Sunday, August 11, 2013

აგვისტოს კვირის ქრონიკა

კვირის მორიგი სუბპოსტები:

1. ფრჩხილები

ჩემი ფრჩხილების ლაქის კოლექცია, რომელსაც პარასკევს კიდევ ერთი ფერი შევმატე, მაგრამ ეს ფოტო მანამდეა გადაღებული და აქ არ ჩანს :) ლაქების მანიაკი ვარ.
თან გუშინ ფრჩხილებზე დავიხედე და დავფიქრდი, იქნებ საკმაოდ დიდი ვარ უკვე ფერად–ფერადი ლაქებისთვის–მეთქი. ბოლოს და ბოლოს 16 თვის ბავშვის დედა ვარ... :)))
თან T-ის ეს პოსტი გამახსენდა, დედობრივ პასუხისმგებლობაზე (ამაზე უფრო დიდი პოსტის დაწერა მინდოდა, მაგრამ თავმოყრილი აზრები საერთოდ დამეფანტა). მართლაც სასწაული გრძნობაა და არც მე მესმის იმ ქალების მილიონჯერ (თუნდაც მეორედ) რომ თხოვდებიან. ბუნებრივია, [არასოდეს] არავის ვნსჯი, მაგრამ მგონია, იმ ქალებს ვინმეზე დაყრდნობა სჭირდებათ და მამაკაცის გარეშე თავს არასრულფასოვნებად გრძნობენ.
ყველა ადამიანი თავისებურია, მშვენივრად მესმის და ჩემი საქმე არ არის სხვების ცხოვრება, მაგრამ მაინც მესიამოვნა, რომ მე და თის თურმე ერთნაირად გვიფიქრია ამ თემაზე და მარტო არ ვყოფილვარ.

ახლა აღარ, მაგრამ ეზრა თვეების რომ იყო და ბებიასთან დავტოვებდით, ჩვენ კიდევ ფილმს ვუყურებდით, ან უბრალოდ ნაყინზე "გავიდოდით", ისეთი სინდისის ქენჯნა მიპყრობდა, უკვე აღარაფერი მსიამოვნებდა, სახლში მალე დაბრუნების გარდა. ახლა, პირიქით, ჩემს ქმარს ვეუბნები, ბებიასთან წადით, ცოტა ხანს დავისვენებ მარტო–მეთქი. სხვათა შორის, აუცილებელია ზოგჯერ ასე განმარტოება და საკუთარ თავთან, საკუთარ ინტერესებთან, დარჩენა, რომლებიც თუნდაც ფრჩხილების სხვადასხვა ფერის ლაქით შეღებვა ან იუთუბზე უაზრო ვიდეოების ყურებას შეადგენდნენ.


2. შუქურისაკენ

არ ვიცი, ვირჯინია ვულფის "To the Lighthouse" თუ ასე ითარგმნება, მაგრამ თვეზე მეტია ვკითხულობ და მეეჭვება ოდესმე დავასრულო. არა, ძალიან ლამაზადაა დაწერილი და გმირებსაც არაუშავთ, მაგრამ მაინც იმდენად დამძიმებული წინადადებებია და ამინდიც ისეთი მოღუშული, ერთი ბეწოთი რომ არ გაგეღიმება.
ერთერთ საინტერესო მომენტად კი ის მომეჩვენა, როცა ქალბატონი რამსეი თავის პატარა ბიჭს ზღაპარს უკითხავს და უცებ გაიფიქრებს, რატომ იზრდებიან ბავშვები ასე მალე, სულ პატარებად უნდა რჩებოდნენ, რადგან მერე ასეთი ბედნიერები აღარასოდეს იქნებიანო. საინტერესო აზრია, არა?
ადრე ერთი ახალი დედისგან მოვისმინე მგავსი რაღაც და ძალიან გამიკვირდა, ეზრაზე ერთი თვით უმცროსი ბიჭი ჰყავს იმასაც და ამბობდა, სულ უნდა გყავდეს პატარები, თორემ მერე ცხოვრება დაცარიელდებაო.
არ დავეთანხმე და ალბათ/მგონი, არასოდეს დავეთანხმები.
არ მინდა სულ პატარა შვილები, იმიტომ, რომ ისინი უნდა გაიზარდონ, თავისი გზა მონახონ, გადალახონ სიძნელეები, ბევრი სიხარული განიცადონ, ხანაც იტირონ და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ამასობაში მეც დავბერდე, დავბრძენდე და საინტერესო მოხუცი გავხდე (ამასთან, ლამაზიც, ლივ ულმანივით). აი, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, ჩემი აზრით, და არა მუდმივი ბავშვობა და ახალგაზრდა დედობა.


3. ნატა იყო ბერლინში

ნატა იყო ბერლინში.
ნატა იყო ბერლინში.
ნატა იყო ბერლინში და მე ვერ ვნახე.
ვერც იმან მნახა.
ამას ჰქვია მისი საშინელი სემინარი და ჩემი მხრიდან კიდევ, ოჯახური სიძნელეები (რომლებიც ზუსტად იმ კვირას დაემთხვა), რის გამოც ვერ მოვახერხე ერთი დღის გამონახვა და ბერლინში ჩასვლა.

4. დედაჩემი

გუშინ კიდევ დედაჩემი ისე მომენატრა, ლამის ტირილით მოვკვდი. ყოველდღე მენატრება, მაგრამ ზოგჯერ მაინც ისე განსაკუთრებულად, სულ მავიწყდება, დიდი რომ ვარ.
ვიცი, ზოგს დედა საერთოდ არ ჰყავს და სირცხვილია წუწუნი.
მე შორს მაინც მყავს და მერე რა, თუ წელიწადში ერთხელ ახერხებს ჩვენს სანახავად ჩამოსვლას. მაგრამ ეზრა რომ იზრდება და იმდენ ახალ რამეს სწავლობს, სულ მინდა ისიც ხედავდეს.
ორ თვემდე დედაჩემმა გაზარდა (პირდაპირი გაგებით), მე მარტო ძუძუს ვაწოვებდი და მაშინ ვასეირნებდი, როცა დედაჩემი სახლს ალაგებდა ან საჭმელს გვიკეთებდა. ნამდვილი ქართველი დედაა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა "მოდაში" აღარ არის ასეთი რაღაცები, არასოდეს ვიტყვი უარს, დედამ გამიზარდოს ბავშვი =)) გამიზარდოში არ ვგულისხმობ, სულ მასთან იყოს, მაგრამ 50% მაინც ;)
იმიტომ, რომ დედაჩემი ყველაზე საყვარელი და კარგი დედაა, ისევე როგორც ყველა თქვენგანის :)
ხომ იცით, რომ გულწრფელი ვარ ყოველთვის და ამიტომაც გიზიარებთ იმას, რასაც ნამდვილად ვფიქრობ და არა იმას, რაც "პოლიტიკურად კორექტულია".

მეტი აღარაფერი მახსენდება.
ბედნიერ კვირას გისურვებთ, კარგად დასვენებასა და მშვიდობით დაბრუნებას!!!

9 comments:

Mzia said...

"...დედაჩემი ყველაზე საყვარელი და კარგი დედაა, ისევე როგორც ყველა თქვენგანის :)"
სოფი <3

Anonymous said...

სოფი:) კარგი დედა ხარ :) ბევრი შვილები გააჩინე, ისინი აუცილებლად ძალიან ბედნიერი ბავშვები , ხოლო
შემდეგ ჯანსაგი პიროვნებები იქნებიან. :)

Keti said...

მე მგონია, რომ ბავშვი ყველა ადამიანში უნდა რჩებოდეს გარკვეულწილად და ამით მიიღოს ბედნიერება ცხოვრების მანძილზე. ფიზიკური ზრდა ამას ხელს არ უნდა უშლიდეს:)

მე სულ მაქვს ეს შეგრძნება, რაც დედა აღარ მყავს, რომ მინდა ყველაფერი გავუზიარო – რასაც ვაკეთებ, ვხედავ, ვყიდულობ, თუნდაც – ვჭამ. ასე რომ, შენი მონატრების ძალიან კარგად მესმის.
კიდევ მგონია, რომ ძალიან კარგი დედა ხარ და შვილი, სოფი <3

ნატა said...

როცა ჩემს ძალიან მაგარ ბერლინურ კვირას ვიხსენებ არასდროს ვფიქრობ რომ იქ ახლოს იყავი,საერთოდ არ ვიხსენებ მაგ ამბავს, თორემ სხვას ჩემს ადგილას დეპრესია დაემართებოდა. ალბათ უფრო კარგ ადგილას და უფრო გემრიელად უნდა გნახო :)

Sophie שרה Golden said...

@მზია, :) <3

@თი, მადლობა. მინდა ბევრი შვილი ნამდვილად, მაგრამ აი, გაზრდა და აღზრდა როგორი ძნელია, შენც ხომ იცი. იმედია, გამომივა :)

@ქეთი, გარკვეულწილად კი, თუმცა, რამდენიმე ადამიანს ვიცნობ, რომლებიც "ბავშვებად" დარჩნენ და თვითონაც უჭირთ ცხოვრება და მათ მშობლებსაც ამის გამო – ძალიან დამოკიდებულები არიან ერთმანეთზე.
მესმის შენი, ქეთი, დედის მონატრება და სიყვარული არასოდეს ნელდება და რაც უფრო იზრდები ადამიანი, მგონი, კიდევ ათი ათასჯერ იზრდება.
დიდი მადლობა :)

@ნატა, უჰ, ნუ მეუბნები რა! :/ იმედია, ასე იქნება, თბილისში, მაგალითად :)

Tina Nadiradze said...

მომწონს, მომწონს, მომწონს ლაქის ფერები! (ლაქების მანიაკთა პარტიის წევრის განცხადება)

დედაზე რა კარგად მესმის. კიდევ კარგი, რომ ევროპაში ხარ და მანდ ჩამოსვლა უფრო იოლია. მაგალითად, შტატებში რომ იყო, უფრო რთული იქნებოდა, დიდი გზაა...
მე რაც გავთხოვდი, მის მერე სხვანაირად მიყვარს დედა,ასე მგონია, ვიღაც მართმევს და პატარა ბავშვივით ველოლიავები.

Sophie שרה Golden said...

თიკო, მიხარია, რომ ლაქების მანიაკების სიაში ხარ :)))
ხო, რა უცნაურად იცვლება გრძნობა დედის მიმართ, როცა შენც უკვე უფროსი ხდები.

Keti said...

მე უფრო დამოკიდებულებებს ვგულისხმობდი – ბავშვურად სუფთა გულს, ან თუნდაც აღტაცების უნარს და ა.შ. რასაც ხშირად ნიღბავენ ადამიანები და არიან ცივები და სრულიად უიმედოდ ზრდასრულები :)

Sophie שרה Golden said...

ქეთი, ამაში გეთანხმები, რა თქმა უნდა.