დღეს, სასწაულად, 10–ის ნახევრამდე დამაცადა ეზრამ ძილი. თავიდან 6–ზე გაიღვიძა, გამოვუცვალე, ვაჭამე და მერე მე დამეძინა და ის რას აკეთებდა, ვეღარ გავიგე. 8–ზე გამეღვიძა და მღეროდა თავისთვის, ისევ ვაჭამე და ჩაეძინა პატარა ფისოსავით, მეც მასთან ერთად და მერე უკვე 10–ის ნახევარზე მზემ რომ შემოიხედა ჩვენს ფანჯარაში, გამეღვიძა. გულაღმა ვიწექით ორივე და მე გიჟური სიზმარი მქონდა ახალი ნანახი; ვითომ მოცურავე ვიყავი და თან ვიღაცებს ვეჩხუბებოდი. მოცურავეობა ხომ ყოველთვის მინდოდა და ბავშვობაში წყლიდან ვერ ამოვყავდი ბაყაყივით, მდინარე, ზღვა, ტბა, გუბე, წყალი, ყველანაირი წყალი ერთნაირად მიყვარდა და დღემდე მიყვარს.
აქაც მინდოდა ეზრასთან ერთად მევლო ცურვაზე. არის პროგრამები, სადაც მშობლები შვილებთან ერთად დადიან და ერთობ მხიარული რამეც უნდა იყოს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩვენი საერთო ცურვის გაკვეთილები არ გამოვა, რადგან საცურაო აუზის პირობები საჩვენოდ "ვერ" არის შერჩეული.
ცუდ ხასიათზე როცა ვარ ხოლმე, ვფიქრობ, რატომ არ/ვერ გავხდი სპორტსმენი, რატომ ვერ წავედი დიდ სპორტში... ცუდ ხასიათზე როცა ხარ ადამიანი, ხომ მთელი შენი ბავშვობის ტრავმები და არახდენილი ოცნებები გახსენდება, საკუთარი თავი გეცოდება, ადანაშაულებ არასწორ დროს, ადგილს, სხვადასხვა გარემოებას. მეც ასე ვარ ზუსტად.
მერე ჩემს ქმარს ვეწუწუნებოდი, როგორ მინდოდა მოცურავეობა ან ჩოგბურთელობა. მერე იმაზე გადავედი, რა ცოტა მეგობარი მყავს აქ და ხანდახან არავისთან მინდა ურთიერთობა, იმიტომ, რომ საერთოს ვერ ვპოულობ. არ ვიცი, რაზე ველაპარაკო. რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მიჭირს მეგობრების შეძენა. ჩემი ხასიათიც ნერვებს მიშლის, ყველანაირი უსამართლობა და თვალთმაქცობა რომ მძულს, და ამიტომ თვალებს ვერ ვხუჭავ ბევრ რამეზე და ვშორდები ადამიანებსაც და ადგილებსაც.
არა, ისე რამდენი ხანია უკვე ეს ბლოგი მაქვს?
მალე მეხუთე წელი იქნება და ვინც დასაწყისიდან კითხულობს, ეცოდინება, რომ ადრე კიდევ უფრო მძაფრად მაწუხებდა ეს პრობლემა, ახლა ნელ–ნელა შემინელდა, განსაკუთრებით, ჩემი ოჯახური სტატუსის ცვლილების შემდეგ. მაგრამ რა ვქნა, რომ ქალები ჰორმონებით ვართ გატენილი და ხანდახან რომ მომივლის, ტირილიც მინდება, წუწუნიც და მთელი ქვეყნიერება ცარიელად მეჩვენება.
ვიცი, რომ ესეც გაივლის და სოლომონ ბრძენის გარდა, ვინმე თუ ამას მიხსენებს, გავგიჟდები. კი, გაივლის, მაგრამ სანამ გაუვლია, ხომ ჩემს გულსა და ემოციებზე მოქმედებს, ადვილია?
ცურვა მაინც მინდა.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




10 comments:
ბევრი რამ გაივლის ისე რომ კვალს არ დატოვებს, ბევრიც ისე რომ კვალს დატოვებს სხვადასხვა სიღრმის, ეს ნორმალურიცაა. მთავარია ამ დატოვებულ კვალს როგორ გაუმკლავდები. წუწუნი, ტირილი და ა.შ. ჩემი აზრით კარგია. ემოციის როგორღაც მაინც გამომჟღავნება აუცილებელია.
მეგობებს რაც შეხება გეთანხმები, ასაკთან ერთად უფრო ძნელია მეგობრების შეძენა, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში სადაც სხვა ადამიანებთან მცირე საერთო გაკავშირებს. მერე სხვადასხვა ღირებულებები, სხვადასხვა გამოცდილება და ეს მცირე საერთოდ ატომის ზომის ხდება.
ერთხელ დასაქმების ინტერვიუზე ვიყავი, ოტ სჭირდებოდათ ფსიქოსომატურ პაციენტებთან სამუშაოდ. ხოდა ინტერვიუერი იყო ფსიქოლოგი + ექიმი. ხოდა გაუკვირდა ქალს, ემოციების გრძნობების გამომხატველი სიტვები გააქვს საერთოდო? მეც ვუთარი მაქვს მაგრამ არ ვიყენებთქო. აბა რას აკეთებ როცა მოწყენილი ხარ, როცა შფოთავო, რას და ვმუშაობ მეთქი. ანუ ჩემი სტრატეგია, არის მუშაობა. ხოდა იცი რა მითხრა, "ასე შორს ვერ წახვალო". ალბათ ხვდები რა იგულისხმა. შესაბამისად, სოფი, როცა მოწყენილი იქნები იტირე, იწუწინე. როცა გახარებული იქები იყვირე და იცინე. განდევნას ყველაფერი ჯობია.
პ.ს. იმ ქალთან არ დავთანხმდი მუშაობას, ავტორიტარული პიროვნება იყო, და ასეთებს საერთოდ ვერ ვეგუები.
@ტომა, 100% გეთანხმები. ჩემზე კარგად იცი, უცხოეთში ცხოვრებისა და ადაპტაციის სირთულეები როგორია.
დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარე, სხვათა შორის. ემოციების დამალვა დიდხანს არ შემიძლია, მგონი, საერთოდ არ გამომდის.
კარგი გიქნია, ძნელია ასეთ ხალხთან მუშაობა.
ვეთანხმები ტომას, ემოციების გამოშვება აუცილებელია. მე ის წავიკითხე, რომ ქალებს ამ მხრივ უკეთესაად აქვთ საქმე, რადგან ახერხებენ ტირილს, კაცებს კი ბავშვობიდან უჩიჩინებენ, რომ ემოციების გამოხატვა მათ არ შეეფერებათ და ამიტომ მეტი პრობლემა ექმნებათ ხოლმე, როგორც ჯანმრთელობასთან, ისე საერთოდ.
რაც ასაკი გვემატება, ნაკლები მეგობრები კი ნორმალურია. იგივე მჭირს. ძალიან ახლოს უნდა მოვიდეს ადამიანი თავისი თვისებებით და საერთო ინტერესებით, რომ დავუმეგობრდე. მე პირადად ის პრობლემაც მაქვს, რომ ქალურ სალაპარაკო თემებს ვერ ვიტან და არასდროს მაქვს მოსაყოლი. ამ მხრივ კაცებთან მეგობრობა მირჩევნია, მეტს ვსაუბრობ :)
ეზრა რომ წამოიზრდება, ალბათ უფრო შეძლებ ცურვისთვის დროის გამონახვას :)
მეც ვწუწუნებ ხოლმე ბავშობის არხდენილ სურვილებზე. მე მხატვრობა მინდოდა :)
იცი როგორი სიტუაციაა???
ან ხარ მანდ უმეგობროდ, მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში. ან ხარ აქ ბევრი მეგობრით, ახლობლით, მიმოსვლები, მაგრამ არანორმალურ და დაულაგებელ ქვეყანაში. ხოდა რომელი გირჩევნია, უნდა განსაზღვრო.
მე არ ვიცი, რომელი მირჩევნია. ალბათ ორივეგან. მაგრამ არჩევანი არ მაქვს და მინდა თუ არა, თბილისში ვარ.
მოქალაქეობა გაქვს ხომ უკვე???
მე რომ შენზე მეფიქრება, მაშინ შენ ეზრაზე ფიქრობ და მასვე უვლი. მე რომ ვფიქრობ, რომ შენ მანდ უმეგობროდ ხარ და მეგობრულის სითბო გაკლია, შენ ზიხარ და ამის გამო ტირი. მესმის შენი და სამწუხაროდ ვერანაირად ვერ გეხმარები, გარდა იმისა, რომ აქ ვპოსტო გრძელ-გრძელი კომენტარები. ძნელია ასე. ფბ-ზეც მაკლიხარ. სულ ვფიქრობ ახლა ამ სურათზე ამ კომენტარს დამიტოვებდა და ორივე ბევრს ვიცინებდით ამაზე-მეთქი. მაგრამ ეგეც აღარ არის. პრინციპში მესმის კიდევაც. თუმცა მე ამასაც ეზრას მივაწერ, დრო აღარ გაქვს და ბლოგი ამ ეტაპზე შენი მაქსიმუმია.
ცხოვრებაში სამწუხაროდ ეგრეა. არაფერი გაქვს ასი პროცენტით. ეს გაქვს, მაგრამ ის არა. ცუდია და სამწუხარო, მაგრამ there's nothing you can do about it.
მიყვარხარ და გკოცნი ბევრს.
@ქეთი, ზუსტად ასეა. ამიტომაც ალბათ, ქალები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები, რადგან ემოციების გამოხატვაში თავს არ იზღუდავენ, კაცებისგან განსხვავებით.
ქალურ თემებს, ნუ იტყვი, მე რაც ეზრა მყავს, იმის მერე ცოტა დავიწყე, მანამდე ჩემზე მუდო არ არსებობდა მსგავს თემებში :დ
შენ ფოტოგრაფიით მაინც ცოტა მიუახლოვდი შენს ოცნებას და ესეც კარგია უკვე.
@ქეით, ეჰ, არჩევანი რომ კაი ხანია გავაკეთე, ხომ ხედავ. არა ვარ გერმანიის მოქალაქე. რას ამბობ, მე საქართველოს მოქალაქეობას ასე ადვილად დავთმობდი? ჩემი პატრიოტული პოსტები და მონატრებები ცარიელი სიტყვები კი არ არის.
რა კარგია, თუ ასეა და გეფიქრება ხოლმე ჩემზე. მადლობა :* You're special. REALLY!
ეს შენი ჭერილი ზუსტად ისეთ დროს წავიკითხე როცა უნდა წამეკითხა მგონი.გეტყვი ეხლა რაც ხდება;დგეს ვალაგებდი რაგაცეებს და ერთ–ერთ ბლოკნოტში შენი ცერილი აგმოვაჩინე რომელიც დაწერილია 2002 წელს.
გული ამიჩუყდა ეგრევე რათქმაუნდა და ეგრევე თიკოსაც მივწერე.ამ გადმოსახედიდან ეხლა მართლაც რაგაცეებით სხვანაირი იყავი თურმე მაგრამ მაინც ის ხარ :)ისეთი კარგი სტყვები ეწერა და ისე იმოქმედა ჩემზე რომ საშინლად მომენატრე :(არ ვიცი როდის იქნება ის დრო ჩვენ სამივე ერთად რომ ვიქნებით ჩემ მრგვალ მაგიდასთან,მაგრამ ერთი ის ვიცი რომ ეგ დრო როცა მოვა ერტი ვაჯკაცი უკვე ოთახებში ირბენს :)ძალიან მომენატრე :( მიყვარხართ.შენი ნზ.
"რა კარგია, თუ ასეა და გეფიქრება ხოლმე ჩემზე. მადლობა :* You're special. REALLY!"
რომ გეჩხუბები ხოლმე, მაინც? :მო:
ახლა დავფიქრდი, ყველა პოსტი მაქვს წაკითხული :) :) პირველი პოსტიდან დღემდე როგორ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება. ხიზანიშვილს საზოგადოებისთვის ამაზე მეტი მგონი არაფერი ჩაუდენია :)
@ნზ, როგორ მომენატრე ჩემო თახვიკო და ვეღარ მოვახერხე დაგელაპარაკო. ჩვენი ბავშვობის არქივია შენს სახლში :)))
@ქეით, როცა მეჩხუბები, მაშინ კიდევ უფრო მიყვარხარ.
@ნატა, ხო ზუსტად რა. არც მახსოვდა მაგ ქალის გვარი, სულ მთლად გამოვშტერდი :დ
მე კი სულ მგონია, რომ რომ გეჩხუბები აღარ გიყვარვარ და ამიტომაც ვცდილობ ამა თუ იმ საკითხებზე აღარ გეკამათო ხოლმე.
Post a Comment