Monday, October 18, 2010

ახალი ისტორიის ცენტრში

საინტერესო, ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე ცხოვრება მაქვს, უმადურობაა წუწუნი. ევროპის ყველაზე სტაბილურ, მშვიდ ქვეყანასა და ყველაზე ელექტრომუსიკალურ ქალაქში ვცხოვრობ. ქუჩაში ხან დევიდ ჰასელჰოფი, ხან – ჰაიკე მაკაჩი მხვდებიან. დილაობით ვვარჯიშობ. როცა რომელიმე ძველ ქუჩაზე გავივლი და ტროტუარზე წარწერას დავხედავ, ვხვდები: ადამიანები მიდიან, სისტემა იცვლება და ჭეშმარიტება ყოველთვის რჩება (ეს წარწერები იმ ებრაელების სახელებია, რომლებიც პირდაპირ ამ ადგილას დახოცეს).
თან მჯერა, პასპორტში რაც უნდა ეწეროს ადამიანს, მსოფლიო ექსკლუზიურად არავის ეკუთვნის და ყველას იქ შეუძლია ცხოვრება, სადაც უნდა.

სასწაულად სიმბოლური ფოტოა: "Let My People Go"

შარშან ერთი მოხუცი რაბი იყო ჩამოსული ინგლისიდან და სინაგოგიდან ერთად წამოვედით. ერთ ძველ ქუჩაზე გამოვიარეთ და რაბიმ გაიხსენა, რომ 1938 წლამდე იქ ცხოვრობდნენ, კრისტალნახტის მომდევნო დღეს, მისმა ოჯახმა ყველაფერი მიატოვა და ინგლისში გაიქცა. დღეს კიდევ – ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ვსწავლობთ და ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლებოდა ასეთ ლიბერალურ და მშვიდ საზოგადოებაში ნაციზმის "გაღვიძება".

თუმცა, შეუძლებელია ბერლინში ცხოვრობდე და ისტორიაზე არ ფიქრობდე. თანამედროვე ისტორიის ყველაზე ცოცხალი მაგალითია, განსაკუთრებით აღმოსავლეთი ბერლინი. ნებისმიერი ადგილი, სადაც კი გაივლი, მსოფლიო ომებთან ერთად, სოციალიზმის ეპოქასაც გახსენებს და ძალიანაც რომ გინდოდეს, გვერდს ვერ აუვლი.

"სირცხვილის ღამის" მოედანი – სადაც ნაცისტებმა წიგნები დაწვეს

იმ დღეს ის ადგილი ვნახე, სადაც ჰიტლერის პარტიამ წიგნები დაწვა, პირდაპირ უნივერსიტეტის წინ. იმაზე აღარ მიფიქრია, როგორ შეიძლება ადამიანების ასე დამორჩილება, რომ წიგნები დაეწვათ–მეთქი. არც იმაზე მინერვიულია, როგორი ბრმა და დაუნდობელი შეიძლება იყოს ბრბო. ეტყობა იმდენად გავიზარდე, რომ აღარაფერი მაკვირვებს. დღეს კიდევ ახალ ამბებს ვათვალიერებდი და ბერლინის ერთერთ გამოფენაზე წავიკითხე, სადაც ჰიტლერის ფოტოები, ვიდეოები, ბიუსტები და ბევრი სხვა ნაცისტური სიმბოლოები გამოიტანეს.
განსაკუთრებით, სტატიის ამ ფრაზაზე გამაჟრჟოლა: "For children, there were figures to collect of Wehrmacht troops in action, of brown-shirted SA men and even the Fuhrer himself and board games like "Air Raid -- an entertaining game for young and old."
ამის წაკითხვის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ უტოპიაა იმის დაჯერება, თითქოს ყველას იქ შეუძლია ცხოვრება, სადაც უნდა. სინამდვილეში, არავის აძლევს სისტემა უფლებას, ისე იცხოვროს და იქ გაიხაროს, სადაც მოსწონს. არსებობს კანონები, საზღვრები და რაც ყველაზე საშინელია, იდეოლოგიები, რომლებიც ხალხს აბრმავებენ და იქამდე მიჰყავთ, სადაც რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყანაში მივიდნენ.

23 comments:

Anonymous said...

კარგია, რომ ყველა ერს აქვს საამაყო და სასირცხვილო ფაქტები...

Sophie שרה Golden said...

@ანდან, კარგია? :/ ღმერთმა დაიფაროს, ოდესმე საქართველოს ჰქონდეს ასეთი ფაქტები.

DreaMar said...

"უტოპიაა იმის დაჯერება, თითქოს ყველას იქ შეუძლია ცხოვრება, სადაც უნდა." რა პესისმისტურად ჟღერს :(

Sophie שרה Golden said...

@დრიმარ, პესიმისტურად, მაგრამ რეალურად.

Anonymous said...

სოფ სტალინი? საქართველოსაც აქვს ასეთი ფაქტი...

Sophie שרה Golden said...

@ანდან, შედარებაც არ შეიძლება. თან სტალინი საქართველოში არ "იჯდა" და ლოგიკურად, სულ არ ითვლება ქართულ სამარცხვინო ფაქტად.

Anonymous said...

კი მაგრამ მაგ ფენომენის გაწმინდანება და გაფანატება, რაც ჩვენი პაპა-ბებიების თაობაში იყო [და ახლაც არის] უარეს სამარცხვინო ფაქტად მიმაჩნია...

შედარება ნამდვილად შეუძლებელია ნაცისტური გერმანიისა რამე სხვა ქვეყანასთან, მაგრამ დესპოტიზმი ყველგან გამოვლენილა სხვადასხვა ხარისხით.

A.G said...

aset postebs mxolod sunny dacers, sxva aravin:) I learn so much from your blog, it just gives me goose bumps sometimes :)I wanna be a blogger like you someday:) In 21st century you can have blog idols actually:)..

P.S ah,I think it's a REAL START :) sparky-girl.blogspot.com
I'd love if you visit me again...:) and sometimes... :)

Keti said...

სამწუხაროდ, ჩვენც გვაქვს ჩვენი სირცხვილები
ყველაფერი კი შედარებითია – დიდი და პატარა ბოროტება მგონი არ არსებობს.
რაც შეეხება იდეოლოგიებს – საბოლოოდ ყველა იდეოლოგია აბრმავებს :) ზოგი ვარდისფერი სათვალით და ზოგი პირდაპირ – მუშტით.

სამართლებრივი კანონები კი ადამიანებს გვჭირდება.

Kate said...

არადა გერმანიაში უფრო სერიოზული ამბები დატრიალდა და გერმანია ფეხზე დგას.

საქართველოში კი...

Sophie Golden said...

@ქეთი, კანონები საჭიროა, რა თქმა უნდა. სირცხვილებიც გვაქვს, მაგრამ ისეთი მასიური არა.

@ქეით, ხო, ფეხზე დგას და თანაც როგორ!

Kate said...

აბა!!!

Zurriuss said...

დაო გოლდენ, ყველამ იქ რომ იცხოვროს სადაც უნდა, ტერორისტები ნიუ-იორკს გაავსებდნენ, ქართველები - ძუძუებიან პლაჟებს, სომხები - საქართველოს და ჩინელები - მთელ მსოფლიოს ;)

Keti said...

იმიტომ დადგნენ ფეხზე, რომ გერმანელებს შერცხვათ თავის შეცდომების
და უკეთესი გზით წავიდნენ.
ჩვენ თვალს ვარიდებთ.

Sophie שרה Golden said...

@ზურიუს, შენ ახლა ჩემი საბოლოო დასკვნა დაამტკიცე. სამწუხაროდ.

@ქეთი, არ ვიცი, შერცხვათ თუ არა. მე უფრო მგონია, რომ არ შეშინდნენ და ერთ ადგილას არ გაშეშდნენ. გააგრძელეს მუშაობა.

ირაბირა said...

სამაგიეროდ თბილისი სინათლის ქალაქია:0 ეს კიდე ნადვილი საინტერესო პოსტია

Keti said...

რაც არ უნდა იყოს, კარგი შედეგები აქვთ და კარგია :)

Anonymous said...

სირცხვილი, სირცხვილი და სირცხვილი - აი კაცთა მოდგმის ისტორია. ასე ამბობდა ნიცშე და რა ვიცი, ჩემი მოკრძალებული აზრით ყველა ერს აქვს თავისი სირცხვილი. უბრალოდ ზოგ ერს შეუძლია საკუთარი შეცდომების და სირცხვილის აღიარება (მაგალითად გერმანელებს ), ზოგს კიდევ არა (მაგალითად ამერიკელებს და ქართველებს).

Anonymous said...

At thіs time it sounds like ΒlоgEngine is the best blоgging ρlatform out there right now.

(from what Ӏ've read) Is that what you are using on your blog?

My web blog ... free playstation 3
Also see my web page > great offer

Anonymous said...

Ηello just wanted tο giνe yοu a brief heaԁs up and let you κnow a fеω of
the pіctures аren't loading correctly. I'm not surе whу but I thinκ itѕ а linkіng iѕsuе.
І've tried it in two different web browsers and both show the same results.

my blog post; basketball

Anonymous said...

Hey! I could have sworn I've been to this blog before but after browsing through some of the post I realized it's nеω to
me. Anyways, I'm definitely delighted I found it and I'll be bоokmaгkіng
аnd checking back frequently!

Аlso visit mу homepage: how do you make solar panels
Also see my web site > solar panel system cost

Anonymous said...

Hey therе ехсеρtiοnal
blog! Doeѕ running a blοg ѕіmilar to this require a masѕive аmοunt worκ?
I have absolutеlу no еxрertiѕe in progгamming hoωevег I wаѕ hοping tο staгt my oωn blog in the
neаr future. Аnyhоw, іf yοu haѵe any iԁеas or tips for nеw blοg owneгѕ plеase ѕhаrе.
I understand thіѕ is off subjеct hоwеvег I just needeԁ to аsk.
Kudos!

My webѕite - quick way to lose belly fat

Anonymous said...

I don't know if it's just me or іf perhaps evеryboԁу elѕе exρerienсing isѕues with yοur blоg.
Іt appeаrs like sοmе оf the
teхt in уour contеnt aгe гunning off the screen.
Cаn somеоne else please comment and lеt
mе knоw if thiѕ is happening to them too?
This maу be a issue with my brοwsеr bеcause I've had this happen previously. Many thanks

Review my web page :: bigger breasts