იმდენი კარგი წერილი მივიღე ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს (ესეც ხომ პოეტურად ჟღერს?). ყოველი ახალი პოსტის მიღებისას, ვფიქრობ, ოჰ, ამას როდის დავდებ, იქნებ უკვე დავდო, მაგრამ ვცდილობ პოსტები იმ თანმიმდევრობით გამოვაქვეყნო, როგორითაც ავტორებმა გამომიგზავნეს. ხან იმასაც ვფიქრობ, იქნებ კვირაში სამჯერ დავდო წერილები, ორის მაგივრად. ძალიან გამიხარდებოდა, თუ თქვენს აზრს მეტყოდით ამის შესახებ, როგორ გირჩევნიათ და ძალიან ხომ არ დაგტვირთავთ ხშირი პოსტები.
––––––
ამ პროექტმა, როგორც იტყვიან, სულზე მომისწრო. ეზრა ცხოვრების ისეთ ეტაპზე გადავიდა (ყოველი ახალი კვირა ახალი ეტაპია), როცა ყოველ ხუთ წუთში ჩემთან მოდის და ხელში აყვანას მთხოვს, შესაბამისად, განსაკუთრებული ინტელექტუალური ფიქრებისა და გონების დაძაბვისთვის დრო არ მრჩება. როგორც წავიკითხე, ნორმალური მოვლენა ყოფილა 14 თვის ბავშვისთვის, რომელიც მთელი დღე სამყაროს შეცნობაშია; უამრავი რამე აკვირვებს, ახარებს, აშინებს და ამიტომ, უნდება ეს ყველაფერი დედას გაუზიაროს. თავისი ემოციების გამოხატვის ერთადერთი საშუალება კი (სანამ ლაპარაკი უსწავლია) – დედასთან ჯდომაა.
ახლა ძალიან დედურ რამეს დავწერ და აიტანეთ, კარგი? :))
მგონი, 9 თვის იყო (სადღაც პოსტიც უნდა იყოს), როცა დაიწყო "დედა–დედას" ძახილი და დილით რომ გაიღვიძებდა, დაიწყებდა: "დედა ადე, ადე დედა". არ ვიცი, იმას გულისხმობდა თუ არა, რაც მე მეგონა. სადღაც 11 თვიდან უკვე "მამას" ძახილი დაიწყო. უცნაური ისაა, ყველაფრის სახელი იცის, ანუ როცა შეეკითხები, აბა დათუჩა სადაა და გაიშვერს თითს, აბა სულხან–საბა სად არის (საბავშვო "სიბრძნე–სიცრუისაზე" ახატია და ვასწავლე :ლოლ: ) და გადაშლის ზუსტად იმ გვერდზე. სამაგიეროდ, როცა ვეკითხებით, დედა სად არის, არც გისმენს. ერთხელაც დავაკვირდი, რომ დედას ან მამას მაშინ იძახის, როცა მოფერება, ხელში აყვანა, ჭამა, დალევა მოუნდება; ან როცა ბრაზობს, ან წაიქცევა და რამე ეტკინება.
თურმე წლის და ორი თვის ბავშვისთვის დედა/მამა კომფორტს, თანაგრძნობას ნიშნავს და არა კონკრეტულ "ადამიანებს", როგორებიც მისი სათამაშო დათვი ან სულხან–საბა არიან.
არ ვიცი, იქნებ სადმე წიგნში მქონდა ეს იდეა ამოკითხული და ახლა უკვე პრაქტიკაში ამომიტივტივდა, ფაქტია, რომ ჩემი დედობრივი დაკვირვების შედეგად, პატარა ბავშვის გონების მოძრაობები დავიჭირე.
ბედნიერი კვირადღე გქონოდეთ!!!




7 comments:
მგონი ორჯერ სჯობს :)
საყვარელი ეზრა <3
მეც მგონია,რომ ორჯერ უმჯობესია.თუმცა მე შენი წერილების კითხვა უფრო მეტად მიყვარს.:))ეზრა-რა თბილი და სიცოცხლით სავსე სახელია.ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება.:)
@როდე, შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
@ანა, ხო.
@თორნიკე, ალბათ ასეც ვიზამ, ორჯერ საკმარისი უნდა იყოს. დიდი მადლობა.
აუ აი იცი რა არის...
რამდენჯერაც მე შენს ბლოგს ღამის 5 საათზე გავხსნი, დავინახავ დიდ პოსტს და ვფიქრობ.. აუ მოდი ამას ხვალ წავიკითხავ.
პირველ აბზაცს შევავლებ თვალს და დანარჩენს ხვალ ვიზამ.
მაგრამ ეს არასოდეს გამომდის. რაღაც მაგიურად გამოგდის მკითხველის ჩათრევა. სასწაულად!
ალბათ ესაა ის მიზეზი, რის გამოც აქაურობა რაღაც ნამცხვარი მგონია. ვაშლის პეროგია ჩემთვის. შეიძლება შინაარსი არ მიყვარდეს (ნუ ამაზე არაერთხელ დამიწერია, იცი შენ ეს დედობრივი ამბები რომ დიდად არ მხიბლავს ამ ეტაპზე), მაგრამ რომ ვიცი, რომ აქაურობა მიყვარს და შენ მიყვარხარ - ვერ ველევი.
იგივე ვაშლის პეროგზეც და ალუბლის პეროგზეც. არც ვაშლი მიყვარს და არც ალუბალი. მაგრამ რომ ვიცი, რომ პეროგია, მთელ ლანგარს ვჭამ ხოლმე.
ხოდა აი ეგაა რა.
უჰ.. რამდენი ვწერე.
მომიტევე.
ეზრა არის განსაკუთრებული ბავშვი და რატომ: არ გვინახავს, მაგრამ ვიცნობთ და მოგვწონს და გვიყვარს :)
@ქეთი, :პ I'm hilarious, I know :D *big fat bragger*
@ნათია, :)))))))) მადლობა.
Post a Comment