
დღეს საერთოდ არ ვაპირებდი წერას, მაგრამ ერთმა ნორვეგიელმა ქალმა ისე შთამაგონა, ვერ გავძელი. 2009 წლის დასაწყისში ვწერდი, როგორ მინდოდა ცივ ქვეყანაში ცხოვრება. ალბათ, ზუსტად რომ დამეწერა, რომელ ქვეყანაში მინდოდა, იქ მოვხვდებოდი, მაგრამ დამავიწყდა.
ასე მოვხვდი გერმანიაში, თუმცა მთელი ბავშვობა სკანდინავიაში გავატარე. ცივ ქვეყნებში რა არის კარგი, იცით? ცივა და ადამიანებს გონებაც არ უდნებათ.
ის ნორვეგიელი ქალი, კიდევ, ან ბრუნია.
ლილას მივწერე, მესამე კბილი ჩემნაირი აქვს–მეთქი და მერე მივხვდი, რატომ მომეწონა ეს ქალი ასე: სასწაული ხმა აქვს და სიმღერებიც ისეთი, სკანდინავიას კი არა, ისლანდიას მოგანატრებს. პლუს, კბილი, არადა ბავშვობაში მოქლიბვა მინდოდა. Ain't life funny?
განსაკუთრებით ის მომწონს, ლიფტებში რომ უკრავს.
ქრისტინასთან. ნახეთ უკვე?
HAVE A HAPPY WEEK END!



11 comments:
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ვოკალისტი ქალია :)) მანდ ნინაც მღერის ხო? ფლეშმა გაჭედა ჩემთან ვერ ვრთავ/
@ნინა, არა, აქ მარტოა.
skandinavia chemi susti wertilia, gansakutrebit ki islandia
გილოცავ სოფ ქრისტისთან გამარჯვებას! :)))
რა კარგი გოგოა, ან -ი !
სიცივეს არაფერი სჯობს, დღეს ცოტა დაცხა აქ და რამის გავგიჟდი.
როგორ იცი ხოლმე დაკვირვება მსგავსებებზე :)
თუმცა ალბათ თავისთავადაც ხდება – ადამიანს მსგავსისკენ თვალი გაურბის
კარგი პოსტია იქითაც! :)
@Anonymous, it's amazing.
@ანდან, მადლობა. სიცივეს ხან კი ჯობია სიცხე, ისე ;)
@ქეთი, ხო ალბათ. მადლობა. მიხარია, რომ "იქითაც" ნახულობ.
დაუგეგმავ პოსტებს თვისი მადლი აქვს ;)
თავისი კი არა, თავისებური :)
"ცივ ქვეყნებში რა არის კარგი, იცით? ცივა და ადამიანებს გონებაც არ უდნებათ."
ზუსტად შეგინიშნავს :)
და გულებიც თბილი აქვთ.
არადა ბევრს პირიქით გონია.
@ზურიუს, ნამდვილად.
@ლორდ ვადერ, გეთნხმები, გულის სითბო ამინდზე არ არის დამოკიდებული.
მმმმმმმმმაგარია. აი, ვერა და ვერ გადავეჩვიე მისი სიმღერებთან ერთად ძილს. :)
Post a Comment