Sunday, August 17, 2014

ცხვირის ჩიჩქნა პატარა ბექჰემივით


რა უცნაური ფენომენია, რომ პატარა ბავშვებს ცხვირის ჩიჩქნაც კი უხდებათ, არა?

(მიყვარს ბექჰემები!)

ჩემს ქმარს რომ ვუთხარი, მეც ასე მინდა, კიდევ ერთი ბიჭი და ერთი გოგო ბექჰემებივით-მეთქი, საიდან იცი ამ ცნობილი ადამიანების ამბებიო.
დამაფიქრა, მართლა რატომ ვიცი და მჭირდება თუ არა, რომ ვიცოდე საერთოდ.

ჰოდა, დაღლილად ვიგრძენი თავი.
მშობიარობიდან მეშვიდე თვეში ვგრძნობ, რომ გადაღლილი ვარ, ოღონდ ფიზიკურად იმდენად არა, როგორც მენტალურად, რაღაცნაირად.
განსაკუთრებით ინფორმაციით მაქვს თავი ისე გადატვირთული და გამოტენილი, მინდა, ყველაფერი გამოვრთო და არცერთ სოციალურ მედიას აღარ მივეკარო, მაგრამ არ გამომდის ჯერჯერობით.

კიდევ ემოციების გაცემით ვარ დაღლილი. ეგოისტობაა, ადამიანმა თქვა, დავიღალე ამდენი დადებითი ენერგიით, თბილი და კეთილი სიტყვების თქმით და სიცილითო, მაგრამ ვგრძნობ, რომ დავიღალე და ახლა ამ ყველაფრის გაცემა კი არა, მიღება მინდა. თუნდაც მზისგან.
ამინდიც как назло.
დავიღალე. მთელი ზაფხული შემოდგომას ჰგავს, მზე ისე იშვიათად ანათებს, რომ ხან მისი არსებობაც მავიწყდება.

მაგრამ ყველაზე მეტად ამ მომენტში მაინც ის მინდა, ჰარპერ ბექჰემივით უდარდელი ვიყო და ცხვირის ასე ჩიჩქნა შემეძლოს, ბავშვურად და ლამაზად.
ბუნებრივია, ამ ყველაფერს პირდაპირი გაგებით არ ვგულისხმობ. უბრალოდ ბავშვობაა კარგი, განსაკუთრებით ეს ასაკი, როცა იმდენად პატარა ხარ, ბევრი არაფერი გესმის და გახსოვს.

უკეთ როცა ვიქნები, დავბრუნდები.

xoxo

13 comments:

Natalia said...

სოფი, მესმის შენი ძალიან და არ მინდა, რომ ასე იყო :/ ასეთ გულღია, ნათელ ადამიანებს, როგორიც შენ ხარ, განსაკუთრებით უჭირთ ხოლმე ემოციური გადატვირთვისას, ცხვირჩამოშვებული ტიპები კი ყოველთვის კარგად არიან, იმიტომ რომ მუდმივ ყურადღებას ითხოვენ :))

მალე დაბრუნდი, გთხოვ, თუნდაც მოწყენილი პოსტები წერე, ცოტას გიშველის :)

პ.ს იმედია შენი ბურთულა ბიჭები კარგად არიან <3

Toma said...

bekhemebi mec momcons. zogadad viktoria ar momcons habitusit, magram ojaxeba dzalian sakvarelia.

emociebis gacemas rac sheexeba, sofi rogor mesmis sheni. chemtvis probleba xshirad samsaxurshia, gascems kvelafers da ukan arafers igeb. well, shedegs ki igeb met-naklebad damoukidebel paceints, magram emocieurad dzalian naklebi feedbakia.

Toma said...

p.s. damacikda damecera, sofi roca tavs mzad igrdnob mashin unda dabrunde. aucilebelia rom tavi kargad igrdzno.

Eliza Doollittle said...

ზუსტად ანალოგიურად ვარ. მიუხედავად ყველაფრის, აღარ შემიძლია მთელი დღე სიცილი, ხუმრობა, საოცარი "სასაცილო" ხმების გამოცემა, ფერება და კოცნა, რომელიც ჩემს ფუნთუშას ასე უყვარს. ძალიან დამღლელია და როგორ მესმის შენი... ამინდი... გავცვალოთ ამინდები თუ გინდა. ასე მგონია არასოდეს მომბეზრდება წვიმა. გამოძინება და ცოტა ხანს სიჩუმეში ყოფნა გინდა და ისევ მზიანი პოსტით დაბრუნდები :) <3

Keti said...

ძალიან მომწონს ეს პატარა მამიკოს გოგო თავისი უდარდელობით :)

აქ კიდევ იწვის ყველაფერი და მენატრება გრილი დღეები
არ მოიწყინო, სოფი :*

Anonymous said...

მეც მინდა უდარდელად ცხვირის ჩიჩქნა ..,

Kiwi said...

რა საყვარელი ხარ <3 მეც ვიცი ეგ გრძნობა :)

Kate said...

ვგიჟდები ამ ოჯახზე. არასოდეს მბეზრდებიან. N1 ოჯახია ჩემთვის.


დაღლას რაც შეეხება, მეც დავიღალე და ბევრი რამე მომბეზრდა. წასვლა მინდა.

Lilac said...

"ნამდვილი მანდილოსანი მხოლოდ მაშინ იჩიჩქნის ცხვირს, როცა არავინ უყურებს”

სხვათა შორის, ესეც ერთმა ძალიან უდარდელმა გოგომ თქვა - სახელად, პეპიმ <3

Dreamar said...

ძალიან ნაცნობია ემოციების გაცემისგან დაღლა :) სოფი, გისურვებ მალევე გადაგიაროს ამ განწყობამ და ენერგიით აღსავსე დაბრუნდე <3

Anonymous said...

თითქმის არცერთი ცნობილი ადამიანის ოჯახური ამბები არ ვიცი,თუ არ ჩავთვლით შენი ბლოგიდან მიღებულ ინფორმაციას, რომ თურმე ბექჰემების შვილს ჰარპერი ჰქვია :))

პოსტის დანარჩენი ნაწილი - ჩემი დაწერილი მგონია. მარტივი ორსულობა და მშობიარობა მქონდა და მაინც გადაღლილი ვარ, საშინლად გადაღლილი... ამას ისიც ემატება, რომ ზაფხული დამთავრდა და დაუსრულებელი წვიმა და ქარი დაიწყება მალე :(

რა უდარდელები არიან ბავშვები, გულიანად მარტო მაშინ ტირიან, თუ შიათ ან სათამაშოს არ ვაძლევთ. მინდა, რომ დრო რაც შეიძლება ნელა გავიდეს და ეს სიხალასე დიიიიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გაჰყვეთ :)

ნინო იოსავა said...

SOFIE დიდი ხანია არ წამიკითხავს და უცებ გამახსენდი. ავუარე ჩავუარე პოსტებს და იცი როგორ ვისიამოვნე :)))

უნდა წერო :*

Sophie שרה Golden said...

აუ ნი, როგორ გამახარე, რომ კითხულობ თურმე. მადლობა!!!!! მომენატრა შენი ლამაზი სახე და გემრიელი ლაპარაკი. გკოცნი ბევრს!!!