ცოტა ცუდ ხასიათზე როცა ვარ ხოლმე, ძველ სურათებს ვათვალიერებ და ისე ვხალისდები და ვმშვიდდები, ამაზე უკეთეს თერაპიად არაფერი მიმაჩნია.
ჰოდა, ახლა ვიფიქრე, კვირაში (ან ორ) ერთხელ დავდო ხოლმე ის სურათები, რომლებიც ჩემი ცხოვრების საყვარელ მომენტებს ასახავს.
ესენი ჩემი მეგობრები, სალომე და ზურა არიან :) 2008 წლის ზაფხულია, თიანეთი. საღამოს ფეხებს დავიბანდით ხოლმე და მერე "მსახიობების და მომღერლების" რვეულებს ვათვალიერებდით, რომელშიც მე და ჩემს მეორე მე ლილუს სული და გული გვაქვს ჩადებული :) (ანუ პატარები რომ ვიყავით, ჟურნალებს და გაზეთებს მუსრს ვავლებდით, მსახიობ–მომღერალ–მოდელების ფოტოებს ვჭრიდით და ამ რვეულებში ვაკრავდით, კიდევ რაღაც "მარკები" იყიდებოდა, მისაწებებელი, და იმათაც ამ რვეულებში გავაქანებდით ხოლმე, ეს ისე, ისტორიისთვის).
სალომე და ზურა ლილუს მამიდაშვილიშვილები არიან (ხომ გითხარით ადრეც, როგორ მიყვარს ქართული ნათესაური "ჯაჭვები"), ანუ ჩემი დეიდაშვილის მამიდაშვილიშვილები, რამაც ისინი ჩემს საუკეთესო მეგობრებად აქცია.
იმ საღამოს ზურა ძალიან გაუჟიანიანდა დედას და ფეხების დაბანაზე უარი განაცხადა. ავდექი და ვუთხარი, მეც შენთან ერთად დავიბან–მეთქი, ასე ჩავდექით ორივე აბაზანაში და ერთად დავიბანეთ ფეხები :) (ბავშვობაში ქრისტე მომწონდა, თავის მოწაფეებს ფეხებს რომ ბანდა).
მაშინ მივხვდი, ბავშვს არ უნდა დააძალო რაღაცები, უბრალოდ უნდა აჩვენო და აგრძნობინო, რომ მის გვერდით ხარ და მისიანი ხარ.
კვირა პირველი.



4 comments:
რა კარგი ფოტოა :) ხალისიანი
დრიმარ, მადლობა. კი, ხალისიანი გემოზე :დ
სოფი, ნამდვილი sunny ხარ აქ <3
ქეთი, ხო, ოღონდ scary sunny :))
Post a Comment