Saturday, October 27, 2012

ღია წერილი

ჩემი ბლოგის მკითხველ ნანუკას, რომელიც ლაიპციგში ცხოვრობს და რამდენიმე დღის წინ ი–მეილი მომწერა:
ბოდიში, რომ აქამდე ვერ გიპასუხე; ყოველთვის ვპასუხობ ადამიანებს, როცა მწერენ და მე თვითონ საშინლად მწყინს, როცა დიდხანს ან საერთოდ არ მპასუხობენ ხოლმე. ზუსტად მაშინ, როცა დრო გამოვნახე შენთვის პასუხის მოსაწერად, ჩვეულების თანახმად, მანამდე წაკითხული ი–მეილები სწრაფად წავშალე და რატომღაც მეგონა, რომ შენი შევინახე. ამ დროს, არა მხოლოდ შენი, კიდევ ერთი ჩემი ოსნებრუკელი მეგობრის ი–მეილიც წამიშლია, რომელიც, ალბათ, კაი ხანს აღარ გამცემს ამის გამო ხმას.
მოკლედ, ნანუკა, მომწერე კიდევ ერთხელ (რადგან შენი ი–მეილი მე არ მაქვს) და შევთანხმდეთ შეხვედრაზე. მე და ეზრას გვიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა.

3 comments:

Toma said...

უჰ, როგორ გამეხადებოდა ვინმეს ეგრე გაცნობა :)

Anonymous said...

სოფი, რატო შლი მეილებს? მე ყველაფერს ვინახავ და შენც შენი ბლოგიდან გამომდინა მგონია, რომ გიყვარს ისტორიის შენახვა

სოფი שרה Golden said...

@ტომა, მეც და აი, ველოდები ნანუკას გამოხმაურებას.

@ანონიმუს, მიყვარს, მაგრამ მომდის ბევრი მეილი ტვიტერიდან და კიდევ რაღაც შტერობა საიტებზე რომ ვარ დატეგისტრირებული და ასე წამეშლება ხოლმე ზოგჯერ :/