Wednesday, July 23, 2014

მსოფლიოში ყველაზე გრძელი და არალოგიკური (გააჩნია ვისთვის) პოსტი

We twa hae run about the braes,and pu’d the gowans fine;But we’ve wander’d mony a weary fit,sin auld lang syne.
Robert Burns "Auld Lang Syne"


ზაფხულში ბლოგის მკითხველების რიცხვი შედარებით იკლებს ხოლმე და ამიტომ ვიფიქრე, ისეთ პოსტებს დავწერ ამ პერიოდში, რომლებიც ერთგვარი ისტორიული ქრონიკის როლსაც შეასრულებენ და რამდენიმე წლის შემდეგ გამახსენებენ, თუ რა ხდებოდა 2014 წლის ზაფხულში-მეთქი.

როგორც ამელი იტყოდა, დღეს 23 ივლისია, 2014 წელი, 26 გრადუსი ცელსიუსით, მე 29,5 წლის ვარ, სამ წელში ორი შვილის გაჩენიდან შემორჩენილი 10 ზედმეტი კილოგრამით და პიკს მიღწეული თმისცვენით, ისევე როგორც ორი წლის წინ. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვდარდობ, ვიცი, პოსტპარტუმ (მშობიარობის შემდგომი) პერიოდის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ის თმა, რაც ორსულობისას არ იცვლებოდა, ახლა ერთდროულად ჩამოვიდეს თავიდან და ჩვენი სახლი ბუნებრივი, creepy "ხალიჩით" მოიფინოს.
(თამთა, ბოდიში ასეთი თმიანი პოსტისთვის ;-) )

ახალბედა დედებო, არ შეგეშინდეთ, როცა მშობიარობიდან 3-4 თვეში თმის საშინელი ცვენა დაგეწყებათ! ნუ შეგეშინდებათ, ბღუჯა თმა რომ შეგრჩებათ ხელში დავარცხნის შემდეგ, ან სააბაზანოს მილები დაგეცობათ, უბრალოდ, აბაზანაში ბადის ჩადება არ დაგავიწყდეთ, მთლად რომ არ გაჭედოთ თბილისის, ისედაც ბედკრული, კანალიზაცია.
საქმე იმაშია, რომ ორსულობისას მომატებული ესტროგენის გამო თმის ბუნებრივი ცვლა (დღეში 100 ღერი თმა) შეჩერებულია, მშობიარობიდან რამდენიმე თვეში კი ესტროგენი თავის ნორმას უბრუნდება და შედეგად, მთელი ის თმა, რაც 9 თვის განმავლობაში ნელ-ნელა უნდა გამოცვლილიყო, ერთბაშად გვცვივა და გვაგიჟებს.
ბევრი ისეთ მითებსაც იჯერებს, რომ ვითომ ძუძუთი კვებაა ამის მიზეზი, ზოგი, ვისაც კითხვა ეზარება, სხვა სასაცილო რამეებსაც იგონებს, რაზეც ჩემს ბლოგზე არ ვისაუბრებ.
ერთმა მკითხველმა შეშინებულმა მომწერა, იქნებ, კონტრაცეპციის საშუალებამ გამოიწვიაო და მინდა ყველა დავამშვიდო - არა!!! ბუნებრივია და მალე გაივლის, მაქსიმუმ 3 თვე გაგრძელდეს თმისცვენა, აუცილებლად დაგიბრუნდებათ თქვენი ლამაზი თმა.
ქალები მაგრები ვართ, ხომ იცით. კაცებსაც არაუშავთ, მაგრამ ჩვენთან ახლოს მაინც ვერ მოვლენ.


დევიდ ბოუი და ლიზ ტეილორი

ეს ფოტო საერთოდ არაფერ შუაშია პოსტთან, მაგრამ დღევანდელი პოსტი აბსოლუტურად არალოგიკური მინდა იყოს, ისეთივე, როგორიც ჩემი განწყობაა, ამიტომაც ვისაუბრებ ბევრს, რაც უცებ მომივა თავში და დავდებ ფოტოებს, რომელთა გაზიარებაც ასევე უცებ მომინდება (უცებ-ში აშკარად random-ს ვგულისხმობ, მე ინგლისური ენისა და აზროვნების მსხვერპლი).

2014 წლის ივლისია ისევ, 21-ე საუკუნე და ვითომ ადამიანების უფლებების დაცვა უმაღლეს დონეზე რომ უნდა (არის კიდეც, ოღონდ მხოლოდ დასავლეთ სამყაროში) იყოს აყვანილი, ამ დროს სირიაში ერთ ქალს ქმრის ღალატის გამო ქოლავენ, მეორეს - ცხვირს აჭრიან, სახეს უწვავენ... პალესტინაში ჰამასის წევრები მოტოციკლზე მობმულს ათრევენ თავისივე თანამემამულეს, ერაყში ქრისტიანებს დევნიან, ხოცავენ და მაღაზიებში გამოფენილ მანეკენებს სახეს უფარავენ, საფრანგეთის გაერთიანებულ ემირატებში არაბები ბობოქრობენ ებრაელების წინააღმდეგ...
ბუნებრივია, არგუმენტი, თუ როგორ ჩაგრავს ისრაელი ფანატიკოს ბარბაროს ტერორისტებს (რომლებიც ადამიანებს პატარაობიდან გონებას უწამლავენ და სიძულვილს უნერგავენ) ჩემთან არ მიიღება.
ისრაელი ერთადერთი დემოკრატიული ნათელი წერტილია ახლო აღმოსავლეთში და ამას მე, სოციალისტი ფემინისტი, ვამბობ, რომელსაც დემოკრატიაზე მხოლოდ ეცინება, სამაგიეროდ სჯერა და უნახავს, როგორ ზრუნავენ იქ ქალების (ბუნებრივია კაცებისაც, უბრალოდ როგორც აღმოსავლეთში მდებარე ქვეყანაზე, ამაზე ვაკეთებ აქცენტს) უფლებებზე, განათლებასა და ჯანმრთელობაზე.
ამიტომ აბსოლუტურად მეორე ადგილზე გადადის ჩემთვის ყველაფერი დანარჩენი. 
ის რელიგია და კულტურა, რომელიც ქალს მხოლოდ სექსის ობიექტად აღიქვამს, თანასწორად არ მიიჩნევს და მისი დასჯა ყოველგვარი კანონის გარეშე შეუძლია, ჩემთვის მიუღებელი და ბარბაროსულია.



სატურნი

აი, ასეთი იქნებოდა ჩემი და სეიმურ გლასის მფარველი პლანეტა, დედამიწასთან ახლოს რომ ყოფილიყო.



პოსტის დასაწყისში შოტლანდიელი რობერტ ბერნსის ლექსია მოყვანილი, რომლის სახელწოდებაც ჩემი უხეში თარგმანით "ძველ კარგ დროს" ნიშნავს და მასში ხალხური მოტივები ჭარბობს, ანუ ზოგიერთი სტროფი ბერნსს არ ეკუთვნის (ეს ინფორმაცია ჩემნაირი პოეზიისა და ისტორიის "ფრიკებისთვის"). ზოგი ამბობს, ავანტიურისტი იყო ესენინივითო, სადღაც ბავშვობაში მისი ლექსების ძველ თარგმანზე მაქვს წაკითხული, ვაჟა-ფშაველას ჰგავსო და მე კიდევ, როგოც საქართველოს მთიანეთში გაზრდილი და იქაური პოეზიის თაყვანისმცემელი, ხინკალსა და ჟიპიტაურთან ერთად, ვთვლი, რომ რობერტ ბერნსი ერთერთი ყველაზე კარგი ტიპია მსოფლიოში. მართალია მის პოლიტიკურ შეხედულებებს კარგად არ ვიცნობ და იქნებ, არც მომწონებოდა, მაგრამ მოდი, ახლა მის ლექსებს დავჯერდები და იმას, შოტლანდიელი რომ იყო და მთები მისთვისაც ისეთი ახლობელი, როგორიც ჩემთვის.


ეს ფოტო უკვე არააქტუალურია და ყველამ ვიცით, ყოფილი პაპი ბენედიქტის (გერმანელი) "ლოცვამ" რომ აჯობა ახლანდელი პაპ ფრანცისკოსას (არგენტინელი), მაგრამ მომავალში იქნებ აღარავის ახსოვდეს და ბლოგზე მექნება ეს "დიადი" უკვდავი მემე. პირველად ჩემს ქმარს ვანახე აღტაცებულმა, მას კიდევ, რატომღაც, დიდ გონებამახვილობად არ მოსჩვენებია და "გულდაწყვეტით" მითხრა, რა სისულელეებს უყურებ შენს ინტერნეტმეგობრებთან ერთადო :ლოლ: რას იზამ, 21-ე საუკუნეში ასეთ ხუმრობებზე გვეცინება "ზოგიერთებს", ისე, რომ დაფიქრდე ადამიანი... არ გვინდა დაფიქრება ამ მომენტში რა, leave me alone :-D


ნორვეგია! 

არ ვიცი, რამენაირად ფილტრავენ ამ ფოტოებს, თუ მართლა ასეთი ფერები არსებობს ბუნებაში? Oh please, leave me alone again! :-D

კარგი, ახლა ღამე მშვიდობისა!!! 

;-)

P.S. ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად ყველაფრისა, რადგან ყველაფერი იწყება და მთავრდება. შეიძლება ყველაფერი არ იყოს საკმარისი ცხოვრებაში, სამაგიეროდ სიყვარული და სიკეთეა ყველაფერი.
ჰაჰა მეეჭვება, ვინმეს პოსტი ბოლომდე წაეკითხოს, ამიტომ ტავტოლოგიების "დაშვებაც" შემიძლია და სრულიად უაზრო რაღაცების წერაც, რადგან მხოლოდ ძალიან საყვარელ და ახლობელ ადამიანებთან ვართ ღიები და შტერულად მოქცევისაც არ გვერიდება. ასე ვარ მე ამ ბებერ ბლოგზე, ჩემს საყვარელ მკითხველებთან, რომლებსაც მართლა ესმით ჩემი ბლოგის კონცეფცია და ყველაფერი, ისევ და ისევ ყველაფერი ;-)
მადლობა ღმ-ერთო, მადლობა დედა, მადლობა ჩემო ბურთულებო და მათო მამავ, იცით ვინც ხართ ;-) მადლობა მოსე და აარონ, მადლობა იესო, მადლობა ბუდა, მადლობა ჯერომ დევიდ, მადლობა სეიმურ, მადლობა ჰოლდენ, მადლობა ფრენი, მადლობა ერნესტო, მადლობა როზა და კლარა, მადლობა ვაჟა-ფშაველავ, მადლობა ვივალდი, 
მადლობა ნატა, მადლობა ანუშკა, მადლობა ნატალია, მადლობა თამთა, მადლობა როდე, მადლობა მაგა, მადლობა ჯეობლონდო, მადლობა ქეთი, მადლობა ელიზა, მადლობა თი, მადლობა ყველავ!


11 comments:

Rode said...

რა შესანიშნავი რამეა სოფ, მე თანახმა ვაერ წერო ასეთი ბევრი "არალოგიკური" პოსტები!
ნორვეგია ის მართალია მართლა? რა ფერებია -_- რა ლამაზია.

Anonymous said...

<3

Eliza Doollittle said...

от корки до корки წავიკითხე და მადლობა შენ, რომ ხარ <3

ლიკა said...

მადლობა შენ, რომ ასეთი საყვარელი და საინტერესო ხარ :)

Anonymous said...

რა თქმა უნდა, ბოლომდე ჩავიკითხე და იქ, სადღაც ბოლოს, ჩემმა სახელმა რომ გაიელვა, გული ამიჩქროლდა...

http://youtu.be/Tgcc5V9Hu3g

მადლობა, სოფი ! :)

Natalia said...

სელინჯერი და გლასების ოჯახს ნამდვილად განსაკუთრებულ მადობას იმსახურებენ :))

დღეს ვათვალიერებდი ზუსტად ნორვეგიის ფოტოებს და გული ამიჩქარდა, საშინლად მაინტერესებს, მართლა ასეთი კარგია ეს ქვეყანა თუ ფოტოებზე ჩანს? ;დ

მადლობა სოფი, შენმა პოსტმა ცოტა თავი წამომაწევინა, სამსახურში ვზივარ და წელის საშინელი ტკივილი მტანჯავს : ))

Natalia said...

პ.ს საშინელი კლავიატურა მაქვს, ასოებს ტოვებს, კომენტარსაც ეტყობა :))

Keti said...

გულაჩუყებულმა დავამთავრე კითხვა. მადლობა შენ, სოფი, რომ ადამიანებს ჩუქნი ამდენ სითბოს. არ ვიცი, სხვა როგორ დავწერო.
მიყვარს შენი ასეთი, "საქრონიკო" პოსტები. აღმოსავლეთელ ქალებზე გამახსენდა შენი თხოვნა – დავამთავრე საიეშტადის კითხვა და დავწერე კიდეც, თუმცა არა ვრცლად. ქალების საოცარი პორტრეტები აქვს შექმნილი. ძალიან დამთრგუნა.


ბედნიერ დღეებს გისურვებ, სოფი! :*

Kate said...

რა კარგი პოსტი იყო <3
აი სავსე. სავსე კიარადა "ნასიშენი" როგორაა ქართულად? ხოდა ეგ იყო.

აუ ნორვეგიაზე მეფიქრება ეს რამდენიმე დღე. უფრო სწორად "ძალით" დამაფიქრეს, წავიდეთო. ხოდა მე კი ცხვირი ავიბზუე, ცივა-მეთქი. მაგრამ იმან ხომ მაინც დამაფიქრა. :P

Anonymous said...

ვაიმე, ახლა მეორედ წავიკითხე და თამთა ბოდიშიო თავიდანვე გეწერა თუ მე გამომრჩა? :O
ეტყობა, ჩემი ქვეცნობიერი გადაახტა მაგ აბზაცს... ახლა კი კარგად ვიცინე :D

<3

Unknown said...

<3