Tuesday, January 15, 2013

სოციალური დედები

ერთ ჩვენს ახლობელ ახალგაზრდა წყვილს ბავშვი შეეძინა და მე და ეზრა სანახავად წავედით. 9 თვის წინ ეზრაც ხომ ასეთი იყო, მაგრამ თურმე როგორ მალე ავიწყდება ადამიანს შვილის პატარაობა. ხელში ავიყვანე პატარა, ერთი ბეწო, ძაფის გორგალივით იყო მოკუნჭული და ისეთი თბილი, საყვარელი იყო. ეზრა ძალიან სერიოზულად იჯდა დივანზე და თავის სათამაშოს აჩხრიალებდა, სანამ პატარა ბურთულამ ტირილი არ დაიწყო და ეზრა მიხვდა, დედას რაღაც უცნაური საგანი რომ ეჭირა ხელში და დიდად არ მოეწონა; დააგდო თავისი სათამაშო და გვიყურებდა. მერე დედას დავუბრუნე თავისი ციცქნა გოგო და მე ჩემი "დიდი ბიჭი" ავიყვანე.

რატომ ვწერ ამას?
იმიტომ, რომ ყოველდღე მიკვირს, როგორი განსხვავებულები ვართ ადამიანები. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვიღაც უკეთესია და ვიღაც – არა. უბრალოდ, როცა რაღაც გაუგებრობები ხდება ხოლმე, მაშინვე ამას ვიხსენებ და შედარებით ნაკლებად მტკივნეულად ვრეაგირებ ადამიანებზე, ვიდრე ადრე, 25 წლამდე.
იმ პატარა გოგოს დედა და მე დიდი მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, ძალიან განსხვავებული შეხედულებები და ხასიათები გვაქვს. თვითონ ცდილობდა უფრო ჩემთან დაახლოებას, ნამცხვარი გამომიგზავნა ერთხელ, მერე ბერლინიდან ორი სტუმარი ჩამოვიდა, ჩვენი საერთო მეგობრები და ეზრას სანახავად მოვიდნენ და ისიც წამოჰყვათ, ჯერ ისევ ორსულად იყო.

მე, როგორც დედური სოლიდარობის "სიმბოლო", ყოველთვის განვიცდი ორსულებზე, ახალ დედებზე, მათ პრობლემებზე, ძუძუთი კვებაზე, ნაკერებზე და ათას რამეზე, მნიშვნელობა არა აქვს, მანამდე მომწონდა ეს ადამიანები, თუ არა.
მოკლედ, მე და ეზრა რომ მივედით და ჯერ ქურთუკების ჩამოკიდებაც ვერ მოვასწარი, ახალბედა დედა ისეთი აღტყინებული დამხვდა, ნახე, ხომ ლამაზი ბავშვია, აიყვანე და მითხარი, ვის ჰგავსო. ძალიან სასაცილო იყო.

მე არა ვარ (ვითომ) ფეთიანი დედა და ეზრას სათბურის ბავშვივით არ ვზრდი, მაგრამ მახსოვს, როცა გავაჩინე, არ მინდოდა ვინმეს ხელი ეხლო მამის გარდა. ერთი ნათესავი გვესტუმრა და უკითხავად ეტაკა და ხელში აიყვანა, არ დამავიწყდება, როგორი სახეები გვქონდა მე და ჩემს ქმარს. მით უმეტეს, არც მომსვლია აზრად ვინმესთვის მეკითხა, ვის ჰგავს და ნახეთ, რა ლამაზია–მეთქი. იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე კარგი ბავშვია და არ მჭირდება სხვების დამოწმება.
ამიტომ არ ვდებ მის სურათებს სოციალურ ქსელებში. მახსოვს, ეზრას რამდენიმე ისეთი ფოტო დავდე ბლოგზე, სადაც არც ჩანდა კარგად და მერე ისეთი კომენტარები იყო, ძალიანაც მესიამოვნა, მაგრამ თან მომერიდა და თან ვიგრძენი, ჩემი პრინციპების (ასევე დედაჩემის და ჩემი ქმრის თხოვნის) წინააღმდეგ მივდიოდი.

იმას არ ვამბობ, თითქოს იმ გოგოს თავისი შვილი ნაკლებად უყვარს და ამიტომ სჭირდებოდა ჩემგან გაგონება, როგორი კარგი ბავშვი ჰყავს, უბრალოდ, ყველას ისეთი განსხვავებული აზროვნება, მენტალიტეტი (სასწაულად მნიშვნელოვანი), კულტურა და აღზრდა გვაქვს, გაბრაზება და განსჯა რომ არ შეიძლება.

თქვენი, მომავალი ან უკვე დედების, აზრი მაინტერესებს, როგორები ხართ? :))

17 comments:

Unknown said...

რათქმაუნდა, განსხვავებულია, ჯერ კიდევ დილას ვნახე შენი პოსტი ტვიტერზე ამის თაობაზე, მაგრამ აქამდე ვერ მოვიცალე რომ მეპასუხა.

ყველაფერი განსხვავებულია, სოფი. აი მაგალითად დედობა შენთვის გახდა ბლოგპოსტების შინაარსის 70% ის დამკავებელი, რაც ჩემთვის უცნაურია - ძალიან ინტიმურია, ეს ჩემთვის იგივეა, რომ ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობებზე ვწერო, მაგრამ შენ ნაწერს ასე სულაც არაღვიქვამ,მსიამოვნებს ეზრაზე ამბების კითხვა და აღვიქვამ, რომ შენ გაქვს ასეთი დამოკიდებულება, ასეთი მიდგომა დედობისადმი - ჩემგან განსხვავებული. ამიტომ შენს ადგილას იმ გოგოს შენდამი დაახლოვების მცდელობიდან დაწყებული, შემდგომში ბავშვის "შემოთავაზებით" დამთავრებული შენი თვალთახედვით კი არა, მისი თვალთახედვით მივუდგებოდი. ანუ როცა განსჯი სხვა ადამიანზე, შენიდან უნდა გამოხვიდე და ისე განსაჯო, არა?

რეები ვიბოდიალე, წავედი საქმეს მივუბრუნდე :დ

Keti said...

მე არ ვიცი, ამ მხრივ როგორი დედა ვიქნებოდი – ჩემი ფოტოების გამოფენაც არ მიყვარს და ბავშვის შემთხვევაში როგორ მოვიქცეოდი. აი, მაგალითად, შორე თავის ანდრიას ფოტოებს და ვიდეოებს რომ დებს, ისე მიყვარს ნახვა. შეიძლება არც არაფერი დავუწერო, მაგრამ ერთი სული მაქვს ხოლმე მისი ანდრია ვნახო, მგონი ფოტოებიდან შემიყვარდა :) აქ კიდევ ისე მიყვარს შემოხედვა და შენი და ეზრას ამბების წაკითხვა, რომ იცოდე!
მე მგონია, იმ გოგოს ძალიან მოსწონხარ და ამიტომაც დაგითმო პატარა, შეიძლება სხვებთან სულაც არ იქცევა ასე :)
საბოლოო ჯამში ყველანი განვსხვავდებით და მე ამიტომაც მომწონს ადამიანები. ყველას რომ ერთნაირი მიდგომა გვქონდეს სხვადასხვა საკითხების მიმართ, მოსაწყენი გახდებოდა ცხოვრება.

Sophie שרה Golden said...

@ანუშკა, ზუსტად, ზუსტად :) ბოლოს მივხვდი, რომ სხვადასხვა კუთხიდან უნდა შევხედო ადამიანებს და სიტუაციებს. შეიძლება აქამდეც ვიცოდი, მაგრამ არ მინდოდა, ან როგორც უმეტესობას, ჩემი კუთხიდან დანახული ყველაზე სწორად მიმაჩნდა/მიმაჩნია.
დიდი მადლობა, შენი აზრი ისეთი მნიშვნელოვანია.

@ქეთი, შენ საუკეთესო დედა იქნები, როცა დრო მოვა.
მეც მიყვარს შორეს ბავშვის და სხვა ბლოგერების ბავშვების ნახვა. აი, ანუშკამ რომ დამიწერა ზემოთ, ზუსტად ასეა. ყველას თავისი თვალთახედვა აქვს და პატივსაცემი. ზოგისთვის შეიძლება მე ვიყო ექსტრემალური და მე კიდევ თავი მინიმალისტი მგონია...
დიდი მადლობა, რომ უკვე ამდენი ხანია კითხულობ ჩემს ბლოგს და ყოველთვის ტაქტიანი და კორექტული ხარ (რაღაცნაირად ჟღერადი სიტყვებია, მაგრამ შინაარსი კარგი აქვთ) :)

Keti said...

სოფი :*

Unknown said...

არ ვიცი, როგორი დედა ვიქნები.
ზუსტად ვიცი მხოლოდ ის, რომ ჩემი შვილი ყველაზე კარგი იქნება ჩემთვის... <3 (თითქმის ყველა დედა ასე ფიქრობს :))

რაც შეეხება ეზრას, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მინახავს, ზუუუსტად ვიცი, როგორიცაა!
შემიძილია ნაკვთებითაც აღგიწერო, მაგრამ თუ ხელი წაგიცდება ხოლმე და ოოოოდნავ მაინც ჩანს ფოტოზე, გული მიჩქარდება რატომღაც და სუნთქვა მიხშირდება :დ

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, :)

@სალომე, რა სასაცილო ხარ :***

Anonymous said...

მე საშინლად მაღიზიანებს თავისი შვილებით, შვილიშვილებით,აღფრთოვანებული ტიპები.დარწმუნებულნი რომ არინ: ყველაზე ლამაზია, ყველაზე ჭკვიანია, საერთოდ უნიკალურია! ყველაზე ადრე დაიწყო განვითარება და ა.შ
არ შემიძლია ვერ ვუსმენ! თავისი შვილის სურათებს რომ სახეში გირტყამენ პირველივე შეხვედრაზე ან სოციალურ ქსელში....
ადრე, ჩემს შვილს 3დ ექოსკოპიის სურათები გადავუღე და მერე ოჯახის წევრებს ყველას ვანახე, ასევე მის ტანსაცმელებს ყველას დაუზარებლად ვუმზეურებ და მერე ვფიქრობ: ნეტა თავი ხომ არ მოვაბეზრე, თუნდაც დედას ჩემს შვილზე განუწყვეტელი საუბრით თქო. შემიძლია სამშობიაროებზე, ბავშვის აღზრდაზე, მის მომავალზე საათობით ვესაუბრო ყველას და მგონი ამით მათ ვემსგავსები ვინც არ მომწონს...

მოკლედ დიდი აბდაუბდა კი გამომივიდა, მაგრამ იმედია მიმიხვდი რისი თქმა მსურდა.

ბედნიერ დღეს გისურვებ!

ჯუნა said...

ყველა დედას თავისი შვილი ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ჰგონია... მეც რათქმაუნდა :) და ამ ბოლო დროს ვხვდები რომ მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც დედების ამ სინდრომს ვერ იგებენ ან სასაცილო ჰგონიათ.
თემუკა რომ პატარა მყავდა ყველა დედას ვეკითხებოდი რაღაც რჩევებს წვრილმანებზე (მუცლის ტკივილზე, კვებაზე და ა.შ) და რომ იძახდნენ ჩემი შვილი ამხელა აღარ მახსოვსო ვღიზიანდებოდი :) ახლა თოთო ბავშვს რომ დავინახავ, ჩემი შვილი იმხელა მეჩვენება, სულ აღარ მახსოვს ისე პატარა თუ იყო ოდესმე :)

Sophie שרה Golden said...

@Nobodyt, ზუსტად მესმის, რას გულისხმობ :) ისეთები ვხდებით, როგორობაც მანამდე არ მოგვწონდა, მაგრამ მაინც ვჯობივართ სხვებს :ლოლ: მე ასე მგონია/მეგონა ამ პოსტამდე:დ

@ჯუნა, მეც მაღიზიანებენ უკვე. საეჭვოდ მეჩვენება, თუ დედას თავისი შვილი არ ჰგონია საუკეთესო და ულამაზესი :დ ოღონდ ამის სხვებისთვის თავის მოხვევა არ მომწონს და ვცდილობ, მინიმალურად ვისაუბრო ეზრას "მიღწევებზე", სამაგიეროდ, ჩემს ქმარს, მის დედას და დედაჩემს არ ვაძლევ მოსვენებას და ალბათ კიდევ ჩემი ბლოგის მკითხველებს =))

ana said...

სოფი მე ვფიქრობ რომ ის გოგონა სულაც არ არის გამაღიზიანებელი) და ადამიანები რომლებიც დაახლოვებას ცდილობენ ხოლმე ჩემთან ძალიან მესიმპატიურებიან და ბედნიერი ვარ ხოლმე რომ მე მათთვის რაღაც”ავტორიტეტს” წარმოვადგენ) ასე რომ იმ გოგოს შენ ძალიან მოწონხარ, დამიჯერე)თავისი შვილით აღფრთოვანება კი იმედია გადაუვლის)
რაც შეეხება იმას რომ მშობლები ხშირად მართლაც რომ საკუთარი შვილის მეტზე არ გელაპარაკებიან არაფერზე და შენც ზრდილობის ნიშნად თავი უნდა უქნიო, ძალიან გამაღიზიანებელია) თუმცა ჩემთვის ასევე გამაღიზიანებელია საკუთარი შვილებით მუდამ უკმაყოფილო მშობლები და მათი შექებისას ნათქვამი ”ოჰ კარგი რა რა, შენ არ იცი სახლში როგორ იქცევა”, იმიტომ რომ ეს ბავშვს აყენებს დიდ ტრამვას.
უკიდურესობაა ცუდი და ზომიერება არის კარგი.მე დედას არასოდეს შევუქივარ სხვებთან, და 20 წელია ამას ველოდები რომ ოდესმე, ოდესმე მაინც გავაკეთებ რაიმე ისეთს,რომ მისი შექების ღირსი გავხდე) დედაჩემი -საერთოდ არ საუბრობს თავის შვილებზე, არც აქებს და არც აძაგებს ) ეს კიდევ ერთი მაგალითია რომ ადამიანები ჭრელები არიან)).მეც ძალიან მიყვარხარ და მომწონხარ სოფი, ისევე როგორც იმ გოგოს):*

Anonymous said...

vpikrob dedebi rom shvilebze bevrs saubroben,tundats sxvebs es saubari umnishvnelod moechvenot,sruliad normaluria. isists rom dedebs tavisi shvilebi kvelaze sakvarlebad miachniat. sheidzleba es uinteresod miachndet adamianebs visats dedoba ar gamoutsdia da esets normaluria,mat xom iset ragatsaze esaubrebian razets dzalian cota itsian tavad and sulats tsarmodgenats ara akvt.
chemtvis dedoba dzalian didi pasuxismgeblobaa,radgan jer deda ara var albat jer kvelapers satanadod ver vapaseb, magram dzalian mikvars bavshvebi,vpikrob xvelapershi okros shualedis modzebnaa sachiro,agzrdas vgulisxmob. es dznelia,magram shesadzlebelia.ise dedobasatan dakavshirebit albat kvela dedas sakutari azri da damokidebuleba akvs, chven xom aseti gansxvavebulebi vart adamianebi da vtvli rom esets normaluria.
P.S. Sophie nu gaektsevi adamianebs romelebsats shentan daaxloeba surt, ra itsi ikneb sulats ar arian isini uarkopiti pirovnebebi, da amas mxolod im shemtxvevashi gaigeb tu mat erts chances maints mistsem.ikneb mat shen ubralot mostsonxar, ketilgantskobilad arian shendami da amitom undat siaxlove.

Anonymous said...

ketili survilebit, Nanuka

Anonymous said...

მმმ, მე ცოტა ვერ მივხვდი, რატომ არ უნდა აიყვანო სხვისი ჩვილი ხელში მაშინ, როცა სუფთა ხარ და ხელიც დაბანილი გაქვს. :შ

სოფი שרה Golden said...

@ანა, რა საყვარელი და თბილი ხარ, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო შენი კომენტარი. მე კიდევ პირიქით, მგონი, დედაჩემი სულ მაქებდა ბავშვობიდან და ხან ზედმეტიც მეჩვენებოდა.

@ნანუკა, მადლობა კომენტარისთვის. როცა მზად იქნები, ზუსტად მაშინ გახდები დედა. შენს რჩევას გავითვალისწინებ და უფრო "მეგობრული" გავხდები :)

@ბუნბუნლანდია, საქმეც მაგაშია ზუსტად, რომ ყველას თავისი "ფეთიანობები" სჭირს. მე ვარ ეგეთი, რომ არ მინდა სხვებმა აიყვანონ ჩემი შვილი, ახლა უკვე "დიდია" და როცა ჩვილი იყო, მაშინ. აი, იმ გოგოს კიდევ, პირიქით, ხელებიც არ მქონდა დაბანილი ქუჩიდან მოსულს, რომ აიყვანე, აიყვანეო :ლოლ:

kuda said...

მე ვიქნები ძალიან კარგი დედა, ოხ, რა თამამი განცხადებაა :)) იმედია, არ ვცდები. დედაჩემს არ შევუქივარ საჯაროდ არასდროს და ეს მიდგომა ძალიან მომწონს. ყველასთვის რომ თავისი შვილი საუკეთესოა, ამაზე ნუ ვიდავებთ. ფოტოებს ალბათ გამოვფენ, თუმცა არ მგონია შენსავით შევძლო ბლოგზე წერა, ამ შემთხვევაში ანუშკას ვეთანხმები, ძალიან მეინტიმურება.
ეს დამეგობრების მცდელობა კიდევ მგონი დედობასთან არცაა კავშირში და მაღიზიანებს მსგავსი რამეები, როცა ცალმხრივია.

ana said...

:*:*:* <3
P.S me dzalian miyvars roca deda bavshvs zomierad akebs, serious motivator for boosting self-confidence,and I am goin to be "that" mom ) bednier kviras gisurveb <3

Sophie שרה Golden said...

@ნათი–კუდა, იქნები ნამდვილად კარგი დედა :))

@ანა, კი, ზუსტად ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. Do that.