Friday, May 6, 2011

მშობლებთან შეხვედრა


ცხოვრების ერთერთი გამოწვევა საქმროს მშობლებთან შეხვედრაა, მე თუ მკითხავთ.
ადრე ყოველთვის იმდენად თავდაჯერებული ვიყავი, რომ ყველა ბიჭის მშობლებს და ბებიებს ვუყვარდი, როცა ჩემს საქმროს ვხვდებოდი, ვუთხარი კიდეც, მე და დედაშენი, დარწმუნებული ვარ, დავმეგობრდებით–მეთქი.
მერე ერთმა ნაცნობმა მითხრა, არ შეიძლება ასეთი თავდაჯერებულობა, როცა ადამიანები საკუთარ შვილებს/შვილიშვილებს "კარგავენ", ამის რეალური მიზეზი სულაც არ უყვართო. რა თქმა უნდა, იმ ნაცნობთან კარგა ხანს ვიკამათე და ოდნავადაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ჩემი საქმროს მშობლების გულს მოვინადირებდი (ქართულ გამოთქმებს ხომ არაფერი ჯობია ამქვეყნად).

თავდაჯერებულობას მანამდე არ უღალატია, სანამ მე და ჩემი საქმრო იმ ლიფტში არ აღმოვჩნდით, რომელსაც მისი მშობლების ბინაში უნდა ავეყვანეთ.
მაშინ დამეწყო ნერვული სიცილი, გამახსენდა მსოფლიოში არსებული ყველა სტერეოტიპი, ანეკდოტი, კომედიური ფილმები, ბოროტი ისტორიები და მივხვდი, სულ სხვა სამყაროში ვაბიჯებდი, რომელზეც მანამდე ასე სერიოზულად არ მიფიქრია, რადგან ქარაფშუტულად მჯეროდა, ჩემი შეყვარება მათთვის გარდაუვალი იყო.

შეხვედრამ კარგად ჩაიარა, ბუნებრივია, რადგან მშობლებიც ჩემზე არანაკლებ ღელავდნენ. ათასნაირ კერძს მთავაზობდნენ და სასწაულად კორექტულ კითხვებს მისვამდნენ (რა კარგი იქნებოდა, შორეული ნაცნობებიც ასე იქცეოდნენ). მერე ხან ვიცინოდით, ხან ვდუმდით, ხან ტელევიზორს შევცქეროდი, რომელიც ნახევარი წლის მანძილზე არ მენახა.
მთლად ისეთი ადვილიც არ იყო, როგორც მეგონა; საერთოდაც, ცხოვრება სულაც არ არის ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ჩემთვისაც კი, ყველაზე crazy sunny ადამიანისთვის, ბევრი ისეთი რაღაც არსებობს, რასაც გვერდს ვერ აუვლი, შენს გონებაში ისეა ჩაბეჭდილი, არ იცი, რა მოუხერხო და გემოზე იბნევი.

საქმროს მშობლებთან შეხვედრა მართლა საკმაოდ რთული იყო, განსაკუთრებით, როცა დაფიქრდები, ისინი არიან ადამიანები და ოჯახი, სადაც შენი ადამიანი დაიბადა, გაიზარდა, ჩამოყალიბდა და შენზე კარგად იცნობენ [თუმცა, მაინც გჯერა, რომ მას ყველაზე კარგად შენ იცნობ].
ჩემთვის, ალბათ, იმიტომ უფრო იყო რთული, რომ საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება, მოგზაურობა უცხო ქვეყნებში, დედაჩემმა ყოველთვის იცოდა ჩემი თავისუფლების მნიშვნელობა და ასე გამზარდა. ამიტომ, როცა ისეთ ოჯახებში ვხვდები, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ძალიან არიან მიჯაჭვულები, დამშვიდობებისას ყოველთვის ერთმანეთს კოცნიან და ეფერებიან, თავს უცნაურად ვგრძნობ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, მეც ყველა ჩავკოცნო თუ უკან დავიხიო.

სასაცილო პოსტის დაწერას ვგეგმავდი და დე ნიროს ფოტოც ამიტომ ვიპოვე, მერე უცებ ჩავფიქრდი და სულ სხვანაირი გამოვიდა, ვიდრე ვაპირებდი.

ბედნიერ შაბათ–კვირას გისურვებთ!!!
როგორი ამინდია მანდ? დღეს აქ სასწაულად დათბა, სამი "გორგალი" ნაყინი მივირთვი ჩემს საყვარელ Häagen-Dazs–ში, თმის ახალი შამპუნი ვიყიდე და ახლა ნელ–ნელა შაბათისთვის დავიწყებ მზადებას. უკვე სამი შაბათია, ბერლინში არ ვყოფილვარ და უცნაურად ვგრძნობ თავს, რომ დღეს სხვა სინაგოგაში ვიქნები და შლომოს გასასვლელში არ დაველოდები.

13 comments:

Clown said...

^_^

13th said...

დაახლოებით მსგავსი რამ შემიძლია ჩემს თავზეც ვთქვა. ორი სერიოზული ურთიერთობის დროს, ბიჭის მშობლებს მოვწონდი ძალიან და უკვე ბიჭთან ურთიოერთობების ბოლოსკენ რძლადაც აღმიქვავდნენ.

როდესაც მე და ჩემმა კაცმა გადავწყვიტეთ ერთად ვყოფილიყავით და მშობლების გაცნობის დღე დადგა, ფიზიკურად ისე მაკანკალებდა და ისეთ ცუდ განწყობაზე ვიყავი, რომ... გახსენებაც არ მინდა. ალბათ გულიც მიგრძნობდა რომ ყველაფერი არც ისე კარგად დაიწყებოდა...

თუმცა, ახლა და დღეს, ამ მომენტისთვის ის არის მთავარი ალბათ რომ მე და ჩემი კაცის მშობლები ძალიან კარგად ვართ ერთმანეთთან, მე და დედამთლი ერთად ვშოპინგობთ და ა.შ. რაც ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ცალკე ვცხოვრობთ... თუმცა ეს უკვე სხვა თემაა

შენ კი, შენ შეუძლებელია ადამიანს არ მოეწონო და დადებითად არ განეწყოის შენდამი. არ გიცნობ ცხოვრებაში, მაგრამ ვირტუალურად შენგან ისეთი დადებითი აურა მოდის, რომ... არც ვიცი სიტყვებით როგორ ვთქვა :) კარგი გოგო ხარ :* :)

Anonymous said...

რა საინტერესოა ეს ყველაფერი :)

აქეთ კი დათბა, მაგრამ უცებ აცივდება და წვიმს...

ასევე ბედნიერი შაბათ–კვირა ქრაზი სოფი! :))

Keti said...

როგორ მკაცრად ჟღერს "მშობლებთან შეხვედრა", არადა ხომ შეიძლება საერთოდ არ იყოს ასეთი და მგონია, შენს შემთხვევაშიც თბილ გარემოში ჩაივლიდა..

ისე დასანახად აღწერე ეს ყველაფერი, თან ნერვული სიცილი მეც ამტყდომია რაღაც მომენტში და წარმოვიდგინე :)

ბედნიერ შაბათს გისურვებ სოფი!

Toma said...

მშობლები შვილებს ერთ მხარეს იცნობენ, პარტნიორები კი სულ სხვა მხარეს, პლიუს იმ მხარესაც ეცნობიან რომელიც მშობლებმა იციან.

ამას მაშინ გამოცდი როცა ერთად დაიწყებთ ცხოვრებას და მას კიდევ უფრო უკეთესად გაიცნობ, მერე მშობლები რაღაცეებს მოგიყვებიან და შეადარებ შენ გმოცდილებას მათ მონათხრობს.

babisa said...

რა საინტერესო ამბებს გვიზიარებ, სოფი, მგონია მეც მონაწილე ვარ მთელი მაგ ამბების :)
რთულია მიჯაჭვულობის გააზრება და შეგუება, მაშჳნ როცა შენ სხვანაირად ხარ მიჩვეული. საერთოდ ძნელია, შენი საყვარელი ადამიანის 'შვილის' როლში დანახვა, სხვანაირი ჩანს თითქოს, მათთვის მუდამ პატარა რომ იქნება და ისიც შვილის როლს მორგებული სხვანაირი რომ ჩანს შენს თალში u know what i mean :))
მთავარია, კარგად ჩაიარა, მჯერა, ძალიან დადებითი შთაბეჭდილება შეექმნათ შენზე. ნეტა, ისინიც რელიგიურები არიან? :)

gabo said...

სოფ ბედნიერებას გისურვებ , გამიხარდა შენი ამბები . საპასუხისმგებლო მომენტია ნამდვილად მშობლების გაცნობა მიხარია რომ კარგად ჩაიარა ყველაფერმა . მზე გამოვიდა იასამანი აყვავდა ღამით ცოტა ქარია ან წვიმს მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი რიგზეა :) ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებ

Sophie שרה Golden said...

@კლოუნ, :) :*

@13th, მეც ვიმედოვნებ, რომ დავმეგობრდები საქმროს მშობლებთან :) დიდი მადლობა. შენზეც მხოლოდ იმავეს თქმა შემიძლია, რომ სასწაულად დადებითი აურა გაქვს.

@როდე, მადლობა. კარგია, მანდაც რომ დათბა.

@ქეთი, ხო, ცოტა მკაცრად ჟღერს, თან სასაცილოდაც, მგონი :) მადლობა. ბედნიერ კვირას გისურვებ!!!

@ტომა, ნამდვილად. აუცილებლად შევადარებ და მერე დავწერ.

@ბაბისა, ხო ძალიან ძნელია. თან სიმართლე გითხრა, ამდენი არ მიფიქრია და ახლა მივხვდი, რომ სულ სხვადასხვა მხრიდან ვიცნობთ ერთსა და იმავე ადამიანს :) არა, ისინი არ არიან რელიგიურები.

@გაბო, დიდი მადლობა. აქაც გაყვავდა იასამანი და სულ საქართველო მახსენდება. ბედნიერი კვირა გქონოდეს!!! :)

ჭიამაია said...

ვაი, მშბლებთან შეხვედრა.. მე კი ვიცნობ და შევხვდი უკვე მაგრამ არ დამავიწყდება მაგ ნერვიულობის გამო ლამის სამამამთილოს მანქანა რომ დავამტვრიე. მერე მოვყვები :)

Anonymous said...

zalian bunebrivi ramea neriuloba aset mnishvnelova dges, magram darcmunebuli var yvelaferic martla kargad chaivlida.vici me umetes shemtxvevashi rogori shtabechdilebebic rchebat xolme shenze :D ase rom sanerviulo arc araferi ar iyo. :) tumca umagisoba namdvilad ar iqnebaoda :) carmatebebi sakvaleloooooo :*

Dissolved Girl said...

მე ნერვიულობაც ვერ მოვასწარი, ისე დაუგეგმავად შევხვდი მის მშობლებს :)

Sophie שרה Golden said...

@ჭიამაია, მოყევი რა, ძალიან საინტერესოა სამამთილოს მანქანაზე როგორ დაჯექი? :)

@ანონიმუს, ნხო ფისკო :) :* მადლობა!!!!

@Dissolved girl, oops! მერე, ადვილი იყო?

Unknown said...

მიხარია შენი ამბები...
მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს სწორად გააკეთებ... : ) მიხარიხარ! წარმატებები! :*