Monday, October 6, 2014

ყავისა და წითელი პომადის ოდა

ჩემი ახალი ფავორიტი ბლოგერი ქალი, ოთხი შვილის დედა, ონლაინ ბიზნესლედი და პასტორის ცოლი. ჰაჰა, ყველაფერი ეს მეც შეიძლება დამემართოს, ბოლოს გარდა ალბათ.


და კიდევ წითელი პომადა.
ვის გაქვთ ჩემი მკითხველებიდან წითელი პომადა, რომელსაც ისვამთ და თან გიხდებათ კიდეც. ერთი-ორი უკვე მახსენდება.
მეც მქონდა წითელი პომადა რამდენიმე წლის წინ, რომელიც არ მიხდებოდა, პრინციპში არც ვისვამდი, უბრალოდ მქონდა და ვუყურებდი ხოლმე.
პომადას საერთოდ არც ვხმარობ, ზამთარში ტუჩების ბალზამს და მორჩა. ჰოდა, წითელპომადიან ქალებს რომ ვხედავ, რომლებსაც უხდებათ, პლუს გრძელი ლამაზი ან მოკლე ლამაზი თმა აქვთ, vintage ტანსაცმელი აცვიათ და სხვა მსგავსი ჰიპსტერული რამე-რუმეები, მინდა დავჯდე და მათზე ვწერო და ვწერო. ან ყავა ვსვა და ვუყურო. ყავა კიდევ ყოველთვის ისეთი არ გამოდის, როგორიც გვინდა, ხო?

როგორც არ უნდა იყოს, ბედნიერი კვირა გქონოდეთ!

16 comments:

Natalia said...

მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით ცოტა ხნის წინ, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყო, წითელ პომადას წაისვამ და უკვე ლამაზი ხარ! ჯადოსნური საშუალებაა, ისე მიყვარს, არა მგონია მომბეზრდეს : ))

ახლა ცოტა სხვა ტონალობის ფერზე გადავედი, მოიისფრო-ღვინისფერია და ძალიან მომწონს, იმედია, მიხდება კიდეც :დ

უჰ, ჯობია შევწყვიტო წერა, თორემ არ გავჩერდები :დ

Dreamar said...

ძალიან მიყვარს წითელი პომადა, თუმცა, დიდი ხანია აღარ გამომიყენებია :) ზუსტად ამასწინათ ვფიქრობდი, ისევ ხომ არ დავიწყო მისი ხმარება-მეთქი ))

Dreamar said...

p.s სად პოულობ ხოლმე ამდენ საინტერესო ბლოგს :)

Sophie שרה Golden said...

ნატალია, შენ ზუსტად ლამაზმოკლეთმიანებში შედიხარ, ვისაც წითელი პომადა სასწაულად უხდება.

მარ, შენ კიდევ ლამაზგრძელთმიანებში :-) კი, კი, უნდა დაიწყო ისევ.
საღამოსთვის უკვე ისე ვარ ხოლმე დაღლილი, რომ მხოლოდ ასეთი პოზიტიური და განმტვირთველი ბლოგების კითხვის თავი მრჩება :დ

kuda said...

მეძახდი? ^_^ :D

დაჯი said...

ააჰ, პომადებზე პოსტი დროული იყო ჩემთვის ))
თანამშრომელი მყავს, რომელიც ჯერ არ მინახავს შავი პომადის გარეშე ჯერჯერობით. ჯერ თითქოს მომწონდა. შემდეგ მისი სამი დაქალი ვნახე, რომლებსაც ზუსტად ამ ფერის პომადები ჰქონდათ წასმული და აი იქ ძალიან, ძალიან შემეშინდა :D უცნაურია ღმერთმანი.

აი წითელი შსანიშნავია. იფ.

Natalia said...

აჰ, სოფი, მადლობა, მახარებს შენი სიტყვები : )) სამწუხაროდ, მოკლე თმა აღარ მაქვს, მომბეზრდა ცოტა და ვიზრდი :))

Sophie שרה Golden said...

კუდა, კიიიიი, მოხვედი, როგორც იქნა :პ

დაჯი, შავი ფერის პომადა რა გოთურია, სად მუშაობ, let me guess... :-D

ნატალია, :-) ახლა რა სიგრძის გაქვს?

Keti said...

მთლად ხასხასა წითელი პომადა არ მქონია და ღვინისფერი კი მაქვს და ძალიან მიყვარს, თუმცა ყოველდღე ვერ ვხმარობ, უმეტესად მეც ვუყურებ ხოლმე :) განსაკუთრებული განწყობა მჭირდება მისთვის. შედარებით მოვარდისფრო პომადას ვხმარობ ყოველდღე :)

Sophie שרה Golden said...

ქეთი, ასე მგონია, შენ ძალიან უნდა გიხდებოდეს წითელი პომადა. საერთოდ, წაბლისფერ- და შავთმიანებს განსაკუთრებულად უხდებათ და შენც ასეთი ფერის თმა უნდა გქონდეს, თუ სწორად მახსოვს.

Anonymous said...

საერთოდ ვერ წარმომიდგენია ცხოვრება წითელი პომადის გარეშე. უკვე 8 წელია ვიყენებ, პრიალა წითელი არა, ჩამჯდარი, მკვდარი, მაგრამ კაშკაშა წითელი მიყვარს :)
წითელი პომადა ყველაფერს შველის, უხასიათობასაც, უიმედობასაც და განსაკუთრებით მახინჯად რომ მეჩვენება ხოლმე თავი, იმ დღეებსაც :დ

ნატა said...

შენთვის არ მითქვამს რომ ამ ბოლო დროს სულ წითელი პომადა მისვია და მეჩვენება რომ მიხდება? :D

ჰიპსტერი კი ვერასდროს ვიქნები

Kate said...

მე მხოლოდ წითელ პომადას ვხმარობ. მეტი არცერთს. კრისტიან დიორის წითელი პომადა მხოლოდ ჩემთვისაა <3

Sophie שרה Golden said...

მარი, შენი ფერი უნდა იყოს წითელი, ასე მგონია.

ნატა, გიხდება ძალიან. ვერ იქნები ვერასოდეს ლოლ მართალი ხარ :დ

ქეით, ასეა, ასე :დ

babisa said...

მე ვიყიდი ხოლმე და მერე იშვიათად ვხმარობ მკვეთრ ფერებს. ბუნებრივ ფერს ვისვამ ძირითადად, არც მეტყობა რომ პომადაა, იმდენად სადაა, არადა, მომწონს სხვაზე წითელიც, შინდისფერიც :)

Sophie שרה Golden said...

ბაბისა, ჩემს კლუბში ხარ, yay! :დ წითელი პომადა მხოლოდ რომ მოსწონთ და უყურებენ.