იმ პერიოდში, როცა საბერძნეთი (ჰ)ყვაოდა და მსოფლიოს იპყრობდა, ალექსანდრე მაკედონელიდან დაწყებული და შემდეგ, რომის იმპერიით დამთავრებული; ბუნებრივია, იერუსალიმიც/ისრაელი გახდა ბერძნების გემრიელი სამიზნე, როგორც სამყაროს არსებობის მანძილზე, დღემდე, ხდებოდა.
დღემდე ბერძნული ფილოსოფიით იკვებება და სუნთქავს მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით დასავლეთი სამყარო და ერთადერთი, ისრაელი იყო ის ერთადერთი ერი და კულტურა, რომელიც რადიკალურად უარყოფდა ბერძნების ფილოსოფიას და სხეულის განდიდებას.
თუმცა, სხვა დამპყრობლებისგან განსხვავებით, ბერძნებს არ დაუწყიათ ებრაელების მასობრივი ხოცვა, "მხოლოდ" წინადაცვეთა და საძინებელ ოთახებში კარის ქონა აუკრძალეს. ანუ ერის დემორალიზაციით დაიწყეს (რაც ასაკი მემატება, მორალი მით უფრო მიყვარდება) და ჩვენთან რომ იტყვიან, მოყვრულად მოსული მტრის სტრატეგია მოიმარჯვეს, რომელსაც ვითომ ქვეყნის პროგრესირება და თანამედროვე, წინწასული წესების შემოტანა უნდა. წინადაცვეთა იმიტომ, რომ ამით ებრაელები ღმ–ერთისგან დაეშორებინათ და საძინებელი ოთახი კარის გარეშე კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აღარ უნდა ჰქონოდათ პირადი სივრცე, სირცხვილი დაეკარგათ და ყველას თვალწინ დაკავებულიყვნენ სქესობრივი კავშირით, რაც იმ ეპოქის ბერძნებისთვის პროგრესულობას ნიშნავდა (დღევანდელ პერიოდს მაგონებს რატომღაც).
რა თქმა უნდა, იყო კიდევ სხვა აკრძალვებიც სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით, რამაც აიძულა "პარტიზანების" ჯგუფი შეკრებილიყო და დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლა წამოეწყოთ, რაც სასწაულად, პარტიზანების, მაკაბელების გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ, მადლობის ნიშნად, სოლომონის ტაძარში მთავარმა კოენმა მენორის ანთება მოისურვა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ზეთი საკმარისზე ცოტა იყო. მიუხედავად ამისა, ის 8 დღე მაინც იწვოდა. ამის შემდეგ წამოვიდა ტრადიცია, ხანუკაზე (8 დღეს გრძელდება) სანთლების დანთება და ისეთი საჭმელების მომზადება, რომელიც ბევრ ზეთზე მზადდება.
როგორც ყოველთვის, დღემდე ორად იყოფა აზრი, თუ რომელი უფრო დიდი სასწაული იყო, ერთი მუჭა მაკაბელების გამარჯვება თუ ზეთი რომ 8 დღეს იწვოდა. ფიზიკის თვალსაზრისით, ალბათ ზეთი უნდა ყოფილიყო და სტრატეგიულისა კი – პარტიზანების გამარჯვება, მაგრამ მე ამაზე არასდროს ვკამათობ, რადგან ყველანაირი სასწაული მიყვარს, რომელიც კეთილად სრულდება.
ხანუკა 2011
წლევანდელი ხანუკა იმითაა განსაკუთრებული ჩვენთვის, რომ ეზრა დაგვემატა. შარშან ამ დროს ჯერ კიდევ მუცელში იჯდა და ოდნავ იყო გამობურცული. მართალია ჯერ არაფერი ესმის, მხოლოდ ძალიან უნდა სანთლებს ხელი მოკიდოს და მამა რომ ხანუკის ისტორიას უყვება (რაც მე ზემოთ დავწერე), ყურადღებით უსმენს და იცინის.
ზეთზე მომზადებული საჭმელები კეთდება–მეთქი, დავწერე და ძირითადად, ესაა სუფგანიები (ხილფაფიანი ან შოკოლადიანი ფუნთუშები ე.წ. "პონჩიკი") და ლატკესი (გახეხილი კარტოფილი ფქვილით, კვერცხით, სუნელებით, ბევრ ზეთში შემწვარი). შარშან პირველად გავაკეთე ფუნთუშები. ორჯერ მომიწია ცომის მოზელა, რადგან პირველი პარტია ვერაფრით ამოფუვდა და ზეთში როგორც კი ჩავყარე, დაიწვა და ცომად დარჩა. სამაგიეროდ, მეორე ცდაზე გამოვიდა ძალიან ფაფუკი და გემრიელი.
წელს უკვე ბევრად სწრაფად და ადვილად გავაკეთე და გემრიელიც გამოვიდა. თუმცა, როგორც მემართება ხოლმე, რეცეპტებს ვიწერ და ინგრედიენტებში რაღაცები რომ შედის, მერე მზადების პროცესში ვეღარ ვპოულობ, სად უნდა შევურიო. ჩემი სისწრაფისა და ფათა–ფუთა, "მულტიტასკინგის" მოყვარული ხასიათის ბრალია.
ხანუკა 5773, ჩვენი სუფგანიები – შეიძლება გარეგნობით ვერაფერი, მაგრამ ძალიან გემრიელებია
დასასრულს, იცით ლაიპციგში როგორი თოვლი მოვიდა? გუშინ მთელი დღე ისე თოვდა, მეგონა, აღარასოდეს გადაიღებდა და თავი ზღაპარში მეგონა. ასეთი ლამაზი თოვა არ მინახავს დიდი ხანია. დღეს ცოტა დადნა და აჭყაპდა, მაგრამ მაინც დევს და ისეთი სასიამოვნოა გარეთ სიარული. ვიმედოვნებ, კიდევ ითოვებს.
ბედნიერ და თოვლიან, სუფთა ჰაერიან ზამთარს გისურვებთ!!!
პირველი თოვლი ლაიპციგში, დეკემბერი 2012



16 comments:
სოფი, გილოცავ ხანუკას! წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტარდება. ეს რომ გავიგე, მაშინვე შენ გამახსენდი :)
http://www.nplg.gov.ge/geo/events/xanuqis_dResaswauli_erovnul_biblioTekaSi/id83
ძალიან ლამაზი ხარ ამ ფოტოზე, არ მქონდა ნანახი:) ბედნიერ ხანუკას და ლამაზ დღეებს გისურვებ!
ქეთი, დიდი მადლობა. რა კარგი იქნება.
მადლობა, ხო ეგ მეხუთე თვის სურათია, ჯერ კიდევ ადამიანური სახე რომ მქონდა.
Great smile! რა კარგია: გარეთ სუფთა, თეთრი თოვლი და შიგნით სითბო, ოჯახური მყუდროება, პატარას ღუღუნი, თბილი ღუმელი, გემრიელი სურნელებანი და გაცოცხლებული საუკუნოვანი ტრადიცია. გილოცავ ხანუკას!
ჩემი მემანიკურე, მაია, ქართველი ებრაელია. როცა იქ მივდივარ, ხშირად მიყვება ებრაული დღესასწაულების შესახებ. (დიდხანს ცხოვრობდა ისრაელში.) ღიმილით იგონებს, როგორი გამოუვიდა ესათუის კერძი. :) რამდენიმე სიტყვაც მასწავლა, მათ შორის "ნეშამა". ახლა, როცა ვურეკავ, მპასუხობს: "ჰო, ნეშამა!" მე ვეუბნები, "ნეშამა, მოსვლა მინდა და რომელ საათზე გეცლება?"
ოქრო-სოფი, მეც გილოცავ ხანუკას საუკეთესო სურვილებით. :)
@თინიტა, კი, ზუსტად ასეა და სანთლები რომ ანთია, ეს კიდევ ერთი–ორად ათბობს და ამშვიდებს ყველაფერს.
ნეშამა სულს ნიშნავს, ჩემო სულოო...
@ერმონია, დიდი მადლობა.
da da, dusha moya :) :) :)
სუფგანიები ძალიან გემრიელად გამოიყურება. გილოცავ ხანუკას!!
Sophie gilotsav xanukas! Martali gitxra dzalian cota vicodi am dgesastsaulis da saertod ebrauli tradiciebis shesaxeb.scored amitom unishi lektsia avige iudaizmi+budizmi gaertianebulad.iseti sainteresoa!aris unis saxelmdzgvanelo, Susanne Galley-Das Judentum, ar vici tu ici es tsigni,dzalian momtsons, kvelaperi ise datsvrilebit, garkvevit da tanats sainteresod aris motxrobili.
dzalian kinviani, magram maints "cosy" dgeebi dagvidga leipzigshi, xandaxan momtsons kidets aseti amindi,xanats mze menatreba,LG Nanuka
ბედნიერი ხანუქა! სოფი, ეს ბოლო პერიოდია იმდენ ბლოგზე და საიტზეა ლატკესები და სუფგანიოტები რო დღედაღამე ნერწყვებს ვყლაპავ :)
და იმდენი რეცეპტი წავიკითხე, რომარ გავაკეთო არ შეიძლება. უნდა ვცადო, დუდასთან ერთად, აბა რაგამომივა.
მრავალი ბედნიერი ხანუკა შენ.
ფოტო მომეწონა, თორე ლამის დამავიწყდი :)
თოვლი კიდე აქ მართლა საოცნებოა, მინდა სუფთა ჰაერი და ბარდნა
შენს პოსტებს რომ ვკითხულობ ტრადიციული კერძების სახელებითურთ, დღესასწაულებითურთ და მშობლიურისგან დამოუკიდებელი საკუთარი სახელებითურთ, წიგნებთან ასოცირდება და ლამაზ ფილმებთან... <3
@ტომა, მადლობა.
@ნანუკა, რა საინტერესო "მიქსია". კი, ვიცი ეგ წიგნი, თუმცა არ წამიკითხავს. ჰო, კვირას რა კარგად თოვდა, არა? ზღაპარივით იყო.
@ანუშკა, მადლობა. ხო, მე ლატკესი არ გამიკეთებია, მაგრამ სუფგანიოტები კარგი გამომივიდა. სცადე და ტვიტერზე გამაგებინე, როგორი გამოგივა და დუდას თუ მოეწონება :)
@ბაბისა, მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონა, თუმცა ერთი წლის წინანდელი ფოტოა და ახლა საკმაოდ შეცვლილი ვარ... ოჰ, სუფთა ჰაერს არაფერი ჯობია და ვსუნთქავ, რაც შემიძლია :)
@სალომე, რა კარგი ხარ. მიხარია, თუ ასეა, ამაზე მეტად რა უნდა გამხარებოდა დღეს, მადლობა ასეთი სითბოსთვის. ამ პერიოდში კიდევ ფილმებსა და წიგნებს რა სჯობს, ისიამოვნე :)
I have read so many contеnt regardіng the blogger loveгs but this post is tгulу а fastidіous piеce of wrіting, keеρ іt up.
Also ѵisit my wеbsite; Devis Travaux
You actually make it ѕeеm reаlly еasy togеthег with yοur
presentation however І to fіnd thiѕ mаtteг to be aсtuallу
one thіng that I feel I mіght never understand.
It soгt of feels too complex and extremеly broad for me.
I am tаkіng a look ahead on youг next publish,
I will аttempt to get the hаng of it!
Ηere іs my blog post; maquillage
I lοve it when individuals get together and shaгe thoughts.
Great blog, continue the good work!
Here is my web blog ... pas cher
You could certainly see your skills within the article
you write. The arena hopes for more passionate writers such as you
who aren't afraid to mention how they believe. All the time follow your heart.
Feel free to visit my blog post voyance Gratuite
Post a Comment