რამის დაწერა მომინდა ბლოგზე და ვიფიქრე, ეზრა მაინც არ დამაცდის სიბრძნეების ფრქვევას და სურათებს დავდებ–მეთქი. როგორც იტყვიან, random სურათები ვიპოვე ჩემს კომპიუტერში და დავწერ, რატომ მომწონს და რატომ შევინახე ოდესღაც.
შენი [ცხოვრების] პირველი თავი სხვის მეოცეს არ შეადაროო, ეს ჩემმა მეგობარმა "დაპინა" და იქ ვნახე. ამ ბოლო დროს ხშირად მესმის მსგავსი ფრაზები და შეიძლება ამიტომაც მიმიზიდა.
თან აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს გვაქვს ტენდენცია, სხვებს შევედაროთ ან ჩვენი ცხოვრება შევადაროთ, რომ აი, იმას ის აქვს და მე – არა ან პირიქით, მე ისეთი წარმატებული ვარ და იმან – ვერაფერს მიაღწია. ამ დროს ყველა ადამიანი ისეთი ინდივიდუალურია და ცხოვრებაც ისეთი "თავისებური" აქვს, სასაცილოა სხვებთან შედარება. სხვებისთვის არ ვიცი და ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის, საკუთარ თავზე მემუშავა და შესაბამისად, ჩემი ცხოვრებაც ისე წარმემართა, როგორადაც სწორად მიმაჩნდა, ან მომწონდა და არა ისე, როგორც უმეტესობას უნდოდა, ან როგორც
საზოგადოდაა მიღებული, მეც ისე მოვქცეულიყავი.
ცხონებული უგო ჩავესი. შემეცოდა სასწაულად. ახალგაზრდა იყო და წარმოვიდგინე, როგორ განიცადა მისმა ოჯახმა და ახლობელმა ადამიანებმა. თანაც ჩავესი ტირანი არ ყოფილა და ყველა აღიარებს, რომ ბევრი სასიკეთო რამე გააკეთა განათლებისა და სამედიცინო მომსახურებაში. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ცოტა შტერებივით იქცევიან და გულს გირევენ, ჩავესმაც იცოდა ასეთი რაღაცები, მაგრამ სასაცილო იყო და არა ისეთი გამაღიზიანებლად სულელი, როგორიც, მაგალითად, სხვა ქვეყნის მმართველები, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების.
ადრე სადღაც ვთქვი თუ დავწერე, მინდა, ლივ ულმანისნაირი მოხუცი ვიყო, როცა დავბერდები–მეთქი. არ ვიცი, შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ მოხუცებს ხშირად თვალები "უქრებათ" და ამით ჩანს, რომ დაბერდნენ და რაღაცნაირად ცხოვრება მობეზრდათ. ლივ ულმანს კიდევ, მგონი, უფრო ცოცხალი თვალები გაუხდა, ვიდრე ახალგაზრდობაში ჰქონდა და ეს მისი ოქროსფერი თმა ხომ გულს მიმზიანებს.
ასეთი კუბიკები მინდა ეზრასთვის, რომ ივრითი ვასწავლო. ახლა კი ვუკითხავ ხოლმე "დიდ" წიგნებს, მაგრამ მალე სწყინდება. ჩვეულებრივი ფერადი კუბიკები კი აქვს, დაბადების დღეზე აჩუქა ბიძამ (საქართველოდან გამოგზავნილები ჯერ არ ჩამოსვლია). თავიდან ძალიან მოეწონა, ახლა უკვე მობეზრდა და მე და ჩემი ქმარი
ვაშენებთ ხოლმე სახლებს, ამ დროს ეზრა კარადებს
ალაგებს.
ესეც კვირის პოსტი თავისი სურათებით, განწყობებით, აზრებითა და ყველაფრით.
ბედნიერ ახალ კვირას გისურვებთ!!!
პ.ს. აქ, როგორც იქნა, მზე გამოვიდა. ისეთი კარგია, ყველა ფარდა გადავწიე და შინ შემოვუშვი მზის სხივები, სასიამოვნოდ თვალებმოჭუტული დავდივარ.
4 comments:
ყველა სხვანაირები ვართ <3
"მოხუცებს ხშირად თვალები "უქრებათ" - სამწუხაროდ, ძირითადად ასეა :(
ძალიან მომწონს ეზრას რომ წიგნებს უკითხავ :*
@როდე, ნამდვილად.
@ქეთი, თუ დაკვირვებიხარ ასაკოვან მსახიობებს, რაც უნდა კარგი პლასტიკური ოპერაცია ან მაკიაჟი ჰქონდეთ, თვალები ყოველთვის გასცემთ, ისეთი სიხარული და სიცოცხლე აღარ უდგათ :|
კი, კი, ასეა :/
Post a Comment