Sunday, May 1, 2011

אני לדודי ודודי לי


אני לדודי ודודי לי
I am my beloved's and my beloved is mine (Song of Songs 6:3)


დღეს ლაიპციგიდან დავბრუნდი.
მთელი 16 დღე იქ ვიყავი.

მინდოდა, მიდრაშას კარებს როგორც კი შევაღებდი, გაღიმებული ადამიანები შემხვედროდნენ და ისე მოვნატრებოდი, როგორც მე. ისე თბილად ეკითხათ, როგორი პესახი მქონდა, როგორც მე ვკითხავდი.

მერე სამი სარეცხი მანქანა გავტენე 16 დღის სადღესასწაულო ტანსაცმლით და როცა უკვე ტირილს ვაპირებდი, შლომომ დამირეკა... და მითხრა, მთავარია შენ როგორი ხარ და არა – სხვებიო. ყოველთვის იცის, რა მითხრას და როგორ გამაცინოს.
შლომო ჩემს საქმროს ჰქვია.
როგორც არაფერია შემთხვევითი მზის ქვეშ, ისევე არ არის შემთხვევითი, სოლომონ მეფის სახელი რომ ჰქვია და ჩემს შარშანდელ სნობურ მოთხრობაშიც ის იყო ჩემი საქმრო. ჯერ არ წაუკითხავს ჩემი ის მოთხრობა, მთელი ოთხი თვეა ვაპირებ, ვუთარგმნო და ვერ მოვახერხე.
მანამდე ტირილი, ალბათ, იმიტომ მინდოდა, რომ სასწაულად მივეჩვიე ლაიპციგს, ორ კვირიან სადღესასწაულო პერიოდს და ადამიანს, რომლის გარეშეც გაზაფხულს ასეთი ფერი არ ექნებოდა.
ივნისამდე თითქოს ისე ცოტა დარჩა და მთელ საუკუნეს ჰგავს.

ბერლინში სასწაული ქარია და ცივა.
1 მაისი.
სილვია პლათის "The Bell Jar" წავიკითხე. აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტს–მეთქი, მაშინვე გავიფიქრე, როცა კითხვა დავასრულე და მერე მივხვდი, რა სისულელე იყო ჩემი მხრიდან, ამ პერიოდში, პლათის წაკითხვა.
დავწერ და ნახავთ.

ჩემი ბავშვობის მეგობრები მომენატრნენ. თახვები და "მარშუტკის გოგოები".
ლილუ მენატრება.
ქართული ბლოგებიც მომენატრა, განსაკუთრებით ნატალია და ანუშკასი.

9 comments:

ნატა said...

და მეც რომ მომენატრე? :((((

Keti said...

სოფი, გამიხარდა შენი დაბრუნება :*
ბედნიერ და მზიან ახალ კვირას გისურვებ!

Natalia said...

სოფი, ახლა წინა პოსტებს რომ ლინკავ, იმდენ დეტალს ვპოულობ შენს საქმროზე :) მაშინ როგორ შევამჩნევდი და, ახლა მგონია, რომ სულ მასზე წერდი. I mean, შეიძლება გაუაზრებლად და თავისთავად ხდებოდა, მაგრამ მე ასე მეჩვენება :)

ჰო, და ის გრძნობა, სადმე რომ მიდიხარ/ბრუნდები დიდი იმედებით და ის არ დაგხვდება, რასაც ელოდი - ძნელია ძალიან. შენ კი გყავს ის ადამიანი, ვინც დაგამშვიდებს და ეს არის მთავარი :)

უფრო და უფრო მიხარია შენი ამბავი :)

Nina Gorecki said...

როგორ მიყვარს ის სნობური მოთხრობა :)) ქართული ბლოგოსფეროს მიმოხილვას თუ გავაკეთებ, ამის ლინკი აუცილებლად იქნება :))

Welcome back, sunny! :)

Unknown said...

Sophie, მადლობა მონატრებისათვის :)

ძალიან კარგი ხარ. ძალიან.

Anonymous said...

აი, მაშინ რომ ახსენე პლათს ვკითხულბო, კი გამიკვირდა.
ამ ბედნიერებისას პლათი რად უნდა მეთქი :))
რა კარგი სახელია სოლომონი ;)

სოფი שרה Golden said...

@ნატა, მეც :/

@ქეთი, მადლობა. შენც ბედნიერი კვირა გქონდეს!

@ნატალია, ზოგჯერ მართლა ვწერდი და ზოგჯერ – არა, უბრალოდ, ახლა ბევრი რამე დაემთხვა. დამთხვევები არ არსებობს, პრინციპში, უბრალოდ, ზოგჯერ ადამიანი იმას იღებს, რაზეც წერდა და რაც უნდოდა.

@ნინა, დიდი მადლობა :)

@ანუშკა, ანუშკა, ანუშკა!!!!!

@როდე, ხო, იცის ხოლმე ასე, ქორწილისწინა სტრესია აშკარად :დ

Anonymous said...

taxvebsac da "marshutkis gogoebsac" dzalian gvenatrebi, da vsevdiandebi,roca shens aset mnishvnelovan dges ar viknebi shens gverdit, magram, rogorc shen itkodi - mtavaria shen iko kargad, sheni dgea (ikneba) :)gkocni&gexvevi&gajanjgareb :) :*
ti

Anonymous said...

tis vetanxmebi.mtavaria isaa rom shen xar aseti bednieri da yvelaze metad eg gvixaria.kargi iqneboda rom am dges shens gverdit vyopiliyavit magram chatvale rom zustadac shens gverdshi vart :) arc erti cuti ar ifiqro rom dagivicyet da ar gvenatrebi :* zalian gviyvarxar da kargad ici eg shen :) " fisko "
:D