ყველაფერი მარტივადაა.
პარადოქსი არ არის ის რომ ყველაფერი დიდაქტიკური,მონოტონური
და მონოლოგური ჟღერს ისე როგორც ეს წინადადება.
ცხოვრებაში
იმდენი სხვადასხვა აზროვნებისა და გემოვნების ადამიანი შემხვედრია ვერავინ მოთვლის:
გოგონებიც და ბიჭებიც. რა სურთ კაცებს ეს ბევრმა კარგად იცის, მაგრამ თუ რა სურთ ყველაზე
მეტად ქალებს-ეს განზოგადებულად არსად მომისმენია.ჩემი აზრით ეს უზომოდ მარტივი, ყოველდღიური და თანაც გაცვეთილი სიტყვაა “ყურადღება”,
რომლის უკან ან კმაყოფილი და ბედნიერი ქალი დგას ანდაც ყველაფრით უკმაყოფილო.
მეგობარი გოგონა N1.
ჰყავს მეუღლე.პატარა შვილი. არ მუშაობს.მშობლები
ეხმარებიან. მეუღლეს მცირე ხელფასი აქვს.ხელფასის უმეტესობა პატარას მოვლაში იხარჯება,
თუმცა ამ ხელფასში, “მოგვის საჩუქრის” მსგავსად თუ მიმსგავსებულად, ბიჭს ყოველთვის
რჩება თანხა მეუღლისთვის, რომ ყოველ თვე მცირე საჩუქარი უყიდოს ანდაც მიართვას ძვირფასი ყვავილები და გაახაროს.გოგონა
მეტად შეძლებული ოჯახიდან არის,ვიდრე ბიჭი. ამიტომ ბიჭი ყურადღებას იმ ფარგლებში იჩენს,როგორც
ეს ამ გოგონას “ეკადრება”.ასე რომ, მცირე საჩუქრებიც და ყვავილებიც,ფუფუნების საგნებია
და წვალებით მოპოვებული თანხის მოზრდილ პროცენტს შეადგენს.
მეგობარი გოგონა N2.
წლებია ერთი თაყვანისმცემელი ჰყავს და აჩრდილივით
მუდამ თან დასდევს.ბიჭს ვითომ არაფერი დაეწუნება ქართული სტერეოტიპებიდან გამომდინარე.ჰყავს
ტრადიციული და თანაც შეძლებული ოჯახი, თვითონაც საკმაოდ განათლებული და ნიჭიერი ყმაწვილია.ერთადერთი
გარეგნობაა,რაც უხვად არ დაუბერტყებია ღმერთს მისთვის.წლების განმავლობაში ბიჭი ცდილობდა
თავისი სიყვარული და თავდადება დაემტკიცებინა გოგონასთვის,მაგრამ ამაოდ. ბიჭს არ ავიწყდებოდა
არც ერთი დღესასწაული, არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ანებივრებდა სურპრიზებით, საჩუქრებით,
ეხმარებოდა სწავლაში, იყო მეომარი,რომელიც მუდამ გოგონას სადარაჯოზე იდგა.გოგონა მეტად
მომთხოვნი და მეოცნებე იყო.ერთხელაც გოგონა შორს წავიდა. ბიჭმა გადალახა მთები, ზღვები
და რამდენჯერმე მოინახულა.იქაც ბევრი გმირობა ჩაიდინა და ამბავიც გადაწყდა. გოგონას
გული მოულბა და ქორწილიც დაიგეგმა.
მეგობარი გოგონა N3.
ამ
გოგონასაც ერთი თაყვანისმცემელი ჰყავს.მათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ერთი რელიგია
აერთიანებთ.გოგონას მშობლებს ბიჭი არც ოჯახით და არც გარეგნობით მოსწონთ-მათი შესაფერისები
არ არიან. თუმცა კი იციან,რომ რთულია ჩვენს ქვეყანაში რელიგიურმა უმცირესობებმა ერთმანეთი
იპოვონონ და წრფელი სიყვარულით გამთლიანდნენ.ამავდროულად ბიჭი ძალიან სათნო,პატიოსანი,შრომისმოყვარე
და წრფელი ადამიანი.ბიჭი გოგონას ყველა სურვილს უსრულებს,მასაც წინა შემხვევასავით
არც ერთი თარიღი არ გამორჩება და გოგონას თავს პრინცესად აგრძნობინებს.გოგონამ ბევრჯერ
გაუწია წინააღმდეგობა გრძნობას.მაგრამ ბიჭის თავდადებამ მიახვედრა,რომ ის ყველაზე ბედნიერ
ქალად იგრძნობს მასთან თავს. ისინი დღესაც იბრძვიან.
მეგობარი გოგონა N4
გოგონა
ძალიან განათლებული, საყვარელი და ბავშვურია.მის ცხოვრებაში 2 მთავარი მამაკაცი ფიგურირებდა.
მამა პატარობისას გარდაეცვალა და მის აღქმაში მხოლოდ ბიძა დარჩა.ბიძა ის მამაკაცია,
რომელიც მუდამ ცდილობს გოგონა გაახაროს.გოგონას არ ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი. შეიძლება
საერთოდაც არ ჰყავს. არავინ იცის რატომ. მას ხომ არაფერი დაეწუნება.გოგონა მუდამ ყურადღების
ძიებაში,მაგრამ “არსით ხმა,არსით ძახილი”. გოგონა ხშირად იწყენს და ჰგონია,რომ არავის
უყვარს და არავის ადარდებს.ის ისევ იმ პრინცს ელოდება,ვინც რწმენას მოუტანს.გოგონამ
ცხოვრების ჭეშმარიტება იცის :”ქალი მასთან რჩება ვინც ყველაზე მეტ სითბოს,სიყვარულსა
და ყურადღებას აზიარებს”.
მეგობარი გოგონა N5.
გოგონა
დიდხანს მეგობრობდა ერთ ბიჭთან და ის ძალიან უყვარდა როგორც თანამოაზრე,გამჭრიახი,ინტელექტუალი,მუდმივი
აღფრთოვანების ღირსი ადამიანი.ორივე თაბარი სტილის ოჯახებიდან იყვნენ,ტრადიციული, საშუალო
შეძლებისა და საქვეყნო პატივისცემის ღირსნი.თუმცა ბიჭი ყველა სხვა მამაკაცისგან განსხვავდებოდა.მას
საკუთარი შეხედულებები და პრინციპეპი ჰქონდა ყველა საკითხთან მიმართებაში და გოგონას
მასში ეს თვისება ძალიან მოსწონდა.მართალია გოგონა და ბიჭი ხშირად კამათობდნენ მაგრამ
ორივე ფიქრობდა რომ სწორედ კამათში იბადება საღი აზრი.ბოლოს გოგონა და ბიჭი ამ ურთიერთობამ,
ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.მათ ერთმანეთი შეუყვარდათ,მაგრამ ძალიან არაორდინალურად.ბიჭიუ
უინიციატივო და გოგონაზე მინდობილი ადამიანი იყო.ის მხოლოდ სიტყვიერ ყურადღებას იჩენდა
მის მიმართ და არ თვლიდა რომ გმირობები საჭირო იყო საკუთარი სიყვარულის დასამტკიცებლად.
გოგონაც ამ ყველაფერს,(როგორც დღეს მოდაშია)გაგებით ეკიდებოდა და პირიქით ამაყობდა
კიდეც, რომ მის გვერდით არ იდგა ყურებამდე გაღიმებული ბიჭი,ყვავილების თაიგულით ხელში.
თუმცა ერთხელ ურთიერთობა გაშრა.გოგონა მიხვდა,რომ თავს განსაკუთრებულად აღარ გრძნობდა.ამბავიც
აქ მთავრდება.
სიყვარულის ფართო განმარტება იმაში მდგომარეობს,რომ მამაკაცს საყვარელი ქალის გულისთვის უნდა შეეძლოს გამოიყენოს ყველა რესურსი, გაწიროს და შეცვალოს ყველაფერი.ყველაფერი რასაც მოიცავს: დრო,ენერგია, ფული,გადაწყვეტილებები, მავნე თვისებები, თვალების ფართოდ გახელა,გონი და ნიჭი.თითოეულ კომპონენტზე ჩაფიქრებას სულ სხვადასხვა სხივზე გავყავართ. ამ სხივების ერთობლიობა მზეს ქმნის- ბედნიერ დასასრულს.
პ.ს.
ამ გოგონებიდან ერთერთი მე ვარ და ყველა ამბავი ნამდვილია.




8 comments:
მეოთხე ისტორია "ამელის" რა მაგრად გავს. ყველაზე საყვარელია, მომეწონა.
პოსტის დასაწყისი იმდენად კარგად იკითხებოდა და სიამოვნებით გავყევი რომ ბოლოში ველოდი სახელს ,,ანნა" :) გრეის კელი მოუხდა, სათაური უფრო და მე მგონი გამოვიცანი ანას ისტორია რომელია. სხვათაშორის ანნა, ის რომელიც ჩემსას ყველაზე ძალიან ჰგავს! :)
მაგრად დავიბენი თუმცა იმედია იდეა სწორად გავიგე და მინდა ვთქვა - ყურადღება და საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება კაცსაც და ქალსაც ერთნაირად სიამოვნებს და უნდა!
დიდი მადლობა სოფი "განსაკუთრებულად საყვარელი მკითხველის" სტატუსისთვის)
ყურადღება რა თქმა უნდა კაცსაც სიამოვნებს და ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამ პოსტით არ უარმიყვია ეს ამბავი.თუმცა შეიძლება ზოგიერთ უყურადღებო და მუდამ "საპრინცესო" ქალებზეც დაიწეროს დიდი პოსტი. მამაკაცებს რომ შესცქერიან თვალების ხამხამით და ნარნარით) იგივე საძულველი არსებები არიან ჩემთვის.
თუმცა რაც არ უნდა "ვიგენდეროთ"არსებობს მაინც მამაკაცი და ქალი. მამაკაცი რომლის პირდაპირი მოვალეობაა ქალი აპრინცესოს)
ანა
ძალიან მომეწონა!
დღესაც არიან "პრინცესები" :) ანაქრონიზმია.
ერთ-ერთ სამსახურში მყავდა ზუსტად მასეთი კატეგორიის თანამშრომლები. როგორც ტენდერს, ან აუქციონს, ისე უყურებდნენ ქორწინებას. ელოდნენ კარგ სასიმამროებიან საცოლეებს. იცოდნენ, რომ როცა თვითონ მოინდომებდნენ "ხელის განძრევას" ქალიც იქვე იქნებოდა. "რა მეჩქარება, იმდენი არიან" ტიპები იყვნენ. nice!
ერთხელ ერთმა კაცმა თქვა დასავლეთის სამყაროდან, ვერ გავიგე, ქალებს თან თანასწორობა უნდათ და თანაც უნდათ, პრინცესასავით მოექცეო.
როგორ შეიცვალა ურთიერთობები ჩვენს დროში... კიდევ ერთხელ, ძალიან მომეწონა!
ნამდვილად ბოლოა ავტორის ისტორია )))
კარგია რეალური ამბების მოყოლა, უფრო იგრძნობა კითხვისას, როგორია ახლანდელი გარემო და ურთირთობები.
არაფრის. დიდი მადლობა, რომ მოახერხე და დაწერე ასეთი საინტერესო პოსტი.
ჰაჰა არ ვიცი, რამდენად კარგად შემიძლია ადამიანების გამოცნობა, მაგრამ რატომღაც მგონია, ვიცი, თი რომელი ისტორიის გოგოს ჰგავს. თუმცა, ანაც მეგონა გამოვიცანი და ნახევრად შევცდი :დ
Post a Comment