მანამდე რატომ არ ვისწავლე ველოსიპედის ტარება, არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ დედაჩემს საშინლად ეშინოდა, არ გადმოვვარდნილიყავი და ისევ ერჩივნა, მეცურავა და სულ წყალში ვყოფილიყავი სელაპივით. მერე კიდევ სულ წიგნებში მქონდა თავი ჩარგული და გარეთ თუ გავიდოდი, ბადმინტონის და "ემთივობანას" (რაც ნიშნავს, იმ დროს ემთივიზე რასაც აჩვენებდნენ, ყველაფერი ზეპირად უნდა გცოდნოდა) გარდა, არაფერს ვთამაშობდი.
ისე, რად უნდა ეზრას გაზრდას ლოდინი? ეს ბავშვი ზუსტად მისი ტოლი იქნება, გაზაფხულს უნდა დაველოდოთ და ეგაა.
ახლა კოპენჰაგენის სურათებს ვათვალიერებდი და ველოსიპედიც ამან გამახსენა. ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების გარდა, რომლებსაც მსოფლიო იცნობს, დანიას კიდევ ველოსიპედების სამოთხეს ეძახიან.
მართალია ბერლინშიც უამრავი ადამიანი დადის ველოსიპედით და დილაობით მათი საცობიც ბევრგან შეგხვდებათ, მაგრამ ისეთი კულტურა, როგორიც კოპენჰაგენშია, მე სხვაგან არსად შემხვედრია.
ჩემს ლაიპციგშიც ბევრი დადის ველოსიპედით, ბავშვებიც ჰყავთ მიბმულები ასე, ან ასე (ჯერ მთლად ასე არავინ მინახავს, უბრალოდ, ფოტო მომეწონა) რაც მე ძალიან მაშინებს, რადგან ჩემს თვალწინ მოუსხლტა ერთ დედას ველოსიპედი და წაიქცა. თვითონ კი სწრაფად წამოხტა, მაგრამ ბავშვი რომ მიმაგრებული იყო, ხომ ვერ გაითავისუფლებდა თვითონ თავს და ისეთი ღრიალი ატეხა, გული გამიჩერდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, "შლემი" ეფარა და არაფერი სტკენია. ზუსტად ამ შემთხვევამდე ორი წუთით ადრე ვეუბნებოდი ჩემს ქმარს, ეზრა რომ წამოიზრდება, ასე ვატარებ–მეთქი და სიტყვები პირზე შემეყინა.
სამაგიეროდ, მომწონს ასე რომ უზით ბავშვები, ბევრად უსაფრთხოა და გადაადგილებაც ადვილია, რადგან წონასწორობის დაცვა ადვილდება.
ლაიპციგში ძალიან მოხერხებულია "კალიასკით" გადაადგილება, იმიტომ, რომ პატარა ბავშვს (რომელიც ამ ქალაქში დაიბადა) და მის მშობელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ შეუძლიათ მგზავრობა 1 წლის განმავლობაში. ჩვენი უფასო სამგზავრო ბარათი ზუსტად გაზაფხულზე სრულდება და ვიმედოვნებ, იმ დროიდან მე და ეზრა ასე დავიწყებთ ველოსიპედით სიარულს. ეს ფოტო კი დღეს ჩემი უსაყვარლესი გახდა.
მახსოვს, ერთი ჩემი ნაცნობი ამბობდა, ნეტა თბილისშიც შეიძლებოდეს ველოსიპედით სიარულიო; მაგრამ გიჟური ავტომოძრაობის გარდა, ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს თბილისს, სასწაულად ძლიერი სუნთქვა უნდა გქონდეს, თბილისის პლატოებზე რომ აგორდე და ჩამოგორდე.
ველოსიპედი უდრის ჯანსაღ ცხოვრებას, ენერგიას და სიცოცხლით ავსებას, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ თავს. ჯერჯერობით მხოლოდ იმ სავარჯიშო ველოსიპედს ვახარჯავ ჩემს ენერგიას, რომელიც უკვე წელიწადნახევარია სააბაზანოში გვიდგას და ჩემს სწრაფ და მსუბუქ მშობიარობასაც მას (ასევე სიარულის სიყვარულს) ვუმადლი.
[რჩევა ორსულებს: ექიმის რჩევის გარეშე, ნუ ივარჯიშებთ ველოსიპედზე, ყველას სხვადასხვა აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით და თან, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ადამიანის ინდივიდუალურ ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე არ ვარჯიშობდით და არც ბევრს დადიოდით.]
უკვე ღამე მშვიდობისა და პარასკევი დღის გათენებისა!!!





13 comments:
ჩემი ველო ადამიანივით მიყვარდა ... ველოსიპედით გადაადგილება = ფორმაში ყოფნის გარანტია + სიამოვნება.
http://kokinia.blogspot.com/2012/06/my-gazellita.html
rakargia velosipedit tu ivli :) ise, curva menatrebao ambob da mand dzalian bervi kargi da xelmisacvdomi kompexi iqneba shen da ezra shegidzliat ertad caxvidet xolme. is trenertan ertad icuravebs shen aqet didebis auzshi :D
მე 27 წლისამ ვისწავლე ველოსპიედის ტარება, ჰოლანდიაში წასვლის წინ. ახლა ჩემი ალბერტინა ყველაფერს მირჩევნია :)
ბავშვებზე კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს აქა.აღმოჩნდა რომ ბავშვები რომელებიც ველოსიპეტით მიდიან სკოლაში, უფრო კარგი მოსწრებადობა აქვთ. (ამას უკავშირებენ ფიზიკურ აქტივობას.)
გამახსენდა, მე როგორ ვისწავლე :) სანამ მეხმარებოდნენ, ვერ ვიცავდი წონასწორობას, მერე მარტომ ვცადე და გამომივიდა :) ახლა ისე მენატრება. მინდა, აქაც იყოს მიღებული ყოველდღიურად ველოსიპედით სიარული.
რა კარგია, რომ აპირებ, ძალიან მომეწონა. ჯანმრთელობისთვის ხომ გადასარევია და ისეც, კარგი გრძნობაა :)
@თინიტა, ნამდვილად. ახლა ვნახავ შენს პოსტს.
@ანუშკა, კი არის და ბევრი რომ არის, ამიტომ მიძნელდება უფრო ამორჩევა აშკარად.
@მზია, ესე იგი, მე უფრო პატარას მისწავლია :ლოლ: 22 თუ 23–ის ვიყავი, მგონი, ვაღიარებ. ჰოლანდიაში როგორაა საქმე, საშიშია ძვირიანი ველოსიპედების გარეთ დატოვება? :)
@ტომა, საინტერესო რამე მითხარი.
@ქეთი, ალბათ იმიტომ, სხვაზე რომ ხარ დამოკიდებული, შენ ნაკლებად იცავ ბალანსს და ადვილადაც ეცემი, იმიტომ, რომ სხვა ძლიერად ვერ დაგიჭერს... რა ცხოვრებისეული ფილოსოფიასავითაა ეს ველოსიპედის ტარება, არა?
არ ვიცი მართალია თუ არა, მაგრამ ამბობენ, რომ სტატისტიკურად წელიწადში ერთ ველოსპედს გპარავენ ჰოლანდიაში. არ მჯეროდა, სანამ ზუსტად ერთი წლის თავზე არ მომპარეს ჩემი პირველი ალბერტინა. ახლა მეორე მყავს და ველოდები აგვისტოს, რომ ისევ მომპარონ :)
@მზია, აქაც ასეა და ამიტომ გკითხე. ჩემს ერთ მეზობელს გაწიკწიკებული ველოსიპედი ჰყავს და ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე, საწყალი, ამოიტანს სარდაფიდან, წავა, მოვა, ჩაიტანს, მერე ისევ თავიდან :))))
არადა, რას იზამ, დანჯღრეულ რამეს ხომ არ იყიდი, როცა შორ მანძილზე გიწევს სიარული ან ბავშვი გყავს მობმული.
სხვათა შორის, კარგი ამბავი მაქვს: აქ ბავშვის სკამიან ველოსიპედებს არ იპარავენ, ასე მითხრეს. იმედია გერმანიაზეც ვრცელდება ეს ''წესი'' :)
მზია, მადლობა კარგი ამბისთვის :დ იმედია, აქაც ასე იქნება. თუმცა ჯერ არსად მინახავს ქუჩაში დატოვებული ბავშისსკამიანი ველოსიპედი.
მშვენიერი რამაა ველო. ბათუმში ნელინელ შემოდის ეს კულტურა და ძალიან მიხარია. ჯერ რათქმაუნდა ისეტირის კიდევ ერთი წყაროა- კონკრეტულად ჩემთვის, როცა ველობილიკზე მოხეტიალეებს ვაწყდები. მაგრამ მაგასსაც ესველება, ბარე ოცამდე ადამიანს მე თავად ავუხსენი "სიყვარული". ბავშვებიც დაჰყავდათ წელს მისამაგრებელი ეტლებითა და სავარძლებით. თუმცა ძირითადად ესენი უცხოელები იყვნენ. მაგარი სასაცილო სანახავი იყო პაწუები თავიან ჩაფხუტებში გაკვირვებულები რომ იმზირებოდნენ აქეთიქეთ :). მოკლედ. წარმატებები... და ნუ გეშინია, საშიში აქ არაფერია
@დათო, რა კარგი იქნება, წარმომიდგენია. ბათუმს ძალიან მოუხდება ველოსიპედების მომატება, თან ზაფხულში, ჯანმრთელი და ლამაზი ხალხი <3 მადლობა პოზიტიური და კეთილი კომენტარებისთვის.
:) ვლობილიკები გააკეთეს ქალაქში თითქმის ყველგან, "ველოსადგურების" დამატებასაც აპირებდნენ, მშვენიერი რამაა. ბარათით შეგიძლია გამოიყვანო და წახვიდე სადაც გინდა. იქვე ნახავ ნებისმიერ სადგურს და დააბრუნებ. მოკლედ მშვენიერი რაღაცეები ქონდათ იდეაში. ახლა ვნახოთ რა იქნება . გაიხარე <3
Post a Comment