გიფიქრიათ ოდესმე, თუ რა არის ის ზეთი, რასაც ვჭამთ? რა არის ზეთში (ცოტა მეშინია იმაზე დაფიქრება, რაც საქართველოში იყიდება) და რისგან შედგება.
განსაკუთრებით ამაზე მას შემდეგ დავფიქრდი, როცა ეზრას ექიმმა მომცა რაღაც რეცეპტები, როგორი მრავალფეროვანი პიურეები შემიძლია ბავშვს გავუკეთო. თითქმის ყველა რეცეპტში, რომელიც ხორცისა და კარტოფილისგან მზადდება, წერია, რომ ერთი სუფრის კოვზი რაპსის იგივე კანოლის ზეთი ძალიან გააგემრიელებს და ამასთან ერთად, ორგანიზმისთვის აუცილებელი ომეგა 3 და 6–ით გაამდიდრებს. რა არის ეს ომეგა 3 ან 6? ეს რომ ზუსტად აგიხსნათ, მე თვითონ საუკეთესოდ უნდა ვიცოდე ქიმია, ინფორმაციას კი თავადაც გაიგებთ. უბრალო ენაზე რომ ვთქვათ, ომეგა 3 და 6 მცენარეულ ცხიმებში გვხვდება და ცნობილია მათი სასარგებლო თვისებები სისხლის მიმოქცევის სისტემის გასაუმჯობესებლად. თუმცა, თუ ინტერნეტს გადახედავთ (რაც არცთუ ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის), ბევრი წერს ზემოთ ნახსენები ომეგების გადაჭარბებით გამოყენების რისკზე, განსაკუთრებით ზეთში, როცა სხვა მჟავებს ხვდება და მაღალ გრადუსზე იწვის, შესაძლოა ინფარქტსა და კანის კიბოს იწვევდეს; თუმცა, ბუნებრივია, ეს დამტკიცებული არ არის.
რაც შეეხება კანოლის ზეთს (Canadian oil, low acid), რომელიც გერმანიაში ყველაზე მაღალმოხმარებადი ზეთია, ყველაზე დაბალი მჟავიანობითა და ყველაზე მეტი ომეგა 3 და 6–ის შემადგენლობით გამოირჩევა. დასავლეთ სამყაროში კი, "ომეგები" და გაუჯერებელი ცხიმები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რადგან ყველა დიეტაზეა და აღარავის სურს ცხოველური ცხიმების მიღება.თვითონ მცენარეს, რომლისგანაც ეს ზეთი იხდება მინდვრის მდოგვს ეძახიან; ქიმიური დანამატების გარეშე მისი გემო და სუნი საკმაოდ არასასიამოვნოა.
კანოლის ზეთის მსგავსი შემადგენლობა აქვს ზეითუნის, სიმინდისა და ქოქოსის ზეთს, რომელიც მე არასოდეს გამისინჯავს. რაც შეეხება მზესუმზირის ზეთს, რომელიც კანოლის ზეთზე ძვირია, მაგრამ ზეითუნისაზე იაფი, E ვიტამინის უშრეტი წყაროა, როგორც იტყვიან (და ამ დროს მახსენდება ნამდვილი კახური მზესუმზირის ზეთი, ჩემს ბავშვობაში ერთ ახლობელს რომ ჩამოჰქონდა და ის გემრიელი, ჯანსაღი სურნელი არასოდეს დამავიწყდება).
რამდენადაც, ზეთი იმის ზეთია, რომ მაღალ ტემპერატურაზე უნდა იწვოდეს, შესაბამისად მასში შედის ბევრი ისეთი მჟავა, როგორიც მანქანის საწვავში, უამრავი პესტიციდი (ჩვენებურად "სასუქი", ქიმიური ნაერთი, რომელიც სარეველა ბალახს კლავს და შესაბამისად, მოსავალი უფრო "მსუქანი" მოდის) და ქარხნის ყველა ზეთი გადის ე.წ. "დეოდორაციის" პროცესს, რომელიც სპეციფიკურ სუნს აშორებს.
საბოლოოდ, მცენარეულ ზეთში მცენარის შემადგენლობა მინიმალურ პროცენტს აღწევს.
ვერ ვიტყვი, რომ ადრეც ასე ძალიან მაინტერესებდა ზეთის ისტორია, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ჯანსაღი საკვები მიმეღო და მცოდნოდა, რას ვჭამდი. ახლა ჩემს "ბიომანიას" ეზრა დაემატა და ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა (არჩევანის ქონაც), თუ რას ვაჭმევ და მინდა თუ არა ეს მივცე ჩემს შვილს.
სიმართლე გითხრათ, არ მინდა და ამიტომ, გადავწყვიტე აღარ ჩავურიო ზეთი და სანამ შესაძლებელია, ავარიდო ზედმეტ ქიმიკატებს.
თუმცა, ესეც ცოტა პათეტიკურად ნათქვამია, რადგან ომეგებს თავი რომ დავანებოთ, დღეს აღარ არსებობს ბუნებრივი ხილი და ბოსტნეული, ის კარტოფილი და გოგრა, რასაც ჩვენ ვყიდულობთ და რომლის პიურეც ეზრას ასე უყვარს, პესტიციდებითაა სავსე.
ამასთან ერთად, თუ გენმოდიფიცირებულ და ჰორმონებით გავსებულ სხვა საჭმელებსაც გაიხსენებ ადამიანი, შეიძლება გაგიჟდე... შესაბამისად, თუ დაგაინტერესებთ, ამაზეც დავწერ, რადგან მე თვითონ ძალიან მაინტერესებს გენური ინჟინერია და მისი ავ–კარგიანობა. ამ პოსტში კი უკვე მეტი აღარ ეტევა.
გამოსავალი (?):
ცხოველური ცხიმები – ქონი ან კარაქი ( = ქოლესტერინს).
ერთი ბლოგი ვნახე, სანამ ინფორმაციას ვეძებდი მცენარეულსა და ცხოველურ ცხიმებზე და ავტორი წერდა, ზეთების წარმოება 1900–იანი წლებიდან დაიწყო და სტატისტიკის თანახმად, ამ პერიოდიდან ძალიან გაიზარდა გულის და ონკოლოგიური დაავადებებიო. სამაგიეროდ, მანამდე, როცა ხალხი მხოლოდ ქონსა და კარაქს ჭამდა, სიკვდილიანობა ძალიან ხშირი იყო და ადამიანები ახალგაზრდები იღუპებოდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს საუკუნეს არც ისე ცუდი რაღაცების წარმოება დაუწყია, რადგან დღეს ვაქცინისა და ტექნიკის წყალობით, ადამიანები უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ, ვიდრე ოდესმე (ნოეს კიდობნამდე რა ხდებოდა, ეს სხვა საქმეა).
ამიტომ, დავმშვიდდი და გადავწყვიტე, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ბალანსია (ზეთებიდან კი მაინც ზეითუნისას ვარჩევ ყველას, განსაკუთრებით სალათებში და უმად) და სულიერი განწყობა.
გვინდა თუ არა, ქიმიას ვერ გავექცევით, რადგან ყველაფერშია. სიმართლე რომ ვთქვათ, ისე, იქნებ არც ისეთი საშიშია. ბოლოს და ბოლოს, წყალიც ხომ ქიმიური შენაერთია და სუფრის მარილიც ნატრიუმის ქლორიდია, რომელსაც თუ სხვა რამე შეერია, შეიძლება საწამლავადაც იქცეს.
სიყვარულიც ხომ ქიმიაა და ადამიანების ურთიერთობებიც ;)
სუფთა ქიმიური დასვენების დღეებს გისურვებთ, პესტიციდებისა და ტოქსინების გარეშე!!!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




6 comments:
დიდი ხანია, შემწვარს აღარაფერს მივირთმევ. ჯერ ვხარშავ და მერე ვასხამ ზემოდან ზეითუნის ზეთს.
me dudas suppiureebs rgorc ukve vtqvi vamateb zeitunis zetis ramdenime cvets (1 supris kovzi ubralod dzaan aushlis kuchs, chemi dakvirvebit).cota ro moizrdeba vapirebt selis da gogris gulebis zetze gadasvlasac :)
ჩვენი დიეტისტები ადგილობრივი წარმოების რაფსოლიას გვირჩევენ. ქოქოსის ავკარგიანობა ჯერ არაა მეცნიერულად დასაბუთებულიო.
პ.ს. ქოქოსი ერთადერთი მცენარეა რომელის ცხიმიც "კარაქის" ფორმით გვევლინება და არა თხევადი, "ზეთისებური" ფორმით.
@თინა, მე შემწვარ კარტოფილს როგორ შეველიო, არ ვიცი და პრინციპში, არც მიფიქრია ამაზე :))) ზეითუნის ზეთს არაფერი ჯობია.
@ანუშკა, არ ვიცი, ეზრას რამდენჯერმე 1 სუფრის კოვზით გავუკეთე პიურე და ჩვეულებრივად იყო, არ აშლია კუჭი; ახლა ვფიქრობ, ზეითუნის გავუკეთო ხოლმე, თუ გავუკეთებ ზეთს საერთოდ. სელის და გოგრის გულების ზეთი კარგი უნდა იყოს.
@ტომა, ხო ვამბობ, დასავლეთ სამყაროში ყველაზე პოპულარულია რაფსის ზეთი.
Sophie, chemdagvari damokidebuleba gkonia sakveb produktebtan, mec ver vuvli zereled amgvar sakitxebs gverds. sashinlad tsinaagmdegi var genuri ingineriis. ikneb datsero am sakitxzets tu moicli,shesadzloa rame axalic gavigot,tumca mec xshirad vkitxulob am temaze. rats sheexeba zetebs, me piradad zeitunis zetis takvanismtsemeli var,ogond aucileblad unda ikos "extra" da mekanikuri dapresvis gzit migebuli,tan ase mgonia shetsxelebisas kargavs sauketeso tvisebebs, tumtsa me mainc shetsvisasats zeitunis zets vikebeb.lg Nanuka
Post a Comment