Thursday, May 23, 2013

ახლო ცა


ეს ფოტო ქეთის ახალ ბლოგზე როგორც კი ვნახე, მაშინვე გამითბო გული და ბლის სიტკბოც კი ვიგრძენი. შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ სურათს რომ ვუყურებ და ფოთლებს მიღმა ქართული ცა ჩანს, მგონია, რომ განსაკუთრებულად ლურჯია, თბილი და ისეთი ცივი და უფერული არა, როგორიც აქ. პრინციპში, სულაც არ მეჩვენება, გეოგრაფიულ სარტყელს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში ცაც უფრო "ახლოსაა" და მზეც, ვიდრე გაყინულ ჩრდილოეთში, სადაც სექტემბრის ბოლოდან დღემდე სიცივეებია. 
აპრილში სულ რამდენიმე დღე იყო მზიანი, მაისშიც სულ რაღაც ნახევარ კვირას გასტანა სითბომ და მზემ. როცა მეგონა, ზაფხული უკვე მოვიდა, საზამთრო ტანსაცმლის ნაწილი გარდერობის "მიუწვდომელ" თაროებზე შევალაგე და ნაწილიც – გასარეცხების კალათაში ჩავყარე, დღეს 14 გრადუსამდე დაეცა ტემპერატურა და დაბალყელიანი ჩექმა მოვძებნე.

ოხ, არ მიყვარს წუწუნი, ხომ იცით, მზე სულ თავში მაქვს, მაგრამ ხან თავს ვერ ვიკავებ.


ჰაჰა, ნახეთ ეს ფოტო.
დედაჩემი მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური და დამხმარე დედაა, ეს ფოტო ჩვენ არ შეგვეფერება, მაგრამ მაინც დედაა და მე კიდევ მისი შვილი და შესაბამისად, როგორც კი დროს ვიხელთებ, ვეწუწუნები. 
არა, ეზრა მტირალა არასოდეს ყოფილა, მაგრამ როგორც ინგლისურად ამბობენ, tantrum–ები, გიყვარდეს, ბლომად აქვს და როცა დედაჩემს ვუყვები, ასე გააკეთა, ისე გააკეთა, ვერ ვაძინებ, ჭამა არ უნდა, ჩაცმას არ მაცდის და კალთიდან მიხტება, უმეტეს შემთხვევაში მპასუხობს, რომ სულ ჩემი პატარაობა ახსენდება და მეც ზუსტად ასეთი ვიყავი. ხოდა, მერე ვხუმრობ ხოლმე, რომ ეზრა ჩემი ბავშვობის ცოდვების გამოსყიდვაში მეხმარება.
ყველა დედა გმირია! უკვე 1 წელია ამას ვიმეორებ, მაგრამ ეს კვირა კიდევ უფრო ხმამაღლა დავიწყე თქმა.
არა, იქნებ მე ვარ ასეთი ფეთიანი და მინდა, ყველა და ყველაფერი ჩემს ჭკუაზე დადიოდეს, ამიტომაც ხშირად ვბრაზდები, რომ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებ. 
ან კიდევ სხვებს ჰყავთ ანგელოზი ბავშვები, რომლებიც არასოდეს ჭირვეულობენ, კარგად ჭამენ, საღამოს 6–დან დილის 9–მდე მშვიდად სძინავთ, თავისთვის თამაშობენ და კარადებს არ ეკარებიან (შესაბამისად უკან დევნა და ავეჯზე სპეციალური საკეტების დადებაც არ სჭირდებათ), მათი დედები სალონში იკეთებენ თმას, მანიკურს, მერე ფიტნესზე მიდიან, იქიდან ქმრებთან ერთად სასეირნოდ და ამ დროს ბავშვს სძინავს და სძინავს ტკბილი ძილით...
მანიკურს ვიკეთებ, კარგი, მე თვითონ და რეგულარულად, მაგრამ დანარჩენი იშვიათად ან საერთოდ არ გამომდის.

ძილის დროა დიდი ხანია. ღამე მშვიდობისა, ვისაც არ გძინავთ და დილა/დღე მშვიდობისა, ვინც დილით/ხვალ დღისით წაიკითხავთ!

პ.ს. დღეს როდემ დაწერა ტვიტერზე ფრანსუა ოზონის ახალ ფილმზე, ქალებზეა და რამე. მე ვუპასუხე, ბერგმანის გარდა ქალების არცერთ კაცს ესმის და იღებენ სისულელეებს-მეთქი. ხანდახან შეიძლება ალმოდოვარსაც გაუმართლოს, მაგრამ ძალიან იშვიათად და ისიც რამდენიმე კადრში. 
არავის ესმის ქალების!!! ა რ ა ვ ი ს!!! 

6 comments:

Unknown said...

ოზონის ფილმის ნახვა მე ძალიან მაინტერესებს, ზოგადად ქალის სილამაზის ჩემეული აღქმა აქვს ამ რეჟისორს, და ძალიან მომნწონს ეს ამბავი. სილამაზის რა - თმის ფერის და მკერდის ზომის კი არა, რაღაც დეტალების და მცირედი მნიშვნელოვანი ამბების.

დედებს რაც შეეხება :დ მე თურმე დუდაზე 100 ჯერ უარსეი ბავშვი ვყოფილვარ. ძალიან მრცხვენია ხოლმე, და მეცოდება დედა რო წარმოვიდგენ ომიან თბილისში კიდევ რის გადატანა უხდებოდა.

Rode said...

მეც მეც მეც მესმის ქალების!
ვოტ.

<3
ქალების უფრო მესმოდა ვიდრე კაცების.

Nobodyt said...

ოხ სოფი რა კარგი გამახსენე,ეს ფილმები, ქალური ამბები და ასე შემდეგ. ოზონის დიდი მოყვარული არ ვარ , სამაგიეროდ ალმოდოვარს ,,გავიმეორებდი" და კიდევ ერთხელ ვიგრძნობდი თავს საოცრად სევდიანად.

მე არ ვიცი მერე რა იქნება , რადგან ჩემი შვილი ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ ეხლა (finger crossed)ზუსტად ისეთია როგორსაც ,,სხვის შვილებში" აღწერ. მშვიდი, წყნარი, სძინავს , ჭამს და კეთილად იღიმება და ღიღინებს ,,აღუუს :)) მერე ალბათ ცელქი გახდება. თუმცა ჩვენი მშობლების მონათხრობს თუ დავუჯერებთ, მეც და ჩემი მეუღლეც გამორჩეულად ჭკვიანი, დამჯერი და ,,ხუთოსანი" ბავშვები ვიყავით.

ქალების კი მართლაც არავის ესმის მსოფლიოში... მეც არ მესმის ჩემი თავის ხანდახან :))

Sophie שרה Golden said...

@ანუშკა, :)
90–იანების თბილისელ დედებზე (და საერთოდ ყველა იმდროინდელ ქართველ მშობლებზე), საერთოდ, მგონი სპეციალური მედლები უნდა იყოს. რომ წარმოვიდგენ, ვგიჟდები.

@როდე, კარგი, დავიჯერებ :დ

@თი, მე უკვე დიდი ხანია აღარ ვნახულობ არც ალმოდოვარს, არც ოზონს, ბეჭები მტკივა ისედაც და მხოლოდ ფიზიკურ სევდას ვიმყოფინებ =))
თუ ახლა ასეთია, მერეც ასე იქნება, თან გენეტიკას ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, კესანეც გამორჩეულად ჭკვიანი და ხუთოსანი იქნება :)
ზუსტად. არც მე ;)

Keti said...

სოფი <3 დიდი მადლობა!

ბავშვობაში მეც ცელქი ვყოფილვარ, უფრო სწორედ ხიფათიანი ბავშვი, როგორც დედა ამბობდა. კიდევ – ძალიან უჭმელი.. ჰოდა, რომ გავიზარდე, მივხვდი, როგორ ვაწვალებდი დედას.
აკოცე ჩემ მაგივრად ცელქ ეზრას :)
მართლაც, ყველა დედა გმირია!

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, მადლობა შენ ასეთი ლამაზი ფოტოსთვის და ქართული გაზაფხულისთვის :)
ხიფათიანი ბავშვები, როგორც წესი, ძალიან კრეატიულები და ემოციურები არიან.
დედის ამაგას ვერასოდეს გადაიხდის ადამიანი, იმდენ ემოციას და ენერგიას დებს დედა შვილში.