იმაზე დავფიქრდი, რა ჰქვია ისეთ რწმენას, როცა ყველაფერს ავტომატურად აკეთებ და სიამოვნების მიღების ნაცვლად, თავს იტანჯავ და უკვე ვეღარ გაგიგია, ღმერთი ღმ–ერთია თუ მკაცრი თეთრწვერა კაცი, რომის პაპზე ცოტა მაღლა მდგომი, რომელიც თითს გიქნევს ყოველ წელს აჩინო ბავშვები და მუდმივად გონებადაშტერებული იყო.
მაინც მე რა მაწუხებს ამ ყველაფერში? ის, რომ ძალიან მიყვარს ბავშვები და მეც მინდა ბევრი შვილის ყოლა, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, ვიცოდე, რომ ჩემი შვილები ბედნიერები იქნებიან და ნერვიული დედა არ ეყოლებათ, ყოველ წუთში ინსტაგრამში რომ დებს ფოტოებს და ნერვებს ამით იმშვიდებს. ცუდი კი არ არის, მაგრამ ცოტა სასაცილოა, არა? თავის ყოველ ნაბიჯს რომ ინსტაგრამზე დებენ, რომელ საათზე რა ჭამეს და განსაკუთრებით nerd/hipster ავტოფოტოები მიყვარს, დიდი სათვალეებით, თან რომ მიაწერენ, დაღლილ სახეს/განათებას/მაკიაჟს/ნაოჭებს/ჭაღარა თმას ყურადღება არ მიაქციოთ, we're cool anyway–ო.
ჰაჰა ეს "ნერდი" არ არის, 2009 წლის სურათია, ბერლინის ერთერთ Flohmarkt-ზე
ხომ იცით, არასოდეს დავცინი ვინმეს, უბრალოდ ამ ეტაპზე რასაც ვამჩნევ, იმაზე ვწერ. თითქოს მე არ ვდებდი ადრე ფოტოებს, ფეისბუქი როცა მქონდა და ბევრად ახალგაზრდა ტანწერწეტა ვიყავი, მართალია nerd/hipster სათვალეები მაშინ ჯერ მოდაში არ იყო.
საიდან სად წავედი?..
ახლა სასწაული მზე გამოვიდა და პირდაპირ ხელზე მცემს სხივები, ყველანაირი აზრი გამიფანტა; თან ეზრამ გაიღვიძა და მღერის საწოლში, პოსტს აქ დავასრულებ და წავალ.
სასიამოვნო გაზაფხული გქონდეთ!!!



9 comments:
უი,დაგიმატებ, რა, ინსტაგრამში :))) არ გაინტერესებს, კაფეში როგორი გაფორმებული ყავა მომიტანეს? :))) ან გუშინ რა მქონდა ვახშმად :))))
@ტინიტა, =)))))))) არა, ისე ნეტა რატომ გვიყვარს ადამიანებს ყველაფრის გაზიარება? ეს საზოგადო ყავა და სადილ–ვახშამი ხომ მკლავს,სერიოზულად :დ
In order to be successful, one must project an image of success at all times. (Buddy, American Beauty)
სადღაც ვკითხულობდი ამასწინათ,(გონებამახვილური რუსული ციტატები რომ ვრცელდება რეტრო სტილის ილუსტრაციებით) ნეტა მართლა ისეთი იყოს ჩემი ცხოვრება, როგორსაც ამას სოციალურ ქსელებში ვაჩვენებო.
ადრე მეც ვწერდი ამაზე, თუ გახსოვს, 'ველიუებში'...
საწოლში მომღერალი ეზრა <3
პ.ს მე მიყვარს საჭმელებზე სურათების გადაღება :))
ძალიან მომწონს სახელი ეზრა:)
@ტინიტა, არ მახსოვს, სიმართლე გითხრა, "დამილინკე" რა.
@ნატალია, ხო :დ მღერის რა, სიტყვები "არ იცის", ჯერ მხოლოდ მელოდიას =)))))
ააააა!
@გვანცა, ჩვენ კიდევ გვიყვარს სახელი: გვანცაბაკურაძე, თანაც ასეთი თანმიმდევრობით :))))) :greenlove:
http://kokinia.blogspot.com/2012/08/values-anyone_1.html
არ ვიცი, ის გოგო რა მოსაზრებით აჩენს ბევრ შვილს – რელიგიური თუ სხვა, მაგრამ მე მგონია, რომ რელიგია ქალებს არ უნდა აძალებდეს იმდენი ბავშვის გაჩენას, რამდენიც "მიეცემა".
გაღიზიანებული დედა ვერც სათანადო ზრუნვით უზრუნველყოფს შვილებს, მატერიალურ სიძნელეებს რომ თავი დავანებოთ.
სოფი, მომენატრა ის დრო, როცა შენს ფოტოებს დებდი – ახალ ფოტოებს და ვიდეოებს
:*
რა მაინტერესებს, თბილისში რომ ერთი გოგო გყავს დატოვებული, ეგ ოდესმე წერილს მიიღებს?
Post a Comment