გარეგნულად არ ვგავარ )) სტატიას თუ არა, პოსტს მაინც დავუწერ ბლოგზე :)
შენი ღიმილი გავს დრიუსას, სოფი ^_^
<3
ლუკ ვილსონი არ მეჩვენება მე სიმპათიურ მამაკაცად. თუმცა მის ძმებს კი სჯობს.
კი, დრიუს თავიდანვე გარანტირებული ჰქონდა კარგი ჰოლივუდური მომავალი.
ეს დღეები pro.imdb.com-ზე დავძვრები და რაღაც ზედმეტ და დამატებითი ინფორმაციებით ვტკბები, რომ მერე ისევ შემშურდეს დრიუსიც, შარლიზისიც, ენისიც, ნატალისიც და ბევრი სხვის.
და მერე კიდევ ერთხელ ამოვიოხრო "ეს სად ვკვდები"
"Donnie Darko" არ მაქვს ნანახი, სირცხვილი მე, ჯეიკ. უნდა ვნახო ამ დღეებში.
"Going the distance"-ის გამოსვლასაც რამდენიმე კვირაა, ველოდები, გურჯისტანში ყველა ფილმი აგვიანებს ხოლმე ჩამოსვლა/ჩამოტანას.
კიდევ ბევრი რაღაც მინდოდა დამეწერა, მაგრამ "ნურას უკაცრავად"-ო მეტყვის ბლოგერი წინანდელივით :D
დრიუს ღიმილი აქვს კარგი და თითელი თმა, მაგრამ ყველაზე კარგი ისაა, რომ არა მგონია სხვა ბლოგზე წამეკითხა ამ ქალზე პოსტი :)
driu E.T shi monawileobs??? ver movabi tavi rom vuyuro :( arada milionjer maqvs mosmenili misi audiobooki romelic jeqsonma chawera da E.T is mtel istorias yvela tavisi noisy efeqtebit da rame rumeebit:) dzalian magaria, tan E.T s simgerasac maikli mgeris <3.
sof, kidev erti mcdeloba sparky-girl.blogspot.com...:) axali posti...:)
ცოტაც და შენს ბლოგს "დრიუს ბლოგს" დაუძახებენ, რამეთუ ერთნი ხართ სულით :)))
ვაიმე ზურა შე რა გითხარი! ;დ
@ნინა გორეცკი, მე 10 წლის წინაც მომწონდა, მაგრამ როგორც პიროვნება, ახლა მართლა მაგრად ჩამოყალიბდა, თუ შეიძლება ასე ითქვას.
@კლოუნ, ხო, ჰგავს რაღაცნაირად :)
@ქეით, რატომ? მე მომწონს "ასეთყბიანი" კაცები :) ხან მეც მჭირს ეგეთები, მაგრამ გული აღარ მწყდება, როგორც ადრე. "დონი დარკო" უნდა ნახო, თორემ გავაფრენ.
@ნან, როგორ მიხარია, რომ ჩემს ბლოგზე არაფრის წაკითხვა გეზარება <3
@ზურიუს, ჭეშმარიტად!
Post a Comment