დატოვეთ კომენტარები, შეხედულებები, აზრები და უბრალოდ, დიდი მადლობა ავტორს განსაკუთრებული პუნქტუალურობისა და პასუხისმგებლიანობისთვის.
ნდობა
დიდი ხანია ვრწმუნდები იმაში, რომ ყველა ვისაც შვილი
ჰყავს - უცხო პლანეტელებმა მოიტაცეს და უკან ძალიან შეცვლილი დააბრუნეს.
ყველა ადამიანი ვინც მშობელი გახდა სასწაულად შეიცვალა. მე ჩემი მშობლებიც
უცხოპლანეტელები მგონია. ვერაფრით ვიჯერებ, რომ ისინი როდისმე შეიძლება სხვანაირები ყოფილიყვნენ.დედაჩემთან ყოველთვის გახსნილი და რაღაცნაირად უცნაური, მეგობრული ურთიერთობები მქონდა. არაფრის კითხვა ან თქმა არ მიჭირდა, ზოგჯერ კი არც მჭირდებოდა, თვითონ იცოდა როდის, რა და როგორ უნდა ეთქვა, ან აეხსნა.
არ მესმის რისთვის არის საჭირო ზედმეტი სიმკაცრე, როდესაც
შეიძლება აუხსნა შვილს რა არის კარგი და რატომ, რისი გაკეთება არ ღირს ან რაზე უნდა
დაფიქრდეს თითოეული ქმედებისას.
დედაჩემისთვის მნიშვნელოვანი იყო და დღემდე არის - გულწრფელობა,
თუ სიმართლეს ვიტყოდი თითქმის ყველაფრის ნებას მაძლევდნენ, ყველგან მიშვებდნენ და არაფერს
მიკრძალავდნენ. არ ვიცი როგორ უნდა იყო კარგი დედა, მაგრამ ვიცი როგორი უნდა იყოს ნამდვილად კარგი მშობელი.
როდესაც ჩემს გარშემო ახალბედა დედებს ვუყურებ და მათი საუბარი მესმის სულ ვცდილობ ჩემი ისტორია მოვუყვე, მინდა რომ მათაც იცოდნენ თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მათი ბავშვობა, მინდა რომ მათი შვილებიც ისე ამაყობდნენ დედებით როგორც ახლა მე.
მესმის რომ რთულია პატარა არსება აღიქვა სრულფასოვან პიროვნებად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს შესაძლებელია. ალბათ ვერასოდეს ისწავლიან ადამიანები სხვისი შემხედვარე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ყოველი ისტორია რომელსაც მე ჩემს გარშემო მყოფ ახალბედა დედებს ვუყვები მათი დაფიქრების მიზეზი ნამდვილად იქნება.
დარწმუნებული ვარ, რომ დედასა და შვილს შორის ნდობაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი არ არის და ვერც იქნება.




12 comments:
საინტერესო წერილია.ნდობა ნებისმიერი ტიპის ურთიერთობის კვახუთხედია. ნამდვილად იშვიათია მშობლებსა და შვილებს შორის გულწრფელი საუბრები. ალბათ არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც ხელს უშლის. ყველა სხვა რაღაცებზე გადართული,მაგრამ მერე უკვირთ ხოლმე რატომ არიან შვილები ისეთები,როგორებიც არიან.
მშვენიერი პოსტია.
მე ამ კვირაში ზე-არმცალია, მაგრამ იქით კვირაში აუცილებლად დავწერ <3
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შესანიშნავი წამოწყებაა :)
მარიამის პოსტები როგორც ყოველთვის ძალიან გულწრფელია. დედაშენზე ხო საერთოდ ვგიჟდები.
yaaay დავიწყეთ როოგორც იქნა ♥ ველოდები სხვების პოსტებს
მადლობა სანი რომ ეს იდეა მოგივიდა და განხორციელებაც გადაწყვიტე
მადლობა ლინდა :*
ძალიან მომეწონა პოსტი და ის, რომ პროექტი დაიწყო :)
ვეთანხმები მარიამს, რომ ნდობა მთავარია. თავადაც ასე გავიზარდე და გამოცდილი მაქვს, რამდენს ნიშნავს
ძალიან საინტერესო იყო!
ადრე ჩვენს ოჯახურ ურთიერთობებს ვაიდეალებდი, მაგრამ შემდეგ ბევრი ნაკლი აღმოვაჩინე, ყველაზე მეტად - მესაკუთრული დამოკიდებულება შვილებისადმი. გეთანხმებით, რომ ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი რამაა.
კომენტარებს მე შეგნებულად არ ვპასუხობ. ყველა შეკითხვა ავტორებთან.
აუ, ჩორვენ, არადა როგორი ძნელია შვილის, როგორც ცალკე ინდივიდის აღქმა, რომ იცოდე. გაჩენისთანავე, მუცელი რომ დაგიცარიელდება და პატარას თავის საწოლში სძინავს, ბოლთას სცემ და არ იცი, ვინ არის, როგორ მოუარო, რა გააკეთო (ჩემი პირადი განცდები, ყველა ასე არ გრძნობს, ბუნებრივია).
აი, ასეთი პოსტები და საკუთარი გამოცდილება, დაკვირვება ძალიან ბევრს ნიშნავს დედებისთვის და ქალებისთვის, საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ტენდენცია, შვილებიც და ქმრებიც ჩვენს საკუთრებებად მივიჩნიოთ და ფეთიანები გავხდეთ.
მადლობა, მარო ბლანკ.
♥♥♥♥
ძალიან კარგი პოსტია ^^ მეც სულ იმას ვამბობ, რომ არაა საჭირო ზედმეტი სიმკაცრე, მთავარია ნდობა :/ ძალიან ვბრაზდები ხოლმე ასეთ მშობლებზე სულ კონტროლის ქვეშ რომ ჰყავთ შვილები და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ :( განსაკუთრებით გოგოებს :/
სოფ,ძალიან მომეწონა ეს პირველი პოსტი.მითუმეტეს იმ ადამიანზე წერ რომელსაც მეც ძალიან ვაღმერთებ და დედაშენი ჩემთვისაც მეორე დედასავითაა.ძალიან თბილი პოსტი გამოვიდა ჩემთვის და ის წლები გამახსენა როდესაც ორივე ჩემთან უფრო ახლოს,გვერდით იყავით.ძალიან მომენატრეთ და ამ პოსტმა უფრო მომანატრა თქვენი თავი.რაც შეგეხება შენ დარწმუნებული ვარ რომ ყველაზე მაგარი და ყველაზე მეგობრული დედა იქნები შენც .მიყვარხარ.შენი ნზ
@ნზ, ფისკო, დიდი მადლობა, მაგრამ ეს პოსტი დედაჩემზე არ არის, სხვა გოგოს დედაზეა :))) ეტყობა კარგად არ დაკვირვებიხარ, რომ ასეთი "სერია" მიდის ბლოგებზე, სადაც სხვა გოგოები წერენ პოსტებს და არა – მე :)))))
ჰაჰა, მე რომ როლიკები მქონოდა, საწყალი შენი პარკეტი მაშინ, თითქოს ჩვენი ქუსლიანი ფეხსაცმელი არ ეყოფოდა :პ
არ მეყო.
რა პატარა პოსტი იყო :(
ხოდა ვიტყვი იმას, რომ ეგ მართლა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია. აი ძალიან!
შევხედოთ ახლა მეორე მხრიდან.
შენ ხარ ურჩი. მოგინდა კედელზე დახატვა ( ნუ კედელზე დახატვა მაგალითად მოვიყვანე. ანუ ცუდის გაკეთება). დახატე ერთხელ - მშვიდად აგიხსნა, რომ ეს ცუდი საქციელია. შენ არაფრად აგდებ ამას. ხატავ მეორედ - ის მაინც მშვიდად გიხსნის, რომ ეს არის ცუდი რამ. კიდევ მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ იგივეს იმეორებ.
ხოდა როდემდე უნდა იყოს ის ( ანუ მშობელი) მშვიდი ??? რა მეთოდს უნდა მიმართოს???
Post a Comment