ორი პოსტის წინ მეხუთასე პოსტი დამიწერია და ყურადღება არც კი მიმიქცევია :)
ბლოგის დაბადების დღე და მსგავსი რაღაცებიც ყოველთვის მავიწყდება. მგონი, 2008 წლის აპრილში "შევქმენი" ეს ბლოგი. მაშინ უნივერსიტეტში ინტერნეტმედიას გავდიოდით და ერთგვარი დავალება იყო. თავიდან საშინლად უინტერესო რაღაცებს ვწერდი, რა სად როდის მოხდა და მერე, ალბათ უკვე 2009 წლის იანვრიდან დავიწყე პირადული და უფრო გემრიელი პოსტების წერა. მახსოვს, ეს პოსტი მაშინ ძალიან ბევრს მოეწონა და მეც მიხაროდა.
როგორც მაშინ მიხაროდა მკითხველების კომენტარები და წერილები, დღესაც ასევე მიხარია და ზოგჯერ გულსაც მიჩუყებს. ფეისბუქის გაუქმების შემდეგ ვშიშობდი, რომ მკითხველი ძალიან შემომაკლდებოდა და ასეც მოხდა.
ფეისბუქზე ხომ ბლოგს თავისი გვერდი ჰქონდა და იქიდან უამრავი ადამიანი კითხულობდა ისე, რომ უმეტესობა მეგობრებში არ მყავდა და არც მიცნობდნენ. სიმართლეს გეტყვით და მკითხველი გამინახევრდა. სტატისტიკას რომ გადავხედავ, ხან გული მწყდება, ადრე რამდენი კითხულობდა და ახლა, იმასთან შედარებით, ძალიან ცოტა. თუმცა ფეისბუქის პროფილის წაშლას ჩემს ცხოვრებაში გადადგმულ ერთერთ სერიოზულ და გაბედულ ნაბიჯად ვთვლი. სერიოზულად გეუბნებით. თითქოს სამყაროს რაღაც ნაწილს "დავანახე", რომ ფეისბუქის გარეშე ცხოვრება (თანაც ძალიან ბედნიერად) შეიძლება და არაფერი სიკეთე არ მოაქვს, პირიქით, უამრავი დრო მიაქვს, რომლის გამოყენებაც ადამიანს ბევრად სასარგებლოდ შეუძლია.
ჩემი ის ერთგული და საყვარელი მკითხველები, რომლებიც უკვე წლებია კითხულობენ ბლოგს და რაღაცნაირად უკვე კარგადაც მიცნობენ, ისევ აგრძელებენ კითხვას და ბევრი წერილებსაც მწერს და მახარებს.
როგორც იტყვიან, მთავარია ხარისხი და არა – რაოდენობა.
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ბლოგს და ისევ ინტერესდებით ერთი 25–ს გადაცილებული, big fat mama–ს ისტორიებით.
ყველას სიხარულს, სიცოცხლის ხალისს, ჯანმრთელობას, სიყვარულს და წარმატებებს გისურვებთ!!!
როგორც "მწვანე ვაშლი" იტყოდა, ცხოვრება ძალიან საინტერესო და ლამაზია; ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, ჩვენ როგორები ვართ/ვიქნებით და არა – სხვები, რადგან ჩვენ ვქმნით სამყაროსაც და საერთოდ, ყველაფერს.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




13 comments:
ეგენი არ იყვნენ სოფის პოსტების წაკითხვის ღირსები.
@როდე, ზუსტად! :)))
მე სულ გკითხულობ სოფი, ოღონდ გიჟურად შემოვირბენ, წაგიკითხავ და გავირბენ და იშვიათად თუ ვახერხებ კომენტარის დატოვებას ( :ცუდისაქციელი:
Know I am your reader always! მიუხედავად იშვიათად დატოვებული კომენტარებისა :*
ანა
პ.ს ეხლა ამ წამს იცი რატომ შემოვირბინე?) მახსოვს ტარანტინოზე წერდი ხოლმე საინტერესო პოსტებს და იმათი გადაკითხვა მომინდა) უნდა ჩავუჯდე ტარანტინოს ფილმებს )) <3
ფხხ, რამდენჯერ ჩავჯდომივარ შენს, და კდიე რამოდენიმე (ჩემის თამადობით) ბლოგს სულსულ თავიდან და ისე მიკითხავს, კაი რომანივით :დ
დრო ამაშიც ბლომად მიდის, მარა საინტერესოდ, გაცილებით :)
25-ს გადაცილებული კარგი იყო! :))) გილოცავ, სოფი!
მე შენს ბლოგს დიდი ხანია ვკითხულობ და მერე ჩემს ქმარს ვუზიარებდი ხოლმე: ესე და ესე დაწერა, ბერლინში ცხოვრობს და ა.შ მერე რომ დაგირეკა და შენი ხმა გავიგე ისეთი ახლობელი იყავი, ისე გამიხარდა რომ იმ საღამოს თუ შემდეგ დღეს პირველად დაგიწერე კომენტარი:)) არადა იმდენი ხანია გკითხულობ.
ძალიან მიყვარს შენი ბლოგი და ვისურვებდი ყოველდღე წერდე.
პ.ს ფეისბუქი ზუსტად 1 წელი არ მქონდა მეც ერთი პერიოდი და ცხოვრებას არაფერი აკლდა ისეთი განსაკუთრებული:)
ეგ პოსტი არ ვიცოდი და მეც მომეწონა :)
ფეისბუქის გაუქმებას, ჯერჯერობით, არ ვაპირებ და ალბათ, არც მინდა. რომ მინდოდეს, ვიზამდი კიდეც.
ბლოგს რაც შეეხება, პირიქით, სულ მივაგდე და მეცოდება ახლა. იქნებ მივხედო და გამოვაცოცხლო ოდნავ.
შენ კი ასევე გააგრძელე წერა და აუცილებლად წაგიკითხავენ :)
სოფი, მე სულ ამას ვამბობ ხოლმე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით – მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა...
მიყვარს შენი ბლოგი, სულ რამდენიმე ბლოგს ვკითხულობ რეგულარულად და მათგან ერთ–ერთი შენია. ველი შენს მომდევნო მზიან პოსტებს! <3
ჩემი ვირტუალური ცხოვრება ფორუმით დაიწყო.შემდეგ ბლოგებითა და ფეისბუკით გაგრძელდა.ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. რამდენიმე რეალური და ახლო მეგობარიც გახდა.თუმცა ერთ დღესაც აღმოვაჩინე,რომ ჩემი დროისა და ცხოვრების უდიდეს ნაწილს ეს სივრცე ისრუტავდა პირდაპირი მნიშვნელობით. ფეისბუკზე დამოკიდებულება უკვე ძალიან მძიმე ფორმებს იღებდა.თვეში ასჯერ ვაუქმებდი და აღვადგენდი ხოლმე ანგარიშს.დილის 6-მდე უაზროდ ვანახლებდი გვერდს.რა თქმა უნდა ამასთან ერთად საინტერესო იყო სხვდასხვა თემაზე ძალიან განსხვავებული ადამიანების აზრების კითხვა,დისკუსია და ა.შ.უკვე 1 თვეა რაც გავაუქმე.ორჯერ 5 წუთით აღვადგინე რაღაცის სანახავად,მაგრამ იმედია აღარ აღვადგენ.ფოსტით,ან სკაიპით მაქვს ხოლმე ამ სივრცეში დამეგობრებულ რამდენიმე ადამიანთან მიმოწერა,რაც მგონი უფრო საინტერესოა.განსაკუთრებით ფოსტით. ზოგადად კომპიუტერს მაინც დიდი დრო მიაქვს,რაც ცალკე პრობლემაა.ზომიერების გრძნობას როცა კარგავს ადამიანი,მაშინ ყველაფერი პრობლემად იქცევა.
@ანა, ვიცი, ვიცი :* დიდი მადლობა <3
@ანუშკა, უჰ, ნუ იტყვი, მეც ასე ვარ და ხან ბლოგები ფეისბუქზე უარესს მმართებენ.
@ტინიტა, წესით, 30–ს მიახლოებული უნდა დამეწერა :ლოლ:
@nobodyt, ეგ დღე არასოდეს დამავიწყდება, რომ მომწერე, დღეს შენი ხმა გავიგეო და ისე გამიხარდა, რომ მარტო არ ვარ/ვიყავი საყინულე გერმანიაში. ისიც მიხარია, შენი ბლოგი რომ გაქვს და ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და განვიცდი შენს ამბებს.
@თამარა, მადლობა. შენი ბლოგი ერთერთი ისეთია, რომელიც მაცინებს ხოლმე გემრიელად :დ კარგად წერ და ნუ მიაგდებ ბლოგს.
@ქეთი, ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს შენი ბლოგისადმი [შენდამი], თითქოს ძალიან დიდი ხნის და ძველი კეთილი მეგობრები ვიყოთ, ისეთი გრძნობა მაქვს.
@თორნიკე, ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს შენი კომენტარები. ძალიან საინტერესოდ ხედავ ხოლმე ყველაფერს და შენს გამოცდილებას წერ, დიდი მადლობა ამისთვის.
რაც შეეხება ფეისბუქს, ხან მგონია, ხომ არსებობს რაღაც ფიზიკური დაავადებები და ფეისბუქი კიდევ – ფსიქოლოგიურია, ადამიანები ისე ვლაპარაკობთ მასზე, როგორც ავადმყოფები ან უკეთეს ვარიანტში, სიგარეტზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულები, თავის დანებება გვინდა და ვიცით, რომ არაფერი სიკეთე არ მოაქვს, მაგრამ მაინც არ შეგვიძლია.
მე რომ გავაუქმე, ერთმა მეგობარმა მითხრა, აბა, რამდენ ხანს გაუძლებო და ისე გამოუვიდა, რომ ჯინაზე, თუ როგორც ჰქვია, გაუქმების დღიდან არ აღმიდგენია არცერთი წამით.
პრიორიტეტებს გააჩნია ცხოვრებაში, ამასთან ერთად, რა გინდა და როგორ გინდა იცხოვრო.
ლოლ ძალიან ფილოსოფიური პასუხი კი გამომივიდა :)
ფეისბუქის გარეშე ბედნიერად ცხოვრება ნადვილად შესაძლებელია! მადლობა ჩემს სამსახურს, თავის დროზე ამ გვერდის დაბლოკვის გზით ეს რომ დამანახა! :) პროფაილი არ გამიუქმებია, მაგრამ მინიმუმანდეა დასული ჩემი აქტიურობა.
@უნაამარგა, ზოგჯერ სამსახური როგორი გამოსადეგია :ლოლ: ზრუნავენ თანამშრომლების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე =))
Post a Comment