28 წუთი არ მეყოფა.
უკვე 27 დამრჩა.
იანვარში ხმა დავკარგე და ის მამაკაცი, რომელსაც მოგვიანებით ცოლობაზე დავთანხმდი მილან კუნდერას შემდეგ, ღამე ტელეფონით ზღაპრებს მიკითხავდა.

თებერვალში იყო პრაღა.
გაზაფხულზე ამოყვინთვა მომინდა და 23 მარტს წყლის ზედაპირზე სხივები რომ დავინახე, გავბედე.
აპრილი აღარ მახსოვს.
მაისში ბევრი 25საათიანი დღე მქონდა.

თითქმის ივნისი და ივლისიც აღარ მახსოვს.
სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი...
ეს წელი ისე სწრაფად გავიდა, ხან მგონია, საერთოდ არ ყოფილა და ყველაფერი ის, რაც იყო, უბრალოდ მესიზმრებოდა. მხოლოდ ის არის ნამდვილი, რაც ახლაა ჩემს ცხოვრებაში და მანამდე რაც იყო, იმას თითქოს მხოლოდ ვწერდი და სიზმრებში ვნახულობდი.
ვიზრდები. სარკეში როცა ვიხედები, მაშინ ვხვდები და მნიშნელობა არა აქვს, რომელი წელი მოდის, აშკარაა, რომ სარკიდან ყოველდღე სხვა ადამიანი მიყურებს.
ჩემი ცხოვრება ყოველთვის ფილმი იყო, ხანაც წიგნი. ალბათ იმიტომ, რომ მე თვითონ გადავწყვიტე, საყვარელ სცენარისტთან დაახლოება და მისი დახმარებით ჩემი ცხოვრების წერა. ჩვენი ახალი წელი კარგა ხანია, რაც დადგა და 2012 მხოლოდ კალენდრის ფურცლებს თუ შეცვლის. ცხოვრებასაც არაფერი ცვლის ადამიანების გარდა.
არასოდეს არაფერი შეიცვლება და სამყარო ყოველთვის იქნება ისეთი, როგორიც არის. ან შეიცვლება ოდესმე, მაგრამ უმეტესობა მაინც ვერაფერს მიხვდება და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება.
დავითი ამბობს თავის 30-ე ფსალმუნში (პერიფრაზს ვწერ): მხოლოდ სიცოცხლეს აქვს ფასი, რადგან თუ არ ვიქნები, ჩემი მტვერი ღმ–ერთს ვეღარ ადიდებს და ვერაფერს გააკეთებს დედამიწაზეო.
იცოცხლეთ, იცოცხლეთ, იცოცხლეთ!!!



6 comments:
ბევრი პოზიტივი, სიყვარული და ბედნიერება სოფის! :*
რა კარგი პოსტი იყო, სოფი! მეც ზუსტად ის განცდა მაქვს ეს ორი დღეა, რომ ახალი წელი, კალენდრის გარდა, არაფერს ცვლის! სხვა დანარჩენი ჩვენზეა დამოკდიებული!
გილოცავ, სოფი! ბედნიერი წელი გქონოდეს :) :* ველი შენი წიგნის გაგრძელებას ამ ბლოგის ფურცლებზე :)
<3 ბედნიერი 2012 შენ :*
როდე, უნაამარგა, ქეთი, ბაბისა, დიდი მადლობა!!! თქვენც სიკეთე, სიხარული და სიყვარული გქონოდეთ მთელი ამ და მომავალი წლების მანძილზე!
When a erotiс massagе mаѕter, this
іs thе bеst оne to use?
The dіscrete nature of a bodyωoгκ sеssіon in
a luxurу erotic masѕagе.
Ѕexuality iѕ an imρortant steρ towагd the tantrіc expеrienсe with a massage table.
The nеxt month she sold 9 and salеs have been boοming.
Thе 16 Devis of this Avarana are calleԁ the Nіtya Kаlas,
also Nіtya Dеvis, alѕo
Akarѕhanа Devis and alѕo Gupta Yogіnis.
Through mаssagе, уοur body becomes relaхed, hоwevег with these rесommеndations in typе F, youngeг looκing ѕκin.
my websіte :: sensual massage
Post a Comment