Sunday, August 3, 2014

Kinda Respond-ის 5 წლით დაგვიანებული Respond-ი

2009 წელს ასეთი პოსტი დამიწერია, გჯერათ?

როგორ შევცვლილვარ, მე თვითონაც არ მჯერა.

იმ პოსტიდან 5,5 წლის შემდეგ - ვცხოვრობ ცივ ქვეყანაში, ჩემს ცხოვრებაში ა რ ა ვ ი ნ ერევა, მით უმეტეს მეზობლები. ასევე არავის ადარდებს ჩემი თმა, წონა, სხვადასხვა შეხედულებები, ჩემივე თავის გარდა.
თბილად ჩაცმა საერთოდ შემძულდა, თანაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ან ორსულად ვარ, ან ლაქტაციის დედოფალი მგონია თავი, შესაბამისად სულ ჰორმონებთან ჭიდილში და უმეტესად მცხელა.
ყინულისთვალებიანი კლაუსი კი არა, მსოფლიოში ყველაზე ძველი ერის სევდიანთვალებიანი ქმარი მყავს.


ინგმარ სანდბერგიო :ლოლ: 18 წლის რომ ვიყავი, მაშინ გავიცანი კუნძულ სანტორინიზე. ვიცი, მაგარი შტერობაა. მაშინ ფემინისტი ვიყავი, თანაც რადიკალური, ისეთი, თმებს რომ არ იჭრიან, ან მე ასე მეგონა, რადგან სადღაც მქონდა წაკითხული. ბუნებრივია, საერთოდ არ მიმიქცევია მაშინ მისთვის ყურადღება და ჩვენი საუბრები ჩვენი ქვეყნების პოლიტიკის მიმოხილვას არ გასცდენია, მაგრამ gosh, როგორ მომწონდა!!! :დ შტერო\ინტელექტუალო ბიჭებო, როცა გოგო თქვენთან პოლიტიკაზე საუბრობს და კატეგორიულად არ გაქცევთ ყურადღებას, იცოდეთ, რომ გული უდუღს და სინამდვილეში ამელივით დნება.

[ბუნებრივია, გაერთიანებულ ტელეკომს საერთოდ აღარ ვახსენდები :დ ]

დედაჩემი ისევ თანახმაა ყველაფერზე, თუმცა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი რევოლუციონერი შვილი ტრადიციულ-რელიგიურად დაქორწინდებოდა, შვილებს გააჩენდა, შაბათისთვის მარტო მოამზადებდა უთვალავ კერძს, გამოაცხობდა ნამცხვრებს და ეგოისტი შვილიდან გულაჩუყებულ big fat mama-დ იქცეოდა. Ma, love u! Love u! Love u!

(წმს იგივე PMS ისევ არაფერ შუაშია. ლაქტაციის პერიოდში, როგორც წესი, მენსტრუალური ციკლი რამდენიმე თვე იგვიანებს)

პოსტის წერა კი რამ დამაწყებინა ამ შუაღამისას? ა, ჰო, ფემინიზმზე ფიქრმა და ამ სასწაულმა ბლოგმა, რომლის ავტორიც ძალიან კარგად წერს და სიამოვნებით ვისაუბრებდი მასთან. საერთოდ, მსგავს ბლოგებზე დიდად არ ვგიჟდები, არც ასეთი ტიპის სტატიებს ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ რამდენიმე პოსტში ძალიან საინტერესო და გონივრული ხედვა დავიჭირე და ამან გამახარა.

მახსოვს, ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა ადრე ხუმრობით, ფემინიზმი სამზარეულოს წინსაფარზე გაცვალეო. გამეცინა, იუმორი მიყვარს, როგორც ჩემი ერთი ქართველი მეზობელი-ახლობელი იტყოდა თავისი განსაკუთრებული ტონით და ადვილად არ მწყინს, ამიტომ მალევე დამავიწყდა.
რაჭველივით (გენებს ხომ ვერსად წაუხვალ, თუნდაც მამის მხრიდან) ახლა გამახსენდა, ეს რომ მითხრა და ვიფიქრე, ამეხსნა, თუ რატომ არ გამიცვლია ჩემი ფემინიზმი არაფერზე და თუ როგორ შეიძლება ამ ორივე ცნების შეთავსება (ფემინიზმსა და დიასახლისს ვგულისხმობ).

ბუნებრივია ფემინიზმის ისტორიაზე საუბარს არ მოვყვები, გუგლიც და ინგლისურიც ბევრმა ჩემზე უკეთ იცით.

წლების წინ რადიკალისტი რომ ვიყავი, ეს ცოდვად ხო არ მეთვლება?
ახალგაზრდა როცა ხარ, ემოციური უნდა იყო, იდეალისტი და სისტემა გძულდეს, ტრადიციებს უარყოფდე და ყველანაირი კლიშეს წინააღმდეგ მიდიოდე. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიყავი და სწორ გზად ეს მეჩვენებოდა.

დღეს კი, 30-ს მიკაკუნებული როცა ვარ, ჩემი ემოციები სხვა საქმიანობაში იჩენს თავს, იდეალიზმი თითქმის დამისამარდა, ის სისტემა, რაშიც ცხოვრება მიწევს, უმეტესწილად მისაღებია ჩემთვის, ტრადიციული რომ ვარ, ჩემი 2010-11 წლის პოსტებიდან უკვე კარგად ჩანს და კლიშეებსაც ვერ გაექცევი ცხოვრებაში თურმე.

მოიცა, აბა ფემინიზმი რა მექნა?

ჩემთვის ფემინიზმი არ არის ქალების უფლებებზე საუბარი და იმის მტკიცება, რომ ორივე სქესი თანასწორები ვართ. იმაზე აღშფოთება, რომ ფიზიკურ ძალაზე საუბარი და ამით ქალის დაკნინება ძალიან სიმდაბლეა სისულელესთან ერთად.
ფემინიზმი არ არის მამაკაცების სიძულვილი, მათი შეურაცხყოფა და დამცირება.
ვიცი, ეს უფრო იმიტომ, რომ ჩემი გეოგრაფიული რეალობა სრულიად განსხვავდება საქართველოსა და სხვა მუსულმანური სამყაროსგან დატოვებული გავლენის მქონე ქვეყნებისგან (თუმცა, ვეჭვობ, რამდენიმე წელში შეიძლება ევროპაც დადგეს მსგავსი პრობლემების წინაშე)
ჩემი ფემინიზმი არის ქალების მხარდაჭერა, გამხნევება და მათთან იმ უფლებებზე საუბარი, რაც აქვთ. რაც უნდა იცოდნენ. რაც თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩემთვის ფემინიზმი არის ნებისმიერი ადამიანისთვის სტიმულის მიცემა და დახმარება.

ქალებმა უნდა იცოდნენ, განსაკუთრებით იმათ, სახლში რომ არიან და ბავშვებს უვლიან, კერძებს ამზადებენ, მერე ქმრის მოსვლას სიხარულით ელოდებიან, რომ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და ეს უფასდებათ კიდეც. როცა ადამიანების ურთიერთობა თანასწორია, როცა ადამიანები ერთმანეთზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე მხოლოდ საკუთარ თავსა და სიამოვნებაზე, ბევრად ბედნიერები არიან და სიამოვნებასაც ისინი უფრო მეტად იღებენ, ვიდრე ეგოისტები, აგრესიული და ღვარძლიანები.

როგორც ყოველთვის, ყველა საკუთარი კუთხიდან ვნსჯით, ყველა საკუთარი მაგალითის მიხედვით ვუყურებთ სხვებს და გვგონია, ჩვენ ვართ მართლები და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად.
ვფიქრობ, სულაც არ არის ეს ცუდი.

ყველა ქალი დასაფასებელია, მიუხედავად იმისა, თუ რა უნდა ან რა აქვს ცხოვრებაში, მნიშვნელობა არა აქვს მის კარიერულ, ოჯახურ თუ სპორტულ არჩევანს.

სწორედ ესაა ჩემი ფემინიზმი - არ არსებობს უკეთესი და უარესი სქესი, რასა, რელიგია. ვარსებობთ ადამიანები, ყველანი ერთნაირად მივისწრაფით ბედნიერებისა და უზრუნველობისკენ. სანამ იქამდე მივალთ, სასწაული სულიერი და ფიზიკური ბრძოლა მოგვიწევს, სადაც სინამდვილეში ფიზიკურ ძალას მნიშვნელობა საერთოდ არა აქვს (ჰმ, მოიცა, პოსტის წერისას იდეა მომივიდა, რამე სექტა ხომ არ ჩამოვაყალიბო, რაღაც ძალიან გავუტიე ჩემს უცნაურ "პატაფიზიკას" :ლოლ: )...

მოკლედ, სულიერი თავისუფლება, სილაღე, სიმშვიდე (oh yeah, პატარა დრაკონები შვილები როცა არ გაძინებენ), ბრძოლა, განათლება, განათლება, ბრძოლა!!! - არც ისე ბრძნულად ჟღერს, მაგრამ ეს არის, რაც არის.

ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ!

მადლობა ჩემს მკითხველებს.
დიდი მადლობა ი-მეილებს რომ მწერთ, მენდობით და მახარებთ :-)

8 comments:

Toma said...

sofi, ყველას თავისი აზრი აქვს ფენიმინიზმის შესახებ, და ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს იქიდან გამომიდნარე თუ როგორ სიტუაცაშიც არის. შენი არ იყოს, ფემინიზმი ჩემთვისაც არაა ძალების დატოლება, არც ტვინის ან კუნთის მასების შედარება. თუმცა ჩემთვის ფემინიზმი ნამდვილად არის ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობაზე საუბარი. გინდაც სახლში დარჩენაზე და ბავშვის მოვლაზე რომ ვსაუბრობთ. გეთანხმები რომ ეს არის ერთ ერთი ყველაზე დიდი საქმე რაც ადამიანმა შეილება გააკეთოს თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს უნდა იყოს ამ ადამინის ანუ ქალის გინდაც კაცის პირადი არჩვეანი და არა იძულებითი ქცევა.

იცი,ერთ ერთ ყველაზე განვითრებული ქვეყანაში ვარ, მაგარმ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხი აქ კვლავ დღის წესრიგშია. 1. დავიწყოთ ხელფასებით. ერთი და იგივე სამსახურისთვის, მამაკაცები უფრო მეტ ხელფასს იღებენ ვიდრე ქალები.
2.ისეთ ორგანიზაციებში სადაც ქალები ჭარბობენ (მაგალითად საავადმყოფო), პერსონალის შერჩევის დროს ნაკლებად კვალიფიციებული მამაკაცები უფრო აყავთ ვიდრე კვალიფიცირებული ქალები.
3. მაღალ თანამდებობებზე პერსონალის შერჩევისას, (ორგანიზაციის მიუხედავად) კაცები უფრო აჰყავთ მაღალ თანამდებობებზე ვიდრე ქალები.
4. ბეიბი ბაშვის მოსავლელად, კაცებს უფრო ნაკლები დღეები აქვთ გამოყოფილი ვიდრე ქალებს. ეს იდეაში კაცების დისკრიმინაცია უფროა, იმიტომ რომ მამებს უნდათ აქ სახლში დარჩენა და შვილების მოვლა. შვედი მამები ტყუილად კი არ არიან აღიარებულნი როგორც მსოფლიოს საუკეთეოს მამები :)). და კიდევ უამარვი მაგალოთი რომლის წერითაც თავს არ შეგაწყენ.

და ბოლოს, ფენიზმს ოჯახის ჭრილში თუ განნვიხილავთ, ურთიერთ შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისე არა რომ ერთი მხარე მეორის მიერ დაჩაგრულ პოზიციაში აღმოჩნდეს. ის რომ შენ ქალი ხარ და უნდა ალაგო, რეცხო, საჭმელი აკეთო და ა.შ. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ისევე როგორც ადრე ქალები რომ ფესვურებს აგროვებდნენ და მამაკაცები ნადირობდნენ.

Kate said...

აი მე კიდევ ვფიქრობ, რომ ბავშვი ორივეს ეხება. ხომ არის ორივესი? ხოდა, რატომ არ უნდა მიხედოს ორივემ?
იგივე ეხება ხელფასსაც. კიდევ კარგი მე და ჩემს თანამშრომელ მამაკაცს ერთნაირი ხელფასები გვაქვს. საჭმლის მომზადებაზეც იგივეს ვფიქრობ და ბევრ სხვა საკითხზეც.

ჩორვენი said...

ბიჯოს რა ომახიანი და ცოტა არეულ-დარეული პოსტი იყო : )))

მართალია მთლიანი ხაზი ვერ დავიჭირე რისიც თქმაც გინდოდა ის წერია, თუ კიდევ რამეა რაც გამომრჩა, მაგრამ still კარგი იყო : )))

Sophie שרה Golden said...

ტომა, ძალიან მაინტერესებდა, სხვათა შორის, შენი აზრი ამაზე. ხომ იცი, სკანდინავიურ ფემინიზმზე პირდაპირ ლეგენდები დადის :დ
გეთანხმები ყველა პუნქტში, ხშირადაა ასე მართლაც. სამსახურში მამაკაცები უფრო ადვილად ალბათ მაინც იმიტომ აჰყავთ, რომ ქალებს სადეკრეტო არ უხადონ, რაც მათთვის წამგებიანად ითვლება.
ოჯახში საქმეების გადანაწილება უკვე სხვა საქმეა და მეც ვერ წარმომიდგენია, რატომ არ უნდა დაეხმაროს ქმარი ცოლს სახლის საქმეში, ბავშვების მოვლაში, როცა შეუძლია და დრო აქვს.
მე საქართველოშიც ვიცი, მადლობა ღმ-ერთს, რამდენიმე ოჯახი, სადაც ქმრები ზუსტად ისევე ზრუნავენ შვილებზე, როგორც ცოლები და სამზარეულოში დახმარებასაც არ თაკილობენ.

ქეით, ტომას უკვე ვუპასუხე ამ თემაზე პრინციპში და გეთანხმები ასჯერ და ათასჯერ! :-)

ჩორვენ, აუ ხო, კიდევ კაი მითხარი სიმართლე :დ აშკარად ძაან გავუტიე და ორი პოსტის მასალა ერთში მოვაქციე.
მთლად დიდ ფილოსოფიასაც ნუ ჩაეძიები ოღონდ :პ

Anonymous said...

მებრალებიან დედები. წელში წყდებიან და ქმრები - არაფერი ამ დროს :(

Keti said...

იმიტომ არ ეხმარებიან, რომ ცოლები არ სთხოვენ მიხმარებას, არც დედებთან უნახავთ ასეთი რამ. დედები ზრდიან ისე, რომ "ეს კაცის საქმე არაა", მათი დედებიც მათ მამებს შვილებივით ექცეოდნენ. ჰოდა როგორ გარემოშიც იზრდებიან, ისეთივე გარემოს ქმნიან ქართველი ქალებიც და კაცებიც საკუთარ ოჯახებში...

Sophie שרה Golden said...

ქეით, მეც :-(

ქეთი, როგორი სიფრთხილე გვმართებს ისე დედებს, რომ შვილები ჭკვიანურად გავზარდოთ. ურთულესი რამეა მშობლობა.

Keti said...

კი, რომ ვფიქრდები, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა