
აცივდა.
მთელი შაბათ–კვირა წვიმიანი და გრილი იყო.
შაბათს ისე სასწაულად დაუშვა წვიმამ, გვეგონა აღარასოდეს გადაიღებდა და მე ფანჯრიდან ვერ მომწყვეტდა კაცი.
ლაიპციგში ვიყავი ამ შაბათზე.
უკვე ჩემს სახლად იქცა ეს ქალაქი და ერთი სული მაქვს, როდის გადავალ საცხოვრებლად.
ბერლინში აღარაფერი მომწონს.
მეჩვენება, რომ ლაიპციგი ბევრად ლამაზია, შედარებით თბილიც და თან პატარა.
ნახევრად სომნამბულურად ვარ ახლა.
ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად მძინავს, ვღელავ, სულ რაღაც 4 კვირა დარჩა.
ჩემი საქმრო სხვა ქალაქში ცხოვრობს და მუშაობს, მე – სხვაგან, ხშირად ვერ ვხვდებით; ეს უკეთესიცაა, პრინციპში, მერე დამშვიდობება და მატარებლიდან ხელის დაქნევა უარესად სტრესულია ხოლმე.
ხან რაც მომხვდება, ყველაფერს ვჭამ ნერვიულობისგან, ხან – კიდევ საერთოდ არ მშივდება.
წერა მეზარება.
ლაპარაკიც მეზარება.
დროებით ოღონდ.
ხან სასწაულად ჰიპერაქტიური (თუ რეაქტიული?) ვხდები და ყველა საქმეზე სიხარულით დავრბივარ.
ჩაი მინდა და ხრაშუნა ორცხობილები, რომ ჩავალბო და ისე გემრიელად ვჭამო.
კიდევ მინდა, ეს ბლოგი თბილ ადგილად დარჩეს, სადაც შემოვიხედავ, დავწერ, რაც მომინდება, რასაც ვგრძნობ და ის ადამიანებიც თავისუფლად შემოვლენ, ვისაც მართლა აინტერესებს და დასაწყისიდან კითხულობს, როგორ დაიწყო ჩემი sunny ცხოვრება და როგორ გრძელდება...
კიდევ იტყვიან, ცხოვრება ფილმი არ არისო, ხო?
ფილმია, აბა რა.



12 comments:
როგორი აღელვებული პოსტია, გეტყობა ნერვიულობა დიდ დღესთან დაკავშირებით. ისე, რა მაგარი გრძნობაა ალბათ ახალი ცხოვრების დაწყება : )
სოფი, ისეთი მღელვარე პოსტია, სიყვარულიანი, მოლოდინიანი, თბილი...
მე, შეიძლება ითქვას, თავიდან ბოლომდე მაქვს შენი ბლოგი წაკითხული და გეთანხმები – ესაც ფილმია, თან ისეთი – დადებითაურიანი, მზიანი....
მზიანი დღეეები და განწყობები შენ! :*
განსხვავებული პოსტი იყო და მომეწონა გაწყვეტილი წინადადებები ;)
უცნაური აღელვებაა, ყველაფერი მოქმედებს და ყველაფერი სხვაგავარადაა.
ჩვენ ველით შენს სანი აზრებს. ეს ბლოგი ყოველთვის სითბოსა და მხიარულებას გამოასხივებს.
აჰ, სოფი, ლაიპციგს ახსენებ ამდენ ხანს და მე ახლა გამახსენდა, რომ შანსი მქონდა, ძალიან მცირედი, მაგრამ მაინც, რომ მანდ წავსულიყავი სწავლის გასაგრძელებლად. წარმოვიდგინე, რა მაგარი იქნებოდა მე და შენ ერთ ქალაქში!
ნუ ღელავ, ნუ ღელავ! როგორც დერეკ შეპარდი იტყოდა, everything will be the way it goes :) [იმედია, სწორად მახსოვს, რაღაც არ გავს გამართულ წინადადებას :დ]
სოფი, როგორი თბილი და "მოლოდინიანი" პოსტია ^_^
ბედნიერებას გისურვებ :* :* :*
darcmunebuli var ramdenjer inatrebdi ifqlis bulkebs da chais gapipinebuli chiqit :D :Dkargad iqneba yvelaperi nu nerviulob :* miyvarxar fisko ;)
ჩემი მზიანი გოგო! ყოველთვის მზიანად დარჩები, როგორი მოღრუბლულიც არ უნდა იყოს... ^^
@Dissolved girl, ხო, ძალიან აღელვებულია, ახლა გადავხედე და მივხვდი :)
@Keti, მადლობა, შენც მზიანი და კარგი დღეები :) შეიძლება ითქვას, შენ და რამდენიმე ადამიანს ეხებოდა პოსტი, როგორ ძალიან მახარებს თქვენი შემოსვლა და კომენტარები.
@Rode, რა კარგი ხარ!!! :) აუცილებლად.
@Natalia, ახლა კიდევ ერთი მიზეზი გაქვს, რომ ოდესმე ჩამოხვიდე ამ ქალაქში... დასარჩენი ადგილი გაქვს, ხომ იცი. გამართული წინადადებაა, ყოველ შემთხვევაში, ამერიკული ინგლისურისთვის.
@Clown, დიდი მადლობა, ჩემო ყველაზე კარგო და ჭკვიანო!!!
@Anonymous, ფისკო, სიმართლე გითხრა, იფქლი არ გამხსენებია, აღარაფერი მიჭამია, მაგრამ "გაპიპინებული" ჩაი და რუსული "პეჩენიების" გახსენება, გიყვარდეს :) მიყვარხარ!!!
@kanario, ძალიან ძალიან მზიანი ხარ თვითონაც და მიხარია, რომ აგრძელებ წერას. იმედია, დავრჩები და შენც იმავეს გისურვებ, რომ მუდამ ოპტიმისტი და მხიარული იყო :) :*
სოფი :*
შენი ბლოგიდან სითბო იღვრება :))
მეჩვენება, რომ ის ყველაზე შორსმდგომია ქართულ ბლოგთაგან: რაღაცნაირი მყუდროა და თბილი :)
@ქეთი, :) :*
@დრიმარ, მადლობა. შეიძლება იმიტომ, რომ შორს ვარ ქართული რეალობისგან :/
მე კი ძალიან მომწონს ასეთი პოსტები. ქართველი ბლოგერები ძირითადად ქართულ რეალოაზე წერენ. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, მათი პოსტებით ინტერესდება ის, ვინც ცხოვრობს ამ რეალობაში ან რამე სახის შეხება აქვს /ექნება მომავალში/. აი შენი პოსტები კი ისეთ ზოგადსაკაცობრიო თემებზე (სიყვარული, ღმერთი, ბედნიერება, ცხოვრება, ურთიერთობები და ა.შ) და ისე კარგადაა დაწერილი, რომ მგონია, რა რეალობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, მაინც დაინტერესდება და წაიკითხავს.
Post a Comment