რამდენადაც ბევრი ლაპარაკი წერა მიყვარს, იმდენად მარიამ ბლანკ აკა ჩორვენზე არ შემიძლია ბევრის თქმა, გარდა ამ ინგლისური ზედსართავი სახელისა: she is HILARIOUS & I love her!!!
მარო ბლანკის ვნებები
1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?
თითების "დამაზოლება" კლავიატურით 2006 წელს დავიწყე, მაშინ როდესაც ფუნჯის საჭერად დრო აღარ მრჩებოდა (ხატვას ორჯერ დიდი დრო მიაქვს ვიდრე წერას), ხოდა რაღაცნაირად უნდა გამომეხატა ჩემს თავში არსებული ტარაკნების ომები, თორემ გავგიჟდებოდი.
2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
ზუსტად ამ ტარაკნების ომებს აღვწერ დღემდე, უბრალოდ დროთა განმავლობაში ბრძოლის ხერხები დახვეწეს და მეც სხვანაირად დავიწყე წერა. სხვა არაფერი შეცვლილა.
თანაც ისე გამოვიდა რომ ბლოგი ჩემი მოგონებების საუკეთესო შემნახველია. მართლია ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ მაგრამ "დახლამულ" თავში ფოლდერები ამერია და რაღაცეებს ვეღარ ვიხსენებ ხოლმე, ამისათვის მოვრბივარ ბლოგზე და ვეძებ კონკრეტულ თარიღებს, იმწუთასვე მახსენდება სად ამიცდა ბანანის ქერქზე ფეხი და რა ჩავიდინე იმ პერიოდში. შემდეგ დამბალი კარამელივით ვზივარ და ენის წკლაპუნით ვაგემოვნებ მოგონებებს.
3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია? :D
საქართველოში იმის მიხედვით რაც უკვე ვნახე საყვარელი ადგილი თუშეთია (სამოთხე კი ჭაუხი), ზოგჯერ ვფიქრობ რომ ქალაქში შემთხვევით და ძალიან შეცდომით დავიბადე, მთა მიხმობს.
საზღვარგარეთ ჯერ არ აღმომიჩენია ადგილი სადაც სუნთქვა შემეკრა, ამიტომ მე მგონი ყველაფერი წინ მაქვს. ხოლო სადაც მინდა რომ წავიდე და დავისვენო სულ მალე გაიგებს ყველა ვინც ჩემს ბლოგს თვალს ადევნებს. დიადი გეგმები მაქვს და სულ მალე მოვიყვან სისრულეში
4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობის მასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?
ამ ეტაპზე არ მყავს პარტნიორი, თუმცა ყოველ ჯერზე როდესაც ისინი მყოლია კრიტერიუმები როგორც ასეთი სულ რამდენიმე იყო - ადამიანის გულწრფელობა, კომუნიკაციის და აზრის სრულად გამოხატვის უნარი, იუმორი - დანარჩენი მეორადია.
თუმცა გეტყვით რომ ქალების "არჩევის" დროს უფრო "კაპრიზნი" ვარ ვიდრე მამრებზე "ნადირობისას" (ძალიან ხმამაღალი ნათქვამი კი გამოვიდა, მაგრამ შინაარსს ჩაუკვირდით თქვენც)
თუმცა გეტყვით რომ ქალების "არჩევის" დროს უფრო "კაპრიზნი" ვარ ვიდრე მამრებზე "ნადირობისას" (ძალიან ხმამაღალი ნათქვამი კი გამოვიდა, მაგრამ შინაარსს ჩაუკვირდით თქვენც)
5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.
რა მინდა დავწერო და ამასწინად ვფიქრობდი რომ მეთხოვა შენთვის შენი მეუღლის შესახებ საინტერესო, ვრცელი პოსტის გამოცხობა. ვიცი, რომ ფოტოების გავრცელებას არ მიესალმები, მაგრამ გაქვს გენიალური იარაღი - წერა, ხოდა გაგვაცანი რა. ხომ უნდა ვიცოდეთ ვის ეტრფის, ვის უგებს, ვის უღიმის ყოველ საღამოს სოფი გოლდენი : ) შექმენი გმირი რომელსაც ჩვენც შევიყვარებთ : )
მგონი ბოლო პუნქტი მაგარი ამოვარდნილია თემიდან, მაგრამ ეგეც კი აბსოლუტურად ასახავს ჩემს ავადმყოფურ ცნობისმოყვარეობას.
Hi that's me there, hiding behind your closet door.




12 comments:
ჰაჰა, მარო!
ჩემი ქმარი არის აბსოლუტურად საპირისპირო ხასიათის და როგორც ბიბლია ამბობს, მე ვარ "ეზერ კენეგდო" ანუ помощница против него ;-)))
მე ვარ: ფართხა-ფურთხა, კონტროლ-ფრიკი, გული მიჩუყდება ადვილად და ყველა მიყვარს (ან ასე მგონია), ამის მიხედვით შეგიძლია წარმოიდგინო როგორია ადამიანი, ვისაც სოფი გოლდენი უღიმის, ეტრფის ლოლ და ამავე დროს სულ ებუზღუნება.
ოჰო, მიანტერესებს დიდი გეგმების შესახებ!
რა კარგი რამე თხოვე ჩორვენ სოფის, ვუერთდები მეც :დ :))
ჩორვენი <3
♥♥♥♥♥
აი ემ თოთალი ჩუყდ <3
ოჰ მარიამი <3
გარდა იმისა, რომ მარიამი არის ბლოგერი, ის აგრეთვე არის ჩემი კლასელი.
ბავშვობაში და დღემდე ჰყვარობს მწერებს. მე თუ კალიაზე ვიტყვი, ფუუუ კალია, ის ხელზე დაისვამს და აკოცებს, მიეფერება.
კიდევ ახასიათებს ვინი პუხიზმი. ამ დროს უნდა მიხვიდე და მსუქან ლოყებზე ბევრი აკოცო. (ნუ რავი, მე ვუკეთებდი და ახლა საუკუნეა არ მინახავს). კი იწყებს ორმაგად ბუზღუნს: გოგოოოოო, მეტკინა. მაგრამ ეგ არაფერი.
უჰ, მგონი ყველა მონაწილეს შესახებ დაწერილ პოსტზე დავტოვე კომენტარი. არ ვიცი, ადრესატებმა რამდენად ნახეს :D
ქეით, იმედია ნახეს შენი კომენტარები პოსტების ავტორებმა.
დიდი მადლობა ჩემი მხრიდან, რომ წაკითხვა არ დაიზარე.
უი ეგ არ ვიცი :D
მაგრამ მე ყველაზე დავწერე რაღაც :D
არაფრის, რა მადლობა. პირიქით, ძალიან მიყვარს შენი ბლოგი <3
"შემდეგ დამბალი კარამელივით ვზივარ და ენის წკლაპუნით ვაგემოვნებ მოგონებებს." -- ძააან ვიცინე ამაზე ))
აქვე აღმოვაჩინე, რომ კითხვა საყვარელი ადგილების შესახებ დამვიწყებია/გამომიტოვებია უნებურად ))
:3 :აწწ:
Geoblonde, მე კიდევ ვიფიქრე, რომ არ გინდოდა პასუხის გაცემა და სპეციალურად გამოტოვე, ამიტომ აღარ ჩაგეძიე ლოლ თუმცა, ეგ რა გამოსატოვი კითხვა უნდა ყოფილიყო ისე, ხო? :დ
ლილიანჩიკ <3 ამას წინათ ბარგის გადალაგებისას შენს ნაჩუქარ სათამაშოს წავაწყდი :)) გახსოვს? ჭრელი მსუქანა საყვარელი არსება, ფეხზე საჟღარუნოთი.
Post a Comment