ნაპერწკალი
რამდენიმე კვირა
და, შეიძლება, თვეც კია, ვფიქრობ ამ პოსტზე, თუმცა რატომღაც ყოველთვის ვდებდი. ალბათ
ჩემი შინაგანი ხმა თუ მკარნახობდა, რომ ჯერ დრო არ იყო... როცა სოფის მეილი მივიღე,
მივხვდი რატომაც.
ადრე ჩემს ბლოგზე,
ძირითადად, პირად ამბებს ვწერდი ხოლმე - ამ 5 წლის განმავლობაში იმდენი“სასიყვარულო“
თავგადასავალი გამოვიარე, რომ ხანდახან მკითხველი იბნეოდა და კომენტარებში მეკითხებოდა,
„ეს რომელია, ბოლოს რომ გვიყვებოდიო?“
ახლა კი, ფაქტობრივად
აღარ ვწერ იმაზე რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება - არადა ყველაზე საინტერესოდ მოვლენები
სწორედ ბოლო პერიოდში განვითარდა. საერთოდ, 2013 წელი ჩემთვის თავბრუდამხვევად დაიწყო
- ახალი (და, შეიძლება ითქვას, პირველი სერიოზული) სამსახური, სწავლის ბოლო სემესტრი
და ახალი ნაცნობი, რომელთან ურთიერთობაც, ლოგიკურად, საინტერესოდ უნდა განვითარებულიყო.
ასეც მოხდა, მით
უმეტეს, რომ ორივენი რისკიანები აღმოვჩნდით ამ საკითხში - ურთიერთობებში ექსპერიმენტებს
არასოდეს მოვრიდებივარ, თუმცა ცხოვრებაში პირველად მომინდა ამ ექსპერიმენტის შესახებ
მეორე ადამიანიც გამეფრთხილებინა. მოკლედ, დასაწყისი ჰოლივუდის საშუალოსტატისტიკურ
მელოდრამას ჰგავდა სიტყვებით - „ეცადე, არ შემიყვარო!“
რაზე ფიქრობენ ხოლმე
ამ დროს ქალები? არიან ბოლომდე გულწრფელები? შეიძლება, მართლა გინდოდეს, რომ ვინმეს
არ უყვარდე, ვინმემ არ გაგაღმერთოს?
ძალიან ზოგადი საუბარი
რომ არ გამომივიდეს, ისტორიასაც მოგიყვებით, მოკლედ...
დათო facebook-ით გავიცანი - საერთოდ, უცნობებს არასოდეს ვამატებ ხოლმე,
არსებობს მხოლოდ ორი გამონაკლისი
·
თუ
ბევრი mutual
მყავს
·
თუ
სიმპათიურია
ის ორივე კრიტერიუმს
აკმაყოფილებდა და ასე აღმოჩნდა ჩემს ვირტუალურ მეგობრებში - მერე ყველაფერი ბანალურად:
ჯერ რაღაც ლინკზე დამიტოვა კომენტარი, შემდეგ chat-ში გადმოინაცვლა. ზუსტად იმ დროს ჩემი ურთიერთობა აწ
უკვე ჩემს ყოფილთან სულს ღაფავდა და იმდენად ვიყავი ამაზე გადართული, რომ ახალი ნაცნობისთვის
(ცისფერი და ლამაზი თვალების მიუხედავად) დიდი ყურადღება არც მიმიქცევია. ის კი არა,
ცოტათი მაღიზიანებდა კიდეც და დაქალებთან ტუტუცურად ვწუწუნებდი იმაზე, როგორ ზედმეტ
ყურადღებას იჩენდა სრულიად უცნობი ადამიანი.
ცოტა ხანში, საკუთარი
თავი გამოვიჭირე - დილით facebook-ს იმ მოლოდინით ვამოწმებდი, მისგან მესიჯი დამხვდებოდა
თუ არა...
ბევრი რომ აღარ
გავაგრძელო, სადღაც 1 თვის შემდეგ შევხვდით და ჩვენი ურთიერთობა ისე აეწყო, რომ ბევრს
შეყვარებულებიც კი ვეგონეთ. პრინციპში, ალბათ, ასეც იყო, უბრალოდ ჩვენ არ ვაჟღერებდით
ამ სიტყვას, უფრო მეტად, ჩემი სურვილით.
ჩემს ირგვლივ თითქმის
ყველას უკვირდა, როგორ შეიძლებოდა მქონოდა ასეთი იდეალური ურთიერთობა, გვერდზე მყოლოდა
ასეთი კარგი ბიჭი და ამის მიუხედავად, როცა მეგობრები წარბების თამაშით მკითხავდნენ
„ჰა, აბა რას შვებით შენ და დათო“, მე დატანჯული სახით მეპასუხა „აუუ... გოგო, ძალიან
კარგად ვართ, მაგრამ აი, რაღაც ნაპერწკალი გვაკლია, რაა...“
მოკლედ, ნაპერწკალი
აკლდა, მარილი თუ პეპლები, არ ვიცი, მაგრამ თვეში ერთხელ მომივლიდა და ვშორდებოდი ხოლმე,
შუალედებში კი ჩვენ საუკეთესო მოგონებებს ვაგროვებდით - ვზრუნავდით ერთმანეთზე, ვუწყობდით
სიურპრიზებს, ერთად წავედით სტამბულში, ბირთვისში, საჯომარდოდ... მან ამიხდინა რამდენიმე
ოცნება - პირველი ბიჭი იყო, რომელმაც კაფეში ან კინოში კი არა, რომანტიკულ ვახშამზე
დამპატიჟა, სადაც კრევეტების სალათი გავსინჯე წითელ ღვინოსთან ერთად... ის იყო პირველი
ბიჭი, რომელმაც ჩემი საყვარელი ყვავილი - იასამანი მაჩუქა... მან მიმიყვანა სპორტულ
„რა? სად? როდის?“-ზე, რასაც 4 წლის განმავლობაში ვერ მოვაბი თავი...
მასთან ერთად გადავიღე
პირველი ასეთი ფოტო:
ახლა, ბლოგზე, შეიძლება კიდევ მშრალად ჩანდეს ეს ყველაფერი, ბევრ რამეს არც ვამბობ, რადგან ძალიან ვრცელი და დეტალებში ჩაღრმავებული პოსტი გამოვა, მაგრამ ვწერ ამ ყოველივეს ძალიან დიდი და დადებითი ემოციით, რომელსაც ცოტა ტკივილიც ახლავს, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ მაინც დავშორდით. ასე, ერთი შეხედვით, უმიზეზოდ...
არ ვიცი, საერთოდ
აქვს თუ არა რაიმე მიზეზი იმას რატომ უყვარდებათ ან არ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი...
მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - Finita la Comedia, მე თამაშს თავს ვანებებ!
სტუდენტი




9 comments:
ყველაფერი რაღაცით მიმზიდველია: სულ რომ მარტო ხარ და არავის ხვდები, ახალ ვიღაცას რომ გაიცნობ და აფორიაქებული ხარ, დაშორებულთან რომ კარგი მოგონებები გაქვს და მათ უფრთხილდები, დაშორება რომ გტკივა და მერე რომ გაივლის... უცნაურია, რომ ხანდახან გენატრება წარსულის განცდა და ტკივილიც კი. იმედგაცრუება სასტიკობაა, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ხვდები, რომ რაღაც ისწავლე და აწი ნაკლები რაღაცები გაგიკვირდება.
არ მითხრათ ახლა, ბევრ ჰოლივუდურ ფილმებს უყურებო! :)))
თიკო, მე კიდევ პოსტი რომ წავიკითხე, პირველი რაც გავიფიქრე, იყო, როგორ დავბერებულვარ–მეთქი და საუკუნეების წინ მქონდა ასეთი переживания =))
ასეთი ისტორიების მოსმენისას სულ ორი რამ მახსენდება
ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდესო და
თავს სინანული სჯობიაო : )))
ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი რომელიც გამყარებულია ერთი არგუმენტით მაინც სწორია, არჩევანი რომელიც გამყარებულია ემციებით სინანულის მომტანი
ჩორვენ რა მაგარი რაღაცა თქვი. ჩემს თავს გადავხედე და თურმე რა ხშირად ემოციურ გადაწყვეტილებებს ვიღებ, რომელიც მთლად სანანებელიც არაა, მაგრამ...
ძალიან მომეწონა პოსტი, რაღაცნაირად ჩემი თავიც დავინახე
am postis mere kidev ufro mikvirs ratom txovdebian gogoebi dzalian adre. roca msgavsi yuradgebis da sasiamovnod gatarebuli drois shemdeg adamianebi mainc sheidzleba dashordnen ertmanets, ra garantiaa rom pirveli shemxvedri sheni kmari agmochndeba? da wlebi icxovrebt ertad.. ertaderti axsna adre gatxovebis, aris fsevdo tavisufleba da amastanave simshvide,rom moewyve, dasaxldi ragacnairad.
ana
მადლობა გამოხმაურებისთვის. ვნერვიულობდი ამ პოსტის გამოქვეყნებაზე, რადგან ჯერ კიდევ ახალი ამბავია და "ტკბილ მოგონებებში" არ გადაუნაცვლებია
: ))) გამიხარდა, რომ მოგეწონათ და სოფი, შენ მადლობა რომ გვითმობ შენს ბლოგს :)
@Lilac/boloblogi, my pleasure :))
ვაიმე!!!!
ასე მეგონა, რომ ჩემი და ჩემი ყოფილი შეყვარებულის ამბავი დაწერე. ყოფილი ანუ სულ რაღაც რამდენიმე რამდენიმე ხნის წინ რომ ერთად ვიყავით და ახლა რომ უბრალოდ ნაცნობები ვართ, აი ის. ბლოგზეც მიწერია მის შესახებ და შეგიძლია ნახო ჩემი პოსტები ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩამოვწერ დამთხვევებს:
1) ჩვენც ძალიან რისკიანები ვიყავით ურთიერთობაში.
2) ჩვენც facebook-ზე გავიცანით ერთმანეთი. ზუსტადაც რომ ბევრი mutual მეგობრის-და გამო. თავიდან გავაწამე და დღემდე ყველას ეუბნება ქეთიმ რომ დამტანჯა, ისე არცერთ გოგოს არ დავუტანჯივარ გაცნობისასო.
3) ძალიან ბევრს ვჩეთაობდით. აი უზომოდ.
4) ჩვენც დაახლოებით ერთი თვის თავზე შევხვდით ერთმანეთს.
5) ჩვენს შემთხვევაშიც ჩემი სურვილით არ ვაჟღერებდით სიტყვა "შეყვარებულები"-ს.
6) ჩვენც იდეალური ურთიერთობა გვქონდა. იდეალურად ვგრძნობდით თავს.
7) მეც ზუსტად მაგ ნაპერწკალს ვერ ვხედავდი.
8) ჩვენც ვიყავით ერთად თურქეთში.
9) იქიდან გამომდინარე, რომ თამაშობს ინტელექტუალურ თამაშს "სვაია იგრა"-ს, მანაც მიმიყვანა ამ თამაშზე. ტვ-ში რომ გადის "რა?, სად?, როდის?", მაგას ადრე თამაშობდა, მერე დაიკიდა.
10)დაახლოებით ეგეთი ფოტო ჩვენც გვაქვს გადაღებული ბათუმი - თბილისის მატარებელში.
11) ჩვენც ზუსტად ერთი შეხედვით უმიზეზოდ დავშორდით. ჩემი ინიციატივით. იმას ვუყვარვარ, ვიცი. არაერთხელ აღნიშნა.
12) ზუსტად. თამაშს მეც თავი დავანებე.
13) ჩემთვის ეს მშრალი პოსტი მშრალი არ არის, რადგან ეს ყველაფერი გამოვიარე.
"ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი რომელიც გამყარებულია ერთი არგუმენტით მაინც სწორია"
ზუუუუუუუსტად!
"არჩევანი რომელიც გამყარებულია ემციებით სინანულის მომტანი"
ზუსტად.
აი ამიტომაც დავშორდი მას.
Post a Comment