ძველ პოსტებს რომ გადავხედავ, იმდენ რამეს ვიხსენებ ეზრაზე, რაც აღარ მახსოვდა და ვხალისდები. ამ დროს აარონზე სულ ორიოდე სიტყვა თუ მიწერია.
ახლა აარონი 8 თვისაა, როგორც ეზრა იყო ადრე.
ისეთივე მხიარული, მოძრავი და ცელქია, როგორიც მისი უფროსი ძმა. თუმცა, ძილის დრო რომ მოუვა, მშვიდად ჩამეხუტება, ჭამს და დაიძინებს ბურთულასავით. ძილში თმა ეხვევა, თან გრძელი წამწამები აქვს და ძველი ქართული ფილმების ბიჭუნას ჰგავს. რომ გაიღვიძებს და თავისი მუქი ლურჯი თვალებით შემომხედავს, გავუცინებ ხოლმე და წუთში ფხიზლდება, თვითონაც სიცილს იწყებს და წამოდგომას ცდილობს.
აარონ, აარონ, როგორი ადამიანი გაიზრდები, ნეტავ?
ხანდახან ძალიან მეშინია მომავლის, განსაკუთრებით ამ გადარეულ, დაავადებულ და ამორალურ სამყაროს რომ ვხედავ. მეშინია და განვიცდი, როგორი ძნელია ცხოვრება ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ყველაფრისგან ოდნავ შორს დადგომას ცდილობენ.
მერე ცოტა ვმშვიდდები, რადგან შვილები უნდა გაიზარდონ და სულ ვერ დაიცავ წაქცევისა და ტკივილისგან.
უბრალოდ, სანამ პატარები არიან, სიყვარულით უნდა გაზარდო და ძირითადი პრინციპები ჩამოუყალიბო, რათა სისტემის მონები არ გახდნენ და უმრავლესობის გავლენას შეეწინააღმდეგონ. ისიც უნდა ასწავლო, რომ ცხოვრება რთულია, ყოველთვის ვერ მიიღებენ იმას, რაც ენდომებათ. გულისტკენაც ექნებათ, ვიღაც ცუდადაც მოექცევათ... იქნებ რაღაც მომენტში საკუთარი თავიც არ მოეწონოთ და ყველაფრისადმი ზიზღი გაუჩნდეთ, მაგრამ -
- შვილებმა უნდა იცოდნენ და დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ მშობლები ყოველთვის გვერდით დაუდგებიან, გაამხნევებენ და მიიღებენ ისეთებს, როგორებიც არიან (თუმცა, ეს არ ნიშნავს, "ასეთი ვარ და რა ვქნას", საკუთარ თავსა და თვისებებზე მუშაობა აუცილებელია).
ჩემი საყვარელი მასწავლებელი ამბობდა, როცა ბავშვებმა იციან, რომ მათ ოჯახში სითბო და სიმყუდროვეა, ბევრად მშვიდად იქნებიან დამოუკიდებელ ცხოვრებაშიცო.
საიდან სად წავედი, არა?
მოკლედ, ჩვენი ბებიკი უკვე 8 თვისაა. პატარა ცუგასავით დაცოცავს და სულ ეზრას დასდევს, უნდა სულ მას ეთამაშოს, ჩაეხუტოს და თავისი ორი პატარა კიჭი ჩაავლოს. ეზრა თავიდან ცოტა ეჭვიანობდა. ცოტა კი არა, ბლომად. ახლა კიდევ თავისი უმცროსი ძმის გარეშე ვეღარ ძლებს.
თუმცა ახლაც ზოგჯერ გაბრაზდება და მეუბნება, რონი (ეზრა ახლა ასე ეძახის) დავაძინო და ის ავიყვანო ხელში.
აარონიკო, გაიზარდე დიდი ბიჭი: ჯანმრთელი და ლაღი!
ეზრა, ეზრა, ჩემო დიდო და ოქროსფერთვალება ბიჭო, შენც გაიზარდე დიდი, ჯანმრთელი და ლაღი!
მინდა, ყველა პატარა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს თავის მშობლებთან ერთად. რაც მთავარია, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ, რომ სამყაროც შეცვალონ და ასეთივე გახადონ.
ღამე მშვიდობისა!
პ.ს. ბონუსად აუცილებლად უნდა დავწერო ეზრას "ოინები". ისეთ ასაკშია, ეს რომ გამოვტოვო, რანაირი "დედური დედა" ვიქნები :პ იმ დღეს მეუბნება, დედიკო, წადი რონის აჭამე, მე უნდა ვიმუშაო.
"მუშაობს", როცა კარადების უჯრებს გადმოქექავს, ყველაფერს გადმოალაგებს და მერე თავის ჭუაზე დააწყობს (ან არ დააწყობს). რაც უფრო მეტ ეშმაკობას აკეთებს, მით მეტი "სამუშაო" აქვს და მე ყოველთვის მახსენებს, აარონს სხვა ოთახში ვაჭამო, "ხელი რომ არ შევუშალო".
ისეთი სასაცილოა, გავგიჟდები.
როგორ იზრდებიან ბავშვები ასე უცებ.
როგორ იზრდებიან ბავშვები ასე უცებ.
ამ ბოლო დროს რაღაც საწერი სამუშაო მქონდა და ეზრას ვეუბნებოდი, მე უნდა ვიმუშაო და შენს ოთახში ითამაშე-მეთქი. აი, შედეგიც :დ




18 comments:
acale bavshvs mushaoba sofi! ise kargia, ramis gadmolageba tu gchirdeba, stxov ezras da gadmogilagebs.nu axla dalagebaze imedia mere aaroni dagexmareba xolme.
chvens garshemo rac xdeba mec madardebs, tan dzalian. isic madardebs es bavshvi vin da ra gaizrdeba. an vin ikneba rogorc pirovneba. kvelaferi madardebs, arada vici iracionaluria es kvelaferi imitom rom bevri rame chvenze araa damikidebuli (msoflio ambebi), magram bevri rame chvenzea damokidebuli magalitad rogor pirovnebas chamovakalibebt chveni shvilebisagan. rogor adamianebad avgzrdit.
caqcevisagan da tkivlisagn ver davicavt shvilebs sofi, magram rac shegvidzlia shvilebs vascavlot aris rogor moacdonos "copingi" am dacemasa da cakcevastan, esaa ert- erti kvelaze didi dacva romelic mshobels sheudleia shvils mices chemi azrit.
სილაღეს და სიყვარულის გისურვებთ ყველას, ყველგან, ყველა ასაკში
სოფი, რა ენაზე საუბრობენ შენი ბავშვები? ქართულად თუ გერმანულად?
აუ,,მუშაობა" ძალიან მომეწონა :)))
ძალიან საყვარლები არიან, ბედნიერი მომავალი ქონოდეთ, კარგ ადამიანებათ გაზრდა, სწორედ რომ, მშობლებზეა დამოკიდებული, კიდე გენტიკაც ასრულებს თავის როლს.
ტომა, ჰაჰა ხო, ეგრე უნდა ვქნა.
აბსოლუტურად გეთანხმები. მე რას ვიხსენებ ხოლმე, იცი? ჩვენც ხომ ვიყავით პატარები და ჩვენი მშობლებიც ასე განიცდიდნენ, დარდობდნენ და აჰა, გავიზარდეთ და მშვენივრადაც. ანუ სიძნელეები გვქონია და გვექნება, მაგრამ ვცხოვრობთ და ვცდილობთ, ისე რომ, მართლა ირაციონალურია ჩვენი წუხილი, მართალი ხარ.
მადლობა, დავმშვიდდი შედარებით :-)
ზანდუკი, ამენ!!!
თი, ორივე ენაზე, მაგრამ ეზრა მე ქართულად მელაპარაკება.
ირი, ღმერთმა ქნას!!! გეთანხმები ნამდვილად. 50X50-ზეა, გენეტიკა და აღზრდა.
tan ra situaciashi gavizardet! rogor maxsovs ramodenime saatiani puris rigebi, kvelaferi talonebze, ai kvelafri maxsovs. egec maxsovs mashin mshoblebi orive mushaobda da me da chem das gvicevda (8-9 wlis) saxlshi kvelafers keteba, 5 wlit umcross dzmaze pasuxismgeblebi chven vikavit da kvelafertan ertad kargad unda gvescavla!
xoda... me ki gamovedi iseti ra gamovedi, mebrdzoli! ai chemi da aris susti, advilad giving upp tipi, da chemi dzma gamovida adamiani romelsac kvelaferi mzamzareuli unda. xoda ase!
gamixardeba chemi shvilic tu chemnairi mebrdzoli tipis adamiani gaizrdeba, amitom tavidanve shevachvev rom pasuximgebloba aigos, im saqmeebze risi gaketebac misi asakis bavshvs sheefereba!
ვაიმე, როგორ მინდა ამ ოქროსქოჩრიანი ბიჭების ნახვა <3
სოფი, ისე, რა ენაზე ლაპარაკობს ეზრა, ქართულად თუ გერმანულად? :)
აუ, როგორი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე ამ ამბებს <3
მომწონს, როგორც აღიქვამ მშობლების როლს... მე ჯერ კიდევ შვილის გადმოსახედიდან ვმსჯელობ ) რა საინტერესოა, დედა რომ გავხდები მე როგორ პოსტებს დავწერ :))
ჰო, ყვლაფერს ისრუტავენ მტვერსასრუტივით სწრაფად და იგივეს რომ აკეთებენ, მერე ხვდები ოდესღაც ეს შენგან აქვთ ნასწავლია, ან სადმე თვლა-ყურმოკრული. ძაან სწრაფად იზრდებიან და მაიმუნდებიან. უცებ პოულობენ გამოსავალს და თავის შეცოდებაც ეხერხებათ. მეც კი მაოცებს ჩემი ეზრაზე 1 წლით პატარა გოგო :)
ახლა უცებ დავფიქრდი, ბავშვებს გერმანულად ელაპარაკებით ხოლმე? :) თუ შენ ქართულადაც ხოლმე
ჰჰაჰაჰჰაჰა ახლა ნატალიას კომენტარი ვნახე :))))
ჯერ ვწერ და მერე სხვების აზრსაც გადავავლებ ხოლმე თვალს და
წარმოვიდგინე შენი პატარა ბურთულები, სოფი. ძალიან თბილი და საყვარელი ჩანაწერია:)
ბედნიერი ბიჭები გაგეზარდოს!!! <3
ტომა, როგორ საკითხს შეეხე მართლა. სულ მიკვირს, ერთი ოჯახის შვილები როგორი განსხვავებულები შეიძლება გამოვიდნენ ხოლმე.
იმედია და მჯერა, შენი შვილი ზუსტად ისეთი იქნები, როგორც შენ აღზრდი.
ნატალია, ორივეზე, მაგრამ მე ქართულად მეუბნება ასეთ რამეებს :დ
ლილაკ, მადლობა :დ ხო, მეც ძალიან მაინტერესებს.
ბაბისა, ხო ძალიან. სასწაულები არიან. ზუსტად ოჯახის სარკეები, როგორც ამბობენ ხოლმე.
შენი ოქროსკულულებიანი გოგო, ეზრასავით ვერძი <3
მე ქართულად ველაპარაკები, ისე ორივეზე ლაპარაკობს ეზრა.
ქეთი, დიდი მადლობა. ყოველივე საუკეთესო შენც და ბედნიერი სამუშაო კვირა გქონოდეს!
მე შენ ძალიან მიყვარხარ!
როცა არ მიყვარხარ, მაშინაც მიყვარხარ.
ხოდა აარონს რაც შეეხება, არ ვიცი. სულ შვილებზე წერ და. :D
ა და კიდევ, მეჩვენება თუ ზედმეტს ფიქრობ და ზედმეტად ნერვიულობ? მითუმეტეს ისეთ დალაგებული ქვეყნის პირობაზე, როგორიც გერმანიაა.
რა მაგარია, ქართულიც რომ იციან <3
ქეით, მადლობა, როგორ გამახარე, იცი? მეც მიყვარხარ ზუსტად ასევე, როგორც შენ :ლოლ: ხან ნერვებს რომ მიშლი.
დალაგებული ქვეყანაა, ამაზე საყვედურს როგორ ვიტყვი, მაგრამ არის ბევრი რამე, რასაც მე არ ვეთანხმები, ამ დროს ევროპისთვის ჩვეულებრივი ნორმაა და ჩემი ფილოსოფიისთვის მიუღებელი, ზუსტად ამას განვიცდი, მინდა ჩემი შვილები "სწორად" გავზარდო და მთლად დასავლური კულტურის გავლენის ქვეშ არ დავტოვო.
ნუ რა ვიცი რა ვიცი.
მაინც ისე მოიქცევა, როგორც თვითონ მოუნდება.
^_^ ratomgac patara ufliswulis msgavsi warmomidga ezra :) ra Tbilis postia :)
ევა, მადლობა ლამაზი შედარებისთვის.
Post a Comment