Sunday, October 3, 2010

კიდევ ერთი დრიუ

Reading a book is re-writing it for yourself
Unknown


"Toronto at Dreamer's Rock" რომ წავიკითხე, მერე დავაკვირდი ავტორს. დრიუ ჰეიდენ ტეილორი – უცნაური დამთხვევაა, რომ მასაც დრიუ ჰქვია; დედით ინდიელია, მაგრამ ლურჯი თვალები და ქერა თმა აქვს. რეზერვაციაში გაიზარდა და არაინდიური გარეგნობის გამო, ბავშვობაში სულ ბოროტი კოვბოის როლის შესრულება უწევდა. ისეთი ავტორია, რომლის ბიოგრაფია ბევრად საინტერესოა მის პიესებზე. პრინციპში, ასეც წერს, თავის ბავშვობაზე, მოზარდობაზე, იმ სტერეოტიპებზე, რაც ინდიელებისადმი არსებობს და საერთოდ, იმ პრობლემაზე, რომ ინდიელები თითქმის აღარც არსებობენ.


ზემოთ ნახსენებ წიგნში ძალიან ჭკვიანური საუბრებია აღწერილი სამ მოზარდ ბიჭს შორის, რომლებიც ზუსტად ამ სიზმრების (თუ მეოცნებეების) კლდესთან ხვდებიან. Toronto კიდევ – ნებისმიერი შეხვედრის, ვაჭრობის ადგილს ერქვა ინდიელების ენაზე. როგორც რელიგიით დაინტერესებული ადამიანისთვის, საკმაოდ საინტერესო იყო იმის აღმოჩენაც, რომ ინდიელებისთვისაც მხოლოდ სამყაროს ერთი შემქმნელი არსებობს (დეტალებს არ ჩავძიებივარ).
შაბათს ჩემს მასწავლებელთან წავედი სტუმრად, რომელიც სასწაულად გონებაგახსნილი ადამიანია და მოვუყევი დრიუ ტეილორის შესახებ, რადგან ახალი წაკითხული მქონდა მისი წიგნი და მინდოდა, ვინმესთვის გამეზიარებინა. მითხრა, შენ იმიტომ მოგეწონა, რომ "მსგავსად" შერეული სისხლი გაქვს და გარეგნობითაც არ გავხარ ქართველს ან ებრაელსო. ნამდვილად. კიდევ რა იყო განსაკუთრებული ამ წიგნში და თვითონ დრიუში, იცით? რაღაცნაირი სისადავე, ბუნებრიობა და ჰუმანიზმი. გულიც უფრო იმიტომ ამიჩუყა ალბათ, რომ ავტორიც დიდხანს ეძებდა, მოგზაურობდა, წერდა და ცდილობდა მისულიყო ცნობიერ ლოგიკამდე, თუ სად/ვისთან იყო მისი ადგილი.

Drew Hayden Taylor

რაც ყველაზე უცნაურია, ეს წიგნი სარდაფში ვიპოვე და წარმოდგენა არ მაქვს, ვის ეკუთვნის. ჩვენი სკოლის სარდაფში ისეთი ნივთები ინახება, რომლებიც სხვადასხვა სტუდენტებს ოდესმე დარჩენიათ და იმედი გვაქვს, რომ მოაკითხავენ... ახლა რომ ვფიქრობ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ შემთხვევითობა არ არსებობს, ყველაფერს თავისი მიზეზი, დრო და ადგილი აქვს. იმ ერთის გარდა, ვინ იცოდა ბერლინში, რომ მე ინდიელები და "დრიუ" მიყვარს? დღეს კი – უკვე ლურჯთვალება ინდიელ მწერალ დრიუს ვიცნობ, რომელმაც სტიმული მომცა, ადამიანები და სამყარო კიდევ უფრო მიყვარდეს.

5 comments:

Anonymous said...

საინტერესო კიდევ ერთი დრიუ გაგიცნია. მგონი ყველა დრიუ საყვარელი და ჰუმანისტია მსოფლიოში.
ყველა ასეთ ერს რომ აწუხებს ეს: ”ისეთები არ ვართ, როგორიც გგონიათ”... პატარა ერებს.
რა საინტერესოა დავიწყებული ნივთების საკუჭნაო, რომელბსაცშეიძლება არასოდეს მიაკითხოს პატრონმა, მაგრამ მაინც რომ ინახავენ...

Keti said...

არ ვიცოდი, დრიუ მამაკაცის სახელიც თუ იყო..
ინდიელები მეც ძალიან მიყვარს, ბავშვობაში მინდოდა ინდიელი ვყოფილიყავი, მყოლოდა მუსტანგი და მქონოდა შავი, გრძელი თმა :)
სარდაფი დავიწყებული ნივთებით კი რა საინტერესოა. მუზეუმივით იქნება :) ასეთ ადგილას წიგნი პოვნა, თანაც საინტერესოსი, მერე დამთხვევებიც... მომწონს ასეთი ამბები.

Sophie שרה Golden said...

@ანდან, კი, ყველა დრიუ ასეთია :) პატარა ერის კომპლექსი, ჩემი ყველაზე საყვარელი კომპლექსია :ლოლ:

@ქეთი, როგორც გავიგე, დრიუ საერთოდ კაცის სახელია და "ჩემს" დრიუს თავისი პაპის თუ ბიძის საპატივსაცემოდ ჰქვია. მეც სულ მინდოდა ინდიელობა და როგორც ამ მწერალს, ისევე მე – ძალიან ცოტა შანსი მქონდა, ვინმეს ინდიელი ვგონებოდი :დ

Clown said...

სიმართლე გითხრა ბავშვობაში მეშინოდა ინდიელების, მაგრამ დაახლოებით მეექვსე თუ მეხუთე კლასში მაინ რიდის ოცეოლა წავიკითხე და სიმპატიით განვეწყვე ^_^

Natalia said...

საინტერესო წიგნები ყოველთვის ასე უცებ გამოჩნდებიან ხოლმე :) ისე მინდა ამ წიგნის წაკითხვა. იქნებ მივაგნო სადმე, ინტერნეტში მაინც.

ინდიელებით კი დღითიდღე უფრო და უფრო აღტაცებული ვარ.