მე და ლილუ თბილისის აეროპორტში დილის 2 საათზე. 2010 წლის აპრილი.
ეს უკვე მეორედ წავედი და წავედი...
უკრაინის ავიახაზებით მივფრინავდი კიევამდე და მერე იქიდან ბერლინში. საზიზღარი რეისია, მოყანყალებული ძველი თვითმფრინავები ჰყავთ და გგონია, სადაცაა ძირი გავარდება.
ის შავი ჩანთა, კიდევ, ლილუმ მაჩუქა, ამოგზაურე ევროპაშიო, ამელის სტიუარდესა მეგობარი გამოვედი რა. ჰოდა, იმდენი ვიმოგზაურე იმ ჩანთით, ბოლოს უკრაინული თვითმფრინავივით ძირი გასძვრა...
ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!
კვირა მეორე.



6 comments:
კარგია, შორს რომ ხარ და არ ხედავ, აქ რა ხდება. :) :) :) მოჯადოებულივითაა ჩვენი ხალხი. მეტი არაფერი შეგვიძლია, ცემა-ტყეპის და ქუჩაში ყვირილის გარდა. ჰო, კიდე პოლიტიკური თოქშოუები ვიცით.
რა კარგი ფოტოა :)
@თინა, თან კარგია და თან – ცუდი, ნერვები მაინც მეშლება და არაფრის გაკეთება არ შემიძლია :(
მადლობა.
"წავედი და წავედი..." – სევდიანია
ქეთი, ხო სევდიანია. ვითომ არ მინდა ხოლმე სევდის გამომჟღავნება, მაგრამ წასვლა ყოველთვის ასეთი გამოდის, რაც უნდა ძლიერ ვეცადო.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ დაბრუნებას არ აპირებ.
მახსოვს მაღლივში რომ იყავი, ბიბლიოთეკაში და მერე გვეუბნებოდი ვიდეოს საშუალებით, გაიღიმეთ მზიანი დღეაო.
@ქეით, ხო ცუდია...
მართლა? არ მახსოვს ეგ ვიდეო. აბა გადავხედო წარსულს.
Post a Comment