ქართველი ქერათმიანები და მით უმეტეს ბლოგერები არც ისე ბევრია, რამდენადაც მე ვიცი, ამიტომ ჯეობლონდის პოსტები ყოველთვის განსაკუთრებულია. ჯერ მხოლოდ მისი შარშანდელი პოსტი "ქალების ოთახისთვის" რად ღირს. მომწონს მისი წერის სტილი, რადგანაც ყოველთვის ღიად და ძალიან გონებამახვილურად წერს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდე (იხ. მონოგამია და co :დ ).
ისიამოვნეთ და ბედნიერ დარჩენილ ზაფხულს გისურვებთ ყველას!!!
(ეს კი პროექტის ლინკი თავისი მშვენიერი ავტორებით)
ქერათმიანის ურთიერთობები და თავგადასავლები
1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?
რა იყო და:
ჩემი თავგადასავლები არ მაძლევდა მოსვენებას. რაღაც სულელურ ამბებში ვეხვევი ხოლმე, შემდგომ რისი გადახარშვაც მიჭირს. ხოდა, ეს ბევრი ამბავი გროვდება, გროვდება და არასდროს უჩინარდება ჩემი ემოციური ზარდახშიდან. უცნაურია, მაგრამ ასეა. მაწუხებს და მაწუხებს. ვისურვებდი, არ მაწუხებდეს. მეგონა, რომ წერა შემამსუბუქებდა. საბოლოოდ, უფრო მეტად მაინც დღიურში ვწერ. ასე რომ, ვთვლი, ბლოგმა დიდად ვერ გაამართლა ამ მხრივ. მეგონა, მეტად გავიხსნებოდი, თუმცა ვერ შევძელი.
ძველი პოსტების წაშლა მაინც არ მინდა, თუმცა სიკვდილივით მეშინია გადაკითხვის, რადგან ვიცი, რომ შემომეშლევინება. არც კი მინდა დაფიქრება იმაზე, რომ ვინმე რეალურად კითხულობს ჩემს ბლოგს, თორემ ძალიან შემრცხვება ☺
2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
ძალიან იშვიათად ვწერ. ხან ვწერ და ვერ ვაქვეყნებ. დაკომპლექსებული ბლოგერი ვარ.
ვწერ ზემოთხსენებული მიზეზის გამო და კიდევ იმიტომ, რომ სიამოვნებას მანიჭებს. ბლოგის არგაუქმების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ კიდევ უფრო მეტად გახსნას, თორემ იმდენი, იმდენი მაქვს მოსაყოლი.... ☺
მიყვარს ბლოგები, სადაც გულწრფელად წერენ საკუთარ განცდებზე, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ძირითადად, ჩემს განცდებთან ბრძოლაა. და მშურს ცოტათი კიდევაც ასეთი ბლოგერების, რომ თავისუფლად შეუძლიათ საკუთარ გრძნობებზე წერა აუდიტორიის წინაშე.
ის კი არა, არათუ ჩემი თავგადასავლების, არამედ ფიქრების გაზიარებისგანაც კი ვითრევ ხოლმე ფეხს. რატომღაც მგონია, რომ სულელურია და თან, არც არავის აინტერესებს ☺
3. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის
თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო,თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი,საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?
თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო,თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი,საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?
ჩემი პირადი ცხოვრება ცვალებადი და ზედმეტად დინამიურია. მუდმივად მჭირდება ურთიერთობა, რომელიც ადრენალინს მაძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ვიწყენ და შინაგანად ვცარიელდები.
ზოგადად, მონოგამიური ურთიერთობების არ მწამს, მაგრამ საბოლოოდ, არც არამონოგამიური ურთიერთობები, მგონია, რომ ამართლებს. მონოგამიური ურთიერთობები ვერასდროს გაძლევს 100 %-ს იმას, რაც გჭირდება, ხოლო არამონოგამიურის დროს, someone always ends up hurt. საბოლოოდ, ყველაფერი შეგუებამდე მიდის და იქ ფანტაზია კვდება.
4. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.
ჩემი შვილი სოფის უმცროს ბურთულაზე ზუსტად ერთი თვით უფროსია. მესმის და თანავუგრძნობ სოფის, მაგრამ დედობასთან ერთად, ჩემთვის მოულოდნელი რამდენიმე სუბიექტური აღმოჩენაც გავაკეთე. თავიდან დავიწყებ:
ორსულობა ყველაზე ინდივიდუალური პროცესია მთელ მსოფლიოში და ძირითადად, მისი მიმდინარეობა განწყობაზეა დამოკიდებული. ის კი არა, მგონია, რომ ტოქსიკოზის სირთულეც ჩვენი გონებრივი მდგომარეობიდან მომდინარეობს. ჩემმა 9 თვემ ისე გაიარა, ვერ გავიგე. ბოლო დღემდე ვმუშაობდი და ყოველთვის ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავი. ამავე პერიოდში მივხვდი, რამდენად ცუდი ზეგავლენა აქვს ჩემზე და ჩემს საბრალო გარშემომყოფებზე პმს-ს და რა ბედნიერებაა მის გარეშე ცხოვრება.
მშობიარობისთვის ვიყავი ზე-მობილიზებული. ვიცოდი, რომ ყველაზე მძიმე რამაა ეს ქალის ცხოვრებაში და თავს ვიწყნარებდი, რომ მეორეს მხრივ, სადაც უხსოვარი დროიდან ჩვენი ბებიები აჩენდნენ ყველაზე ბრუტალურ პირობებში, მე, 21-ე საუკუნის ცივილიზაციაში მე რატომ ვერ გავაჩენ?! მეცხრე თვეში ვამბობდი, რომ ჩემი მშობიარობა იქნებოდა ძალიან ადვილი და ბოლოს იმდენჯერ ვთქვი, თავადვე დავიჯერე კიდეც. როდესაც კლინიკაში მივდიოდი დილის 7 საათზე, ვიფიქრე, რომ ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე რთული და მძიმე დღე იწყებოდა.
... და საშინლად გამიცრუვდა მოლოდინი. სანამ ტკივილი რეალური გახდებოდა, გაუტკივარება გაკეთდა. გაუტკივარების გასვლასა და ჩემი ბაყაყის ტირილის გაგონებამდე ზუსტად 15 წუთი იყო შუალედი. ყველაფერი რომ დამთავრდა, ვთქვი, სულ თუ ეს იყო ბავშვის გაჩენის პროცესი, 3-4-ს ახლავე გავაჩენ-თქო ☺
ამბობენ, საკუთარ შვილს გულზე რომ დაგაწვენენ, მაგ დროს სამყარო იცვლება და შენც საოცარ ბედნიერებას გრძნობო. ჩემს შემთხვევაში, მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩემი შვილი ძალიან, ძალიან ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შემიყვარდა და მგონია, რომ მისი შეყვარება ჯერაც არ დამთავრებულა ჩემთვის.
მშობიარობაზე ბევრად რთული ჩემთვის შემდგომი დღეები აღმოჩნდა. საშინლად სუსტად ვგრძნობდი თავს და ყველაფერი მტკიოდა. მიუხედავად ჩემი მარტივი მშობიარობის, მას შემდგომ ტკივილის შიში დამჩემდა და მაქსიმალურად ვცდილობ, თავიდან ავირიდო.
მე სოფისნაირი გმირი დედა ვერ ვარ და არც მქონია პრეტენზია. სულ თავიდანვე ძიძა ავიყვანე და მაქსიმალურად დავიხმარე ყველა. დახმარების გარეშე, მე მგონი, ვერ შევძლებდი აარონზე არანაკლებ კოლიკებიან ბავშვთან გამკლავებას. მისი არსებობის პირველი ორი-სამი თვე ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. არადა, საკმაოდ ბევრ რთულ პერიოდებს ვითვლი.
მიუხედავად სირთულის და უძილო ღამეების, გამუდმებული ნერვიულობისა და ხშირად უსასოობის შეგრძნების, სტრესი სად უჩინარდება, ვერ ხვდები. უმწეობის შეგრძნება მთავრდება იქ, როდესაც შენი შვილი ტირილს წყვეტს.
ჩემი გარეგნობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის. ზედმეტადაც კი. ჰოდა, როდესაც პირველად გავიგე, რომ ბავშვს ველოდი, პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ ჩემს მუცელს სურათი გადავუღე. მეგონა, არასდროს მექნებოდა ისეთი სხეული, როგორც ბავშვის გაჩენამდე. ეს იყო ის უსაფუძვლო შიში, რითაც ჩრდილი მივაყენე ჩემს ბედნიერ ორსულობას, რასაც ძალიან ვნანობ. ძალიან მალე აღვიდგინე ფორმები და წონა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ უკეთესადაც კი გამოვიყურები. ასე რომ, ორსულებს მინდა ვუთხრა, არ ღირს ასეთ წვრილმან საკითხებზე ნერვიულობა, როცა ასეთი სასწაული გელოდებათ წინ. ბუნებამ უკეთესად იცის და we are designed for that.
არსებობს ჩვენს ცხოვრებაში რაღაცები, რაც ზედმეტად overanalyzing-ს არ მოითხოვს. უბრალოდ, უნდა მოეშვა, ნაკლები იფიქრო და ისიამოვნო. მე ამ საკითხში აშკარად ყოველთვის მქონდა პრობლემები.
მიუხედავად იმის, რომ ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, სხვა ბევრი მშობლისგან განსხვავებით, მაინც არ ვთვლი, რომ ის ხალხი, ვისაც შვილები არ ჰყავთ, უბედურები არიან.
P.S. მომიტევეთ ზედმეტად გრძელი პოსტისა და ინგლისური სიტყვებისთვის ☺



8 comments:
დედაა როგორ წავიკტხე და როგორი დამაინტრიგებელი პასუხები იყო, საწყენიც კი : )))
რა უბედურება ეს ჭიაყელის გადმოგდება, მერე ანკესის ხელის გაშვება და მერე წყლის ზემოდან ყურება და სიცილი : ))))
მოკლედ კარგი იყო
მე, კიდევ, მშობიარობების შემდეგ უკვე აღარაფერი მეჩვენება მტკივნეულად.
ეზრა უფრო მალე გავაჩინე და აარონზე ტკივილები 12 საათამდე გაგრძელდა, contractions მიდიოდა და მოდიოდა, მთელი საავადმყოფოს კიბეები ავიარ-ჩავიარე, რომ აქტიური მშობიარობა დაწყებულიყო, მოკლედ როგორც იქნა მერე და დაიწყო ჭინთვები, სასწაულად რთულად მომეჩვენა და მეთქი, ჯანდაბას, მომეცით ეპიდურალი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, თურმე ეგ ადრე უნდა მოითხოვო :ლოლ:
ყველა ეს გამოცდილება იმდენად ინდივიდუალური და უნიკალურია, არაფერი შეედრება.
ჩემი დის მშობიარობის მერე დავაფასე დედაჩემი, არსება დედა , დედობა და ყველაფერი დედობასთან დაკავშირებული... ჩემს თვალში გმირები ხართ . თან ეს ტრანსფორმაცია 18 ივლისს მოხდა, სულ ახლახან, მაგრამ მიხარია რომ ამ პროცესს უფრო ახლოს გავეცანი...საბოლოოდ, როცა პატარას ხედავ ყველას ყველაფერი ავიწყდება დედას გარდა.
კითხვებს განზრახ აარიდა თავი ხო???
მისი გულჩაკეტილობ-და გამო :P
"მიყვარს ბლოგები, სადაც გულწრფელად წერენ საკუთარ განცდებზე, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ძირითადად, ჩემს განცდებთან ბრძოლაა. და მშურს ცოტათი კიდევაც ასეთი ბლოგერების, რომ თავისუფლად შეუძლიათ საკუთარ გრძნობებზე წერა აუდიტორიის წინაშე."
უი ამას ჩემი ბლოგი ანახეთ :D
რაღაც დამაკლა პასუხებს.
"რაღაც დამაკლდა პასუხებში" უნდა დამეწერა იქ.
ქეით, უნახავს ამას შენი ბლოგი და დაარსების დღიდან კითხულობს კიდეც :)
უი :D
მართლა? :D
არ ვიცოდი და ძალიან სასიამოვნო :)
Post a Comment