Wednesday, May 18, 2011

პოსტ–ჰედლაინები


გითხარით, ჩემი ფორთოხლისფერი მეგობარიც (თან ოთახის მეზობელი) რომ დაინიშნა? ახლა ჩვენს, ასევე ფორთოხლისფერ, ოთახში ორი stressed bride ცხოვრობს და ყველა გოგოს უნდა, ჩვენ როცა წავალთ, ეს ოთახი დაიკავოს.

სასწაულად კარგი ამინდი გამოვიდა დღეს და მთელი დღე საქმეებზე ვიარე. უცნაურია, რომ ყველგან, სადაც მივედი, კეთილგანწყობილი ადამიანები შემხვდნენ, გაღიმებაც არავის დავიწყებია (გერმანელებს ეს ავიწყდებათ ძალიან ხშირად). ხვალ საქართველოს საკონსულოში მაქვს საქმე მოსაგვარებელი და მაინტერესებს, როგორ მომემსახურებიან. მიწერილ ი–მეილზე პასუხი ჯერ არ გაუციათ, მაგრამ ვიცი რა ქართული "კლასიკური" მიმართება ინტერნეტთან, დიდად არ გამკვირვებია.

ზარასა და ეიჩ&ემ–ში საინტერესო ახალი კოლექციაა, ფერად–ფერადი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მანდილები (მომკალი და ახლა სხვა სიტყვას ვერ ვიხსენებ :/ თავსახვევი? შარფი?). კაბების უმეტესობა საკმაოდ მოკლეა, ან იმდენად გრძელი, ფეხებით რომ გათელო – ანუ, არასაჩემო სიგრძეებია.

ამ ბოლო დროს პოსტი–ჰედლაინები გამომდის. ყველაფერს ერთად ვწერ.
უცხოეთში ცხოვრება ადამიანს სასწაულად ადეგრადირებს, დავრწმუნდი; განსაკუთრებით მე, როცა ქართულად მხოლოდ ინტერნეტით ვსაუბრობ და დანარჩენ დროს სულ უცხო ენებზე მიწევს ლაპარაკი. შესაბამისად, ვგრძნობ, რომ გრძელი და ლიტერატურულ–ჩახუჭუჭებული წინადადებების აწყობას სწრაფად ვეღარ ვახერხებ. აღმოჩნდა, ეს პრობლემა მხოლოდ მე არ მაწუხებს, ერთი ამერიკელი გოგოც წუწუნებდა, რომ ლიტერატურული სიტყვები აღარ ახსოვს, რადგან უცხოეთში სულ სხვა სასაუბრო ენას იყენებს, ვიდრე სახლში. მადლობა ღმ–ერთს, მარტო არა ვარ.

გუშინ ჯეიმს ჯოისის "ულისე" ვიყიდე 1 ევროდ, წარმოგიდგენიათ? სასწაულ გაიაფებას შევეჩეხე და წიგნებზე მისეულ ხალხში ვიძრომიალე.
"ულისე" იმ მრავალ ნაწარმოებთაგანია, რომელიც მსოფლიო კლასიკად ითვლება და ბოლომდე კაციშვილს არ აქვს წაკითხული. ჩემთვის კიდევ იმ წიგნებს შორისაა, რომლის წაკითხვასაც საუკუნეებია ვაპირებ, "ძმები კარამაზოვების" ჩათვლით.
შკვორეცკის "მშიშრებს" რაც შეეხება, რომელიც აუღებელ ციხე–სიმაგრედ მექცა, უკვე იანვრიდან ვკითხულობ, მატარებლებით დავატარებ და მაინც ვერ დავასრულე.

ჩემს ქორწილამდე სულ რაღაც ერთი თვე დარჩა.

6 comments:

Natalia said...

ოჰ, სოფი, ნეტავ შენსავით შემეძლოს წერა - რაზეც არ უნდა წერდე, ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხი გამოდის :)

Nina Gorecki said...

ვაი რა ერთნაირად გვქონია წიგნები შემონახული. ერთი ეგაა, მე მგონი ულისეს წაკითხვას აღარ ვაპირებ, იმდენჯერ გადავდე უკვე :) რაღაცნაირი გაცრეცილი ყავისფერი განწყობა მოდის ამ წიგნის ფურცლებიდან :)

ზარაში ორჯერ ვიყავი და თავსაფრები არ შემიმჩნევია, დავბრმავდი ესე იგი :დ კოლექცია კი მართლა მომეწონა (იმ შინ ჩასაცმელი ფერადი სვიტერების გარდა)

სოფი שרה Golden said...

@ნატალია, მადლობა, მადლობა, მადლობა... არადა, სასწაულად არეულად ვწერ ამ ბოლო დროს :/

@ნინა, როგორმე უნდა წავიკითხო, ჯოისის "დუბლინელები" სასწაულად მომეწონა, წლების წინ როცა წავიკითხე.
სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, თავსაფრები, მგონი, ეიჩ&ემ–ში ვნახე და არა ზარა–ში. არ ვიცოდი, თბილისში ზარა თუ იყო, თან ყველა ქვეყანაში სხვადასხვა კოლექცია აქვს ამ ფირმას, რამდენადაც მე ვიცი.

Keti said...

კი, ენდომებათ თქვენს ოთახში :)

მე მომწონს ეს ჰედლაინებიანი პოსტები, განწყობებით არის სავსე...

Toma said...

შენთან ერტად მეც ვღელავ. ასე მგონია მიუხეადვად იმისა რომ მანდ ბევრი მეგობარი გყავს, ასქართველოში რომ მომხდარიყო ეგ ყველაფერი მაინც სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი, განცდების და ემოციების მხრივ ვამბობ.

გუდ ლაქ.

სოფი שרה Golden said...

@ქეთი, ხომ წარმოგიდგენია? :))) მადლობა, მე კიდევ მეგონა, ძალიან არეული გამომივიდა.

@ტომა, მართალი ხარ. იქ ალბათ სულ სხვანაირი იქნებოდა. მადლობა, რომ ჩემთან ერთად ღელავ.